11 X 11
სპორტული პორტალი

ბრაზილიის კარნავალის გამო დაკარგული ჩემპიონობა და დანგრეული გუნდი – ბატისტუტას, რუი კოშტასა და ედმუნდოს “ფიორე”

0
რობერტო ბაჯოს „იუვენტუსში“გაყიდვის შემდეგ „ფიორენტინას“ მფლობელ ფლავიო პონტელოს უსიამოვნებები დაიწყო: ოფისს ალყა შემოარტყეს, აივანის წინ მოედნიდან მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, მის კუთვნილ მშენებლობაზე კი ბომბი ააფეთქეს.1990 წლის 17 მაისი ფლორენციელთათვის შავი თარიღია. მათ, თითქოს გული ამოგლიჯეს – ბაჯო წაართვეს. თუმცა, ამ მსხვერპლის გარეშე არ იქნებოდა ნათელი მომავალი. არეულობა სამი დღე გაგრძელდა, ხოლო როდესაც სიტუაცია ოდნავ ჩაწყნარდა, პონტელო მიხვდა, რომ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემდნენ და ერთი თვის შემდეგ კლუბი ჩეკი გორის მიჰყიდა – კინოპროდიუსერის ოჯახს, რომელთაც ჰქონდათ ფული და მათი ხარჯვის სურვილი. იმ ავადსახსენებელი დღიდან იშვა 90-იანი წლების შესანიშნავი „ფიორენტინა“.ყველაფერი ბატისტუტას შეძენით დაიწყო. ის შეუჩერებელი იყო, მაგრამ „ფიორენტინა“ მაინც გავარდა სერია В-შიერთხელ მარადონამ თქვა: „ბატისტუტა მხეცია და მე ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ეს მხეცი არგენტინელია“.ფლორენციელები უცბად ვერ მიხვდნენ, თუ რა იყო მასში მხეცური. ბატისტუტა თითქოს მოუხერხებელი, მძიმე გახლდათ, თამაშისას სრულად ამართლებდა ოკეანისგაღმურ მეტსახელს – „სატვირთო მანქანა“, გარეგნულად კი კილერზე უფრო ხერუვიმს ჰგავდა. დაუჯერებელი იყო, რომ ლამის მარტომ მოიგო 1991 წელს კოპა ამერიკა. გავლენა გადაჭარბებულმა მოლოდინმაც მოახდინა. „ფიორეს“ მატჩში საშუალოდ 1.2 გოლი გაჰქონდა და ყველა არგენტინელის იმედად იყო. მან კი პირველ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ტიფოზები იმედგაცრუებული დატოვა.გაბრიელი განსაკუთრებული ტექნიკით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამის კომპენსირებას ფიზიკური ძალითა და კოორდინაციით ახდენდა. სწრაფად მოძრაობისასაც არ ჰკარგავდა ბალანსს. სისწრაფის აკრეფვისას მეტოქის კარისაკენ ტანკივით მიიწევდა, მძიმედ და შეუჩერებლად.„ვინც კი მინახავს, ბატისტუტა ვარჯიშებზე საუკეთესო იყო, ტექნიკა საშინელი აქვს, მუდამ არაზუსტად ურტყამს, მერე კი 10 გოლი გაიტანა და მივხვდი, რასაც წარმოადგენდა“, – იხსენებდა ბრაიან ლაუდრუპი.ასეთი გარღვევები მარჯვენა ფეხით ჭურვის გატყორცნით მთავრდებოდა. ცუდ ფორმაში ყოფნისას ბატიგოლის გასროლილი 100 კმ/სთ სისწრაფით მიფრინავდა, ხოლო როდესაც ფორმაში იყო, სჯობდა მცველი ბურთს არ შეხებოდა.„ბურთს ისე ძლიერად ურტყამს, თითქოს უნდა მეკარე მოკლას და ბადე გახიოს“, – აღფრთოვანებას ვერ მალავდა „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი ლუის სუარესი.ფლორენციამ მიიღო, რაც უნდოდა, არგენტინელმა გუნდი შემტევ მანქანად გარდაქმნა. წარუმატებელი სტარტის შემდეგ მან აიწყვიტა და 11 მატჩში 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მეორე სეზონში იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა ხუთეულში მოხვდა. შეტევის გარდა სხვა რგოლებიც სათანადოდ რომ გარჯილიყვნენ, ევროტურნირებზე გავიდოდნენ, მაგრამ 92/93 წლების სეზონში სერია В-ში დაქვეითდნენ.ჩიკი გორი მიხვდა, რომ ერთი თავდამსხმელი საქმეს ვერ აუდიოდა, თუნდაც ბატისტუტა, რომელმაც ევროპის ტოპ-კლუბებს უარი უთხრა, გუნდს ქვედა ლიგაში გადაჰყვა და ერთი წლის შემდეგ უკან დააბრუნა. რუი კოშტა და ბატისტუტა ფლორენციელთათვის წმინდანებივით იყვნენ. ქალაქი მათზე ლოცულობდა და 21-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტულიც მოიგეს მაშინ ფლორენციელები ამბობდნენ, რომ თუ ბატისტუტა კარიერას დაასრულებდა, ქალაქის მერად აირჩევდნენ. კანდიდატი უკვე ჰყავდათ.რუი კოშტა კლასიკური პლეიმეიკერის პოზიციაზე ბრწყინავდა, თავაწეული და ჩაჩაჩული გამაშებით პიჟონივით გამოიყურებოდა, მაგრამ ასეთი არასოდეს ყოფილა. არ აღელვებდა გარე ეფექტი და მთელი თავისი ფიზიკური ძალა, ტექნიკა და მძლავრი დარტყმა გუნდსა და მის ინტელექტს დაუქვემდებარა.როდესაც ტრაპატონიმ თამაშის უფრო ხშირად საკუთარ თავზე აღება და ინდივიდუალურად გაბრწყინება სთხოვა, უპასუხა, რომ ეს არ სურდა. ამის გამო „მორცხვი პრინცი“ ვერასოდეს ვერ მოხვდა „ოქროს ბურთის“ 20 კანდიდატს შორის, თუმცა არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ აღიარებას იმსახურებდა. მოედნის სიღრმიდან იწყებდა შეტევებს, პლატინის ბაძავდა, მოედნის სკანირებას ახდენდა და არაჩვეულებრივად თამაშობდა თავისი ფლეგმატური სახით. თამაში მისი კარნახით მიმდინარეობდა.„რუი კოშტა თანმედროვე ფეხბურთელია, მხოლოდ მას და ზიდანს შეუძლიათ გუნდის თამაშის მთლიანად შეცვლა. სინამდვილეში ამას ზიზუზე უკეთ აკეთებს“, – ამბობდა ზვონიმირ ბობანი.კოშტა დაცვას ზუსტი პასებით არღვევდა, ხოლო ბატისტურა საქმეს ასრულებდა. მათ იტალიურ 90-იანებში ყველაზე ეფექტური ტანდემი შექმნეს. არგენტინელის შედეგიანობა ერთნახევარჯერ გაიზარდა.მათ ფლორენციელთა გულებში ბაჯოს მიერ გამოთავისუფლებული ადგილი დაიკავეს. გაბრიელს მაჯაზე 6-დოლარიანი საათი ეკეთა, უბრალო ავტომობილი ჰყავდა და ალექს ფერგიუსონს „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი შეუთვალა. კიდევ ავტოგრაფებს პირდაპირ წირვისას არიგებდა. ძეგლი ცხოვრებაშივე დაუდგეს. ყოველდღე სახლთან საჩუქრებს ნახულობდა – ღვინოს, ნამცხვარსა და მოტოციკლს.კოშტა ქალაქში ჯიბის გზამკვლევით დადიოდა და პრესას უხსნიდა: „მე კლუბისათვის კი არა, ქალაქისთვის ვთამაშობ. ფლორენცია ჩემი ნაწილი უნდა გახდეს“. ტიფოზები აღფრთოვანებულები იყვნენ, სიამოვნებდათ, რომ უცხოელს მათი ელიტარულობა ესმოდა. პორტუგლიელი თავიანთი გახდა. მანქანას არენასთან კი არა, არამედ ბარის მახლობლად აყენებდა, რათა მატჩის შემდეგ  ფანებს შეხვედროდა.1994/95-ის სეზონში „ფიორენტინა“ მეათე ადგილზე გავიდა, შემდეგ წელს – მეოთხეზე. მაშინ თასიც მოიგო. ბატიგოლმა „ინტერი“ და „ატალანტა“ დაამწუხრა და 8 მატჩში გატანილი 8 გოლით ბომბარდირი გახდა – უახლოეს ორ მდევარზე ერთად აღებული მეტი. ფლორენციამ ტრიუმფალური აღლუმი მოუწყო და მთელი ღამე ზეიმობდა. ეს უკნასკნელი 21 წლის განმავლობაში მოპოვებული პირველი ტიტული იყო.