ლევანდოვსკიმ რაულს გაასწრო
შეაგდო რა ჩემპიონთა ლიგის „ლაციოსთან“ მატჩში ერთი გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, ეს მისი 72-ე გოლი გამოდგა ამ ტურნირში და ერთი გატანილი ბურთით გაასწრო მადრიდის „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელს რაულს და ახლა მესამეა კრიშტიანო რონალდოსა (134 გოლი) და ლიონელ მესის (119) შემდეგ.