წიტაიშვილი – საქართველოს ნაკრებში თამაშზე: ჯერ ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს
უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის “დინამოდან” “ვორსკლაში” განათხოვრებული ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ჩვენს ნაკრებში იასპარეზებს. ამაზე ua-football-თან კომენტარი თავად წიტაიშვილმა გააკეთა:
“ჯერ ამ თემაზე რაიმეს საუბრის უფლება არ მაქვს. როდესაც კონკრეტიკა იქნება, მაშინ ყველაფერი ცხადი შეიქნება”.