11 X 11
სპორტული პორტალი

ტრავმა ისეთ სულელურ მდგომარეობაში მივიღე… – ინტერვიუ გურამ ქუთათელაძესთან

0

შვედურმა საიტმა MMAnytt-მა ქართველ მებრძოლ გურამ ქუთათელაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თარგმანსაც “11X11 პლუსი” გთავაზობთ.

ამა წლის დასაწყისში გურამს სამხრეთ აფრიკელ ტალანტ დონ მეჯთან ჰქონდა ბრძოლა ჩანიშნული. თუმცა, მას შემდეგ რაც შეხვედრა გაოფიციალურდა, რამდენიმე კვირა იყო გასული, როცა ქუთათელაძემ ტრავმა მიიღო და შესაბამისად, ოქტაგონზეც ჯერ ვერ გავა.

“-ძალიან სულელურად მივიღე ტრავმა. სამშობლოში, საქართველოში ვიყავი, სადაც ახალი წელი ჩემს ოჯახთან ერთად გავატარე. მოკლედ, ინტერვიუ მქონდა, იმ ოთახში კი ძალიან ციოდა, მე კი 1 საათი ვიჯექი და ვიყინებოდი.

შემდეგ, ოპერატორმა მთხოვა ყუთისთვის ფეხი დამერტყა, რათა კადრი გადაეღო. რა თქმა უნდა დავთანხდი და მოძრაობის გაკეთებამდე გახურება დავიწყე, ასე 30 წამით. შემდეგ კი ტომარას დავარტყი, ფეხი, ტერფი, წვივები, ყველაფერი კარგად იყო.

სახლში რომ მივედი, მთელი კოჭი და ფეხი გასიებული მქონდა. კოჭს ვერც ვამოძრავებდი, ვერც ფეხს ვდგამდი, 3 დღე ასე ვიყავი.”

ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ქუთათელაძემ მკურნალობა საქართველოში დაიწყო და შვედეთში განაგრძო. საბოლოოდ, ოპერაციის გაკეთება მოუხდა და სავარჯიშო პროცესს 6 კვირით ჩამოშორდა.

მალმეში დაბრუნებულ გურამს ფიზიოთერაპევტთან მოუწია ვიზიტი, რომელმაც მოულოდნელი, მაგრამ სასიხარულო რამ უთხრა.

“მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია 1 კვირის წინ გავიკეთე, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ქირურგიული ჩარევა 1 თვის წინ იყო.”

“იმედი მაქვს, რომ 4 თვეში დავბრუნდები. ვგულისხმობ, ბრძოლის ჩასატარებლად მზად 4 თვის შემდეგ ვიქნები. 2 თვე რეაბილიტაციას დაჭირდება, 2 თვე მომზადებას, შემდეგ კი ყველაფერი რიგზე იქნება.”

ქუთათელაძეს მეჯი პოტენციურ მოწინაამდეგედ მოსწონს. სამხრეთ აფრიკელმა UFC-ში ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა, ერთი ისეთი იყო, რომ მის სანაცვლოდ ბონუსიც დაიმსახურა.

გურამი უარს არავისთან ბრძოლაზე ამბობს. კარიერის განმავლობაში ის ყველა პოტენციურ გამოწვევაზე იყო თანახმა და ახლა სწრაფად დაბრუნებაზეა ორიენტირებული. ხოლო ვის შეებრძოლება ოქტაგონზე, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

“დიდად ნამდვილად არ ვდარდობ ჩაშლილ შეხვედრაზე, მაგრამ მართლაც კარგი ბრძოლა იქნებოდა. იმედი მაქვს, მის წინააღმდეგ მაინც ვიბრძოლებ, თუ კი ჩემთან დაპირისპირების სურვილი 4 თვის შემდეგ ექნება. მთავარი კი ის არის, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო