11 X 11
სპორტული პორტალი

მერაბ ჟორდანია ავსტრიის 25-გზის ჩემპიონს ყიდულობს

0
kurier.at-ი იტყობინება, რომ სულ მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ავსტრიის 25-გზის ჩემპიონ ვენის “აუსტრიას” იყიდის.აღნიშნული გამოცემა და სხვა საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება და ჟორდანია კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი გახდება.ინფორმაციას ვენური კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი მარკუს კრეტჩმერი ადასტურებს და ამბობს, რომ ახლა იურისტები კონტრაქტს ამზადებენ და ყველაფერი თებერვლის ბოლოს გაფორმდება.ცნობისათვის, “აუსტრიას” მეორე გუნდში უკვე ჩაირიცხა მერაბ ჟორდანიას 24 წლის შვილი, ნახევარმცველი ლევან ჟორდანია, რომელიც ბოლოს თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო