მაინც რაა ეს რურული დერბი?!
ბუნდესლიგის ბოლო, 22-ე ტურის 20 თებერვალს „შალკესთან“ გასვლით მატჩში გამარჯვების (4:0) შემდეგ, 200-ზე მეტი ფანი „დორტმუნდს“ კლუბის საწვრთნელ ბაზასთან დახვდა და გუნდს ფეიერვერკებით, ტრანსპარანტებითა და მხიარული შეძახილებით შეეგება. არადა, „ხუმარებს“ თავისი გაჭირვებიათ, უიმედო აუტსაიდერები არიან, მაგრამ რურულ დერბიში საძულველი მეტოქის დამარცხება დორტმუნდელებს მაინც ძალიან ახარებთ.