ყიფიანის საგოლე გადაცემა და გოლი – “როტორმა” გაიმარჯვა
53-ე წუთზე მცველმა ზურაბ გიგაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ნიკოლაი ყიფიანმა გამოიჩინა თავი – 58-ე წუთზე მისი პასით ანდრეს პონსემ ვოლგოგრადელები დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე თავადაც გაიტანა.
“როტორში” შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ყიფიანი მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე, საბა კვირკველია და გიორგი არაბიძე კი სათადარიგოები იყვნენ.
“ტამბოვში” შეუცვლელად ითამაშა გიგაშვილმა, ხოლო ვლადიმერ კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
“როტორი” 17 ქულით მე-13 ადგილზეა და 6 მარტს “ხიმკის” უმასპინძლებს.