თასი დიდი და კაშკაშა ისტორიის დასაწყისად მოჩანდა. საბოლოოდ ეს არ გამოვიდა, მაგრამ დამნაშავენი ბატისტუტა და კოშტა არ იყვნენ. მათი დამსახურება გახლდათ, რომ მილანის, ტურინისა და რომის ტრიუმვირატს გამოწვევა გაუგზავნეს და თითქმის ჩამოაგდეს ტახტიდან. „ფიორენტინა“1998/99-ის ზამთრის ჩემპიონი გახდა. ბატისტუტა-ედმუნდო-კოშტას ტრიო არავის ინდობდა თასზე გამარჯვებამ კლუბის ხელმძღვნელობა გადამწყვეტი ინვესტიციების აუცილებლობაში დაარწმუნა. 97-ში ჩეკი გორიმ რანიერი გადააყენა, რადგან კლაუდიომ გუნდი ქვედა ლიგიდან ტროფეიმდე მიიყვანა, მაგრამ ბოლო სეზონი ჩააგდო. 98 წლის დასაწყისში „ფიორემ“ ედმუნდო იყიდა, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ გუნდს სათავეში სახელოვანი ტრაპატონი ჩაუდგა. გუნდში ტომაშ რჟეპკა მივიდა და 3-4-3 ტაქტიკურ სქემაზე გადავიდნენ. იმისათვის, რათა ჩეხისათვის ადგილი გამოეთავისუფლებინათ, კანჩელსკისი თავიდან მოიშორეს. თუცა, მას იტალიაში კარიერა ისედაც არ აეწყო.საერთო ფონზე ედმუნდო ძალიან გამოირჩეოდა. ბატისტუტას ფეხი სტკიოდა, თუმცა ყოველი ვარჯიშის შემდეგ მოედანზე რჩებოდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა. კოშტა თვლიდა, რომ სამაგალითო უნდა ყოფილიყო და მალავდა, რომ სიგარეტს ეწეოდა. ეს მხოლოდ მისი კარიერის დასრულების შემდეგ გაიგეს. ბრაზილიელი კი თანაგუნდელებთან ისევე ხშირად ჩხუბობდა, როგორც მოწინააღმდეგეებთან, შვილის დაბადების დღეზე შიმპანზესთან სვამდა და „ვასკო და გამაში“ ბოლო სეზონში 7 წითელი ბარათი მიიღო. იქიდან იტალიაში სასამართლოს გაექცა: კარნავალის მერე ნასვამ მდგომარეობაში საჭეს მიუჯდა, ავარია მოახდინა და სამი ადამიანი იმსხვერპლა.ბევრი თვლიდა, რომ ტალანტის მხრივ ის რონალდოს ძალიან არ ჩამოუვარდებოდა და მის საქციელზე თვალებს ხუჭავდნენ. ედმუნდოს ფინტები მის ცხოვრებასავით გიჟური იყო. ფინტებს ცალკე ტექსტებად სწავლობდნენ. გადარეულ ბრაზილიელს სამი მეურვის მოტყუება შეეძლო, აგრეთვე მეტოქისთვის იდაყვი ჩარტყმა (რისთვისაც გააძევეს), მწვრთნელთან შეხლა-შემოხლის მოწყობა და ერთი მოძრაობით „მანჩესტერის“ განადგურება. კარში ტოლდო, დიდებული ტრიო და მწვრთნელი ტრაპატონი – სკუდეტო უკვე ოცნებად არ მოჩანდა. „ფიორენტინა“ ოქროს მედლისაკენ გზას შეუყვა.1998/99-ის სეზონი „გადატრიალებისათვის“ იდეალურად მიმდინარეობდა. ნოემბერში ტრავმა მიიღო და კარგა ხნით გადაინაცვლა ლაზარეთში დელ პიერომ. „იუვენტუსს“ გაუჭირდა. „ინტერმა“ იმდენი თავდამსხმელი შეიძინა, რომ სამწვრთნელო შტაბი დააბნია. „მილანმა“ სეზონი დაუბალანსებელი შემადგენლობითა და მწვრთნელ ძაკერონით დაიწყო.„ფიორენტინამ“ სტარტზე ოთხი მატჩი საერთო ანგარიშით 8:2 მოიგო. მესამე ტურში „სან სიროზე“ „მილანს“ გაუსწორდა – ბატისტუტამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, კოშტამ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მე-10 ტურში იმავე ანგარიშით, ოღონდ საკუთარ მოედანზე 3:1 „ინტერს“ მოუგეს, მე-13 ტურში კი ბეჭებზე „იუვე“ დადეს.„ზიდანმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ მე „ოქროს ბურთს“ ბატუსტუტას გადავცემდი. ის მთელი ცხოვრება დაუსრულებლივ იტანს გოლებს“, – თქვა „ინტერის“ ფორვარდმა ნიკოლა ვენტურამ.ისევე როგორც ტრაპატონის ყველა გუნდი, „ფიორენტინაც“ პრაგმატულად, მეორე ნომრით თამაშობდა. კარში დამაჯერებლად იდგა ტოლდო. კომბინაცია მისგან იწყებოდა, კოშტა ბატისტუტას პასს უკეთებდა, ის კი ისეთი ძალით ურტყამდა ბურთს, რომ გოლკიპერი უშანსოდ რჩებოდა. როდესაც რამე არ გამოსდიოდათ, ედმუნდოს ნახულობდნენ, ის რამდენიმე მეტოქეს აბითურებდა და რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. თუ მოწინააღმდეგის რომელიმე ფეხბურთელი პრობლემებს შეუქმნიდა, ტომაშ რჟეპკა ამტვრევდა.გეგმა მუშაობდა. „ფიორენტინამ“ კონკურენტებს სძლია და ზამთრის ჩემპიონი გახდა. პირველ წრეში კოშტამ 6 საგოლე პასი მიითვალა, ბატისტუტამ 17 მატჩში 17 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა. გოლებით მან ბასტენს გაასწრო და ლეგიონერებს შორის საუკეთესო გახდა.„მე არ ვფიქრობ გოლებსა და დამყარებულ რეკორდებზე, ეს დროის უაზროდ ფლანგვაა, მთავარი შემდეგი გოლი და შემდეგი რეკორდია. დუბლის შემდეგ ჰეთ-თრიკისკენ მივილტვი. ჩემთვის მხოლოდ სრულყოფილებაა საინტერესო“, – განაცხადა ბატისტუტამ World Soccer-თან ინტერვიუში.თუმცა, პირველმა წრემ გუნდის ნაკლოვანებებიც წარმოაჩინა – დაუბალანსებელი შემადგენლობა და სუსტი დაცვა და მეორე წრეში ლიდერის ჩავარდნა არავის გაკვირვებია. „ფიორენტინა“ ჩემპიონი ვერ გახდა – ხელი ბატისტუტას ტრავმამ და ედმუნდოს ეგოიზმმა შეუშალა 2 თებერვალს ბატისტუტამ ტრავმა მიიღო, მოედნიდან საკაცით გაყვანილი უკან დაბრუნდა, ისევ დაშავდა და საავადმყოფოში ამოყო თვი.მატჩის შემდეგ ედმუნდოს ტრაპატონიმ უთხრა, რომ ახლა გუნდს შეტევაში უნდა გაძღოლოდა. ბრაზილიელს კი უკეთესი იდეა ჰქონდა – რიოში კარნავალზე დაუკითხავად წავიდა და აეროპორტში რეპორტიორს უთხრა, რომ მალე არ დაბრუნდებოდა.დილით „რეპუბლიკა“ გამოვიდა სათაურით: „ბატისტუტა საავადმყოფოში, ედმუნდო კარნავალზე“. ფლორენციულმა პრესამ კი სხვა ვერსია წარმოადგინა, რომ ედმუნდო სამშობლოში სასამართლო განხილვაზე გაემგზავრა. მართლაც ასე მოხდა. ბრაზილიურმა სასამართლომ ავარიის გამო ედმუნდოს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ორიოდ დღეში გალეშილი ედმუნდო კარნავალზე მოცეკვავე ნახეს. მას არც ციხე ანაღვლებდა და არც სკუდეტო.„ფლორენციაში ვილაც კი ვერ ვნახე, რომელიც მომეწონებოდა, ზღვა და პლიაჟი მჭირდებოდა. უბედური და ავადმყოფი ვიყავი. მოედანზე კიდევ უარესი – სქემები, ავტომატიზმი, შეცვლები, ინსტიქტზე თამაში, თუმცა იტალიაში ასე ასპარეზობა შეუძლებელია. ვალდებული ხარ მწვრთნელს მოუსმინო და დაუჯერო. სწორედ ამიტომ, ტიფოზებმა ნამდვილი ედმონდო ვერ ნახე. არცერთი ბრაზილიელი მწვრთნელი არ შემცვლის, რაც უნდა დავიღალე, “ფიორენტინაში” კი არასწორი პასის შემდეგ ვფიქრობდი: “ჯანდაბა, მეორე ტაიმის მე-15 წუთზე შეცვდი, ახლა ტრაპატონი უეჭველად შემცვლის”. გამუდმებით ვნერვიულობდი.  სამაგიეროდ ბატისტუტას ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. ის ურყამდა საჯარიმოებსა და პენალტებს და კაპიტნის სამკლავური ეკეთა“, – ასე იმართლა შემდეგ ედმუნდომ თავი.ასე გარდაისახა ოლივეირა-ედმუნდო-ბატუსტუტას ტრიო ოლივეირა-ესპოზიტო-რაბიატიდ. ოლივეირას გულშემატკივრებმა მოედანზე თვითნაკეთი ბომბა ესროლეს და დაროებით დაყრუვდა. თებერვალში „ფიორემ“ ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო, „მილანი“ და „პარმა“დაეწიენ, „ლაციომ“ კი გაასწრო.ბატისტუტამ იჩქარა, მარტში დაბრუნდა და შემდეგი რამდენიმე თვე ფაქტიურად ცალი ფეხით თამაშობდა. ედმუნდოც დაბრუნდა, თუმცა კოშტა ვერ იტანდა და ბურთს იშვიათად აძლევდა. გუნდმა დარჩენილი 15 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი „მილანი“ გახდა.***ჩემპიონის ტიტულის ხელიდან გაშვება ჩეკი გორის ეპოქის უმაღლესი წერტილი გახდა. კარნავალმა „ფიორენტინა“ დაშალა.99 წლის ზაფხულში კლუბმა ედმუნდო გაყიდა. კონტრაქტის მიხედვით მას კარნავალზე წასვლის უფლება ჰქონდა და ვერ დასაჯეს. არც დაიტოვეს. ბატისტუტამ ის გალანძღა და ხელმძღვნელობას მისი გაყიდვა მოსთხოვა. ასეც მოიქცნენ, რადგან მეფის წინააღმდეგ არასოდეს მიდიოდნენ.ერთი წლის შემდეგ გაბრიელი თვითონაც წავიდა და მაშინვე „რომასთან“ ერთად ჩემპიონი გახდა. „წარმოიდგინეთ სიტუაცია: მუხლი ვიტკინე, ჩემი პარტნიორი კი კარნავალზე გაფრინდა. ეს უმნიშვნელოვანეს მომენტში ხდება. თან, ბოსებმა ამის უფლება მისცეს. ეს ღალატად ჩავთვალე. დავრჩი ფლორენციაში და მისთვის ვიბრძოდი, მაგრამ კარნავალის ისტორიამ ყველაფერი დაასრულა. ამიტომ წავედი „რომაში“, – აღიარა 20 წლის შემდეგ ბატისტუტამ ფილმში El Numero Nueve.კიდევ ერთი წლის მერე რუი კოშტაც წავიდა. უფულოდ დარჩენილმა „ფიორენტინამ“ “მილანს“ მიჰყიდა. პრინცის გამოსამშვიდობებელ საღამოზე 10 ათასი ფლორენციელი მივიდა. „თქვენს სიყვარულს არც ერთ ტროფეიზე არ გავცვლიდი“, – უთხრა მათ რუი კოშტამ.ასე დასრულდა ბატისტუტასა და კოშტას „ფიორენტინა“. ის იმ პროვინციალთაგანი იყო, რომელმაც 90-იანი წლები განსაკუთრებული გახადა და ისტორიაში შესასვლელად ბედნიერ დასასრულს არ საჭიროებდა.წყარო: Tribuna
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო