11 X 11
სპორტული პორტალი

მესი მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნებს ელოდება

0
“მარკა” წერს, რომ ლიონელ მესი “ბარსელონაში” მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება თუ 7 მარტს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც მას მოსწონს. მართალია, მადრიდის “რეალის” პროტეჟე ეს გამოცემა “კოლმეურნერობის თავმჯდომარის” გვარს არ ასახელებს, მაგრამ არსებული სამი კანდიდატიდან, გამარჯვების რეალური შანსის მქონი ჟოან ლაპორტაა ერთადერთი, რომელიც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მესი მათთან დარჩეს. რაც შეეხება ვიქტორ ფონტსა და ტონი ფრეიშას, ისინი, წავიდეს მაგისო, არ ამბობენ, მაგრამ ისე ეტყობათ, თუ ლეო წავა, ურჩევნიათ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო