11 X 11
სპორტული პორტალი

ბეიკერების მეკარეების ოჯახმა მამა დაკარგა – ალისონი სწორედ მისი წყალობით გახდა მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო

0
როგორც ჩანს, “ლივერპულსა” და მის ფეხბურთელებს პრობლემები არ ტოვებენ – ოთხშაბათს, 2 დღის წინ, ალისონის მამა, ჟოზე ბეიკერი გარდაიცვალა. ის მხოლოდ 57 წლის იყო.უფროსი ბეიკერი მდინარეში დაიხრჩო, არ ისე შორს Rincão do Inferno-დან, რომელიც მდინარე კამაკუას ერთერთი ულამაზესი ადგილია დაბრაზილიის ყველაზე სამხრეთ შტატ რიო გრანდი დუ სულ-ში მდებარეობს, ურუგვაის საზღვრიდან რამდენიმე საათის სავალზე. საერთოდ, ბრაზილიის სამხრეთი, როგორც ურუგვაი, აგროტურიზმისთვის ბრწყინვალე ადგილია.Liverpool goalkeeper Alisson sends message of thanks for support after father, Jose Becker, is found dead in Brazil after tragic drowning accidentჟოზე მდინარის მთიან მონაკვეთზე ცურავდა, სახლიდან არც ისე შორს, ბეიკერებს იქ მიწის ნაკვეთი და სამოსახლო აქვთ. ერთ მომენტში კი ცოლის თვალთახედვის არიდან გაქრა. სხეული მალე ვერ იპოვეს: ჯერ ძებნა დაიწყეს, შემდეგ მეზობელი ქალაქი კასაპავა დუ სულ-იდან მაშველთა ბრიგადა გამოიძახეს. გარდაცვლილი მხოლოდ ღამით იპოვეს, დაკარგვიდან 6-7 საათის შემდეგ.თანაგრძნობა ბრაზილიის რამდენიმე კლუბმა უკვე გამოხატა, მათ შორის ბეიკერების ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესმა – “ინტერნასიონალმა”.“დიდი მწუხარებით მივიღეთ ჟოზე აგოსტინო ბეიკერის გარდაცვალების ამბავი, ჩვენი ყოფილი მეკარეები ალისონისა და მურიელის მამისა, კლუბი ოჯახს ამ რთულ პერიოდში გამძლეობას უსურვებს,”- წერია განცხადებაში.დიახ, ალისონს ძმაც ჰყავს, რომელიც ასევე თამაშობს ფეხბურთს და ისიც მეკარეა. უფროსი ძმა მურიელი 34 წლისაა და ბოლო ორი წელია “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავს. ამ წელს ძმასა და მამასთან ერთად ვარჯიშობდა კიდეც.სწორედ ჟოზე ბეიკერმა მოახდინა მთავარი გავლენა შვილების მომავალზე.“მეკარეების ოჯახიდან მოვდივარ. მამაჩემი მუშების გუნდში თამაშობდა, დედა ხელბურთელი იყო, ბაბუა ბურთს მოყვარულთა დონეზე აგორებდა და მას შემდეგ რაც ჩემი ძმა კარში ჩადგა, ეს მეც მომეწონა.”- გაიხსენა ალისონმა.ჟოზე ბეიკერის შესახებ საუკეთესოდ ალისონის ისტორია საუბრობს.“1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა. მე 5 წლის ვიყავი, მურიელი 10-ის. ბრაზილია – ჰოლანდიის ნახევარფინალს დეიდაჩემის სახლში ვუყურებდით, ფაქტობრივად, წვეულება იყო, ბევრი საჭმელი, დიდი ტორტი და ასეთები.შეხვედრა 11-მეტრიანებამდე მივიდა. მამა და ბიძია ჭკუიდან გადავიდნენ. ემოციებს ვერ იმორჩილებდნენ, დაჯდომაც კი არ შეეძლოთ. როცა ტაფარელმა ბოლო პენალტი მოიგერია, მამა მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გავარდა და იცით რა ქნა? თავი პირდაპირ ტორტში ჩარგო, მერე ისევ მისაღებში გამოიქცა, სახეზე ტორტით ყვიროდა: “ჩვენ ფინალში ვარ, ფინალში ვარ!”ბავშვობაში ამაზე სასაცილო არაფერი მინახავს. მამაჩემი გადარეული იყო, კარგი გაგებით.”14 წლის იყო ალისონი, როცა მშობლებს მისი ფეხბურთიდან გამოყვანა მოუხდათ – მურიელი “ინტერნასიონალის” აკადემიაში კარგად თამაშობდა, უმცროსი ძმის ვარჯიშებზე წასაყვანად კი ფული აღარ ჰყოფნიდათ. თუმცა, დედ-მამა დანიელ პავანმა გადაარწმუნა, კლუბის აკადემიის მეკრეების მწვრთნელმა, რომელიც თავად ტაფარელთანაც მუშაობდა. ჟოზემ კი სამუშაო საათები გაზარდა – ეს ადვილი სათქმელია, ისედაც დღეში 10 საათს მუშაობდა, თუმცა ეს მაჩვენებელი 14-მდე აიყვანა. სწორედ ამის დამსახურებით გახდა ალისონი მეკარე, თან რა დონის!წყარო: 90min.com
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო