11 X 11
სპორტული პორტალი

“მდიდარია ის, ვისაც ცოტა სჭირდება” – ქუჩაში ფეხშიშველა გაზრდილი ფორვარდის ისტორია [VIDEO]

0
სექტემბერი მთავრდებოდა, მაგრამ იმ საღამოს ვიგოში ისე ძალიან ცხელოდა, რომ “ბარსელონაც” ლამის გაიგუდა… ნოლიტო უხმოდ, თითქოს ფეხის წვერებზე იდგაო, ისე შევიდა საჯარიმოში, მარჯვენა ფლანგიდან მისკენ წამოსულ ბურთს მიეგება, ერთი შეხებით გაისწორა, მეორე შეხებით კი შორეულ ცხრიანში გაამგზავრა…შემდეგ იყო ნაკრები, პედროს ნაცვლად მოედანზე შემოსვლა და პასი, რომლითაც სანტი კასორლამ ისარგებლა და ინგლისელებს მეორე გოლი გაუტანა. გავიდა 2 კვირა და “ვილიარეალს” გამარჯვების გოლი გაუტანა, შემდეგ კი “რეალის” ჯერი დადგა, რომელთანაც “სელტა” პირველ ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, ამას მცველი კაბრალის გაძევება დაემატა, მაგრამ ნოლიტომ ნაჩო დაჯაბნა, ახლო ცხრიანში ლამაზი გოლი შეაგდო და ფრეს იმედი გააჩინა.ესენიც და დანარჩენი გოლებიც ნოლიტომ ბაბუა მანუელს(მასაც მანუელი ჰქვია, მანუელ აგუდო დურანი) მიუძღვნა. მანუელი მეზღვაური იყო, გემის კაპიტანი, დედამისის სიკვდილის შემდეგ რაღაც ფულს ინახავდა ხოლმე და გადადებული თანხიდან 13 000 პესო “ბარსელონას” კოსტუმსა და Nike-ის კედებში დახარჯა, ცხადია ორივე ნივთი შვილიშვილისთვის იყო განკუთვნილი. აქამდე ნოლიტო ქუჩაში ფეხშიშველი თამაშობდა, ბაბუას საჩუქრის შემდეგ კი თამაშს თავს ღამითაც არ ანებებდა. ნოლიტო ბაბუას მამას ეძახდა, მაგრამ აქ საქმე საჩუქარში არაა.ნოლიტო თავის ბიოლოგიურ მამას არ იცნობდა, თვალით არასდროს უნახავს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ დედამისის ცხოვრება არეულად წარიმართა, შვილის დაბადებიდან მალე ციხეში მოხვდა, ბავშვის აღზრდაზე უარი თქვა და ის თავის მშობლებს, დოლორესსა და მანუელს გადასცა. მათ კი ნოლიტოს დედის გარდა კიდევ 10 შვილი და 13 შვილიშვილი ჰყავდათ. ყველა სანლუკარის რაიონში ცხოვრობდა, კადისის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, ნოლიტოსაც არასდროს ახსოვს, რომ სუფრის გარშემო სადილობისას 10-ზე ნაკლები ადამიანი შეკრებილიყოს. ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის მხრივ ოჯახში პრობლემა არ ჰქონდათ, ერთმანეთის გამოცვლილს ატარებდნენ, აი, კვების მხრივ კი დოლორესი ზრუნავდა – ხან ხორციანი წვნიანი, ხან თევზეული, შვილიშვილები მშიერი არ ჰყავდა.აი, ბავშვობაში კი ნოლიტოს საკუთარი ბურთი არასდროს ჰქონია, ქუჩაში სულ სხვისი ბურთით თამაშობდა, სახლში კი ბიძაშვილ ლუისთან ერთად ძველ ნაჭრებს მრგვალად ახვევდა, ორ სკამს დგამდა და მიდიოდა თამაში, ან ქუჩაში ფეხშიშველი დარბოდა და არ ეძინა. სკოლას ნოლიტო პატივს იმიტომ სცემდა, რომ იქ კარგი მოედანი იყო და ბურთსაც შეუზღუდავად ათხოვებდნენ ხოლმდე, ის კი რაიონში უფრო საინტერესო გასართობი არ აკლდა, სწავლით თავი რომ არ მოეკლა.ნოლიტო კი სულ გათავხედდა – სწავლა მიატოვა, ფეხბურთიც დაივიწყა და ნაკლებად მისაბაძ ახალგაზრდებთან დაიწყო წოწიალი. 13 წლის იყო, რომ ბაბუა მანუელმა “კოტლეტების” შემხვევად დააწყებინა მუშაობა. ნოლიტო დილიდან შუა დღის 2 საათამდე იქ მუშაობდა, შემდეგ სწავლობდა და ვარჯიშზე დადიოდა. მანუელი შვილიშვილს ფეხბურთისადმი სერიოზულად მიდგომას აიძულებდა. დიდ ოჯახს ფული სულ უფრო და უფრო ცოტა ჰქონდა, ნოლიტოს საფეხბურთო კარიერას კი მათი ბედის შეცვლა შეეძლო.altნოლიტომ სანლუკარის “ატლეტიკოს” ძირითად შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი, მასთან ერთად, სხვათა შორის, ხურადო თამაშობდა. 15 წლის ასაკში კი “ვალენსიაში” გადავიდა. ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნოლიტომ ეს მონაკვეთი მისი ცხოვრების ყველაზე დრამატულ პერიოდად შეაფასა.“ზოგს ჰგონია, რომ ფეხბურთელობა ადვილი და მომხიბლველია, თუმცა მე ყველა ის ტკივილი მახსოვს, რაც ცხოვრებაში გადამხდა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა სახლის დატოება მომიწია, ოჯახისა და მეგობრების დატოვება. არასდროს დამავიწყდება როგორ წამიყვანა ბაბუამ მატარებელზე, მშობლიური სანლუკარი ვაგონის ფანჯარაში ნელ-ნელა პატარავდებოდა, შემდეგ კი სულ გაქრა. 15 წლის ვიყავი, ვალენსიაში კი სულ მარტო დავრჩი და ამან სწრაფად გაზრდა მაიძულა.”პოლი რინკონმა, რომელიც “ვალენსიას” ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობდა, La Voz de Galicia-სთვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებდა, რომ ნოლიტო მასთან პირდაპირი მნიშვნელობით მშიერი მივიდა, 3 დღის განმავლობაში ნაჭამი არაფერი ჰქონდა. რინკონმა სხვა მწვრთნელებთან ერთად ბიჭუნა დააპურა, თუმცა, ამან მისი მდგომარეობა ვერ შეამსუბუქა, რადგან ყოველდღე სახლზე ფიქრობდა, ბაბუას ურეკავდა და ისმენდა: “უნდა იშრომო. ეს შენი მოავალია. ცოტაც მოითმინე და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.”მონატრებამ თავისი გაიტანა, ნოლიტო სანლუკარში დაბრუნდა და 20-წლამდე მეოთხე ლიგაში ჯახირობდა ადგილობრივ გუნდთან ერთად. 15 წლი წინ ყველასთვის მოულოდნელად სანლუკარის გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა, ნოლიტო კი იმდენად ეფექტური იყო, რომ მესამე ლიგის კლუბი “ესიხიას” ყურადღება მიიპყრო.იქ კი წარმატებულად მოხვდა: “ესიხია” სამეფო თასის 1/32-ფინალში გავიდა, სადაც “რეალს” გადაეყარა. “სან პაბლოს” სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა გაორმაგდა, 6000 ნაცვლად, 12 000 გახდა, ნოლიტო მეორე ტაიმის შუაში შემოვიდა მოედანზე და 10 წუთში დიეგო ლოპესს შეუგდო, ბექჰემის, რონალდოს, ხავი გარსიას, ბორხა ვალეროს “რეალს”, რომელსაც კაპელო წვრთნიდა უსახელო გუნდი ფრედ, 1:1 ეთამაშა. საპასუხო შეხვედრაში კი მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა – 1:5, ვან ნისტელროის დუბლი, მაგრამ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ესიხიას” 7000 გულშემატკივარი იყო და იმ სეზონში პირველი ანშლაგიც მოაწყვეს, ნოლიტო კი მთელ ქვეყანაში გახდა ცნობილი და წელიწადნახევარში ლუის ენრიკემ “ბარსელონას” მეორე გუნდში მიიწვია.ლუის ენრიკემ ნოლიტოს ფეხბურთი სხვანაირად დაანახა, მოურიდებლად აკრიტიკებდა ხოლმე, კვების მოწესრიგებისკენ მოუწოდა, ნოლიტომაც რამდენიმე გოლი გაიტანა და 3 თვის შემდეგ გვარდიოლამ “ბარსელონას” მთავარი გუნდის სათადარიგოთა შორის დაასახელა.altEl Confidencial-თან ინტევიუში ნოლიტოს ბიძაშვილმა ლუისმა გაიხსენა, რომ დოლორესისა და მანუელის სახლი სანლუკარში სავსე იყო, ხოლო, როცა კამერამ “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამი აჩვენა, ბიძაშვილმა ბაბუას შესძახა: “ნახე ბაბუ, ნოლიტო ეტო’ოსა და პუიოლის გვერდით ზის!” სანამ ოთახი ჟრიამულით ზანზარებდა, მანუელი ნელა მივიდა პატარა ტელევიზორთან და ხმადაბლა თქვა: “ეს ეტო’ო და პუიოლი სხედან მის გვერდით!”altნოლიტო “ბარსელონას” მეორე გუნდში სამი წელი ბუქსაობდა, შემდეგ ლისაბონში წავიდა და ეუსებიოს შემდეგ “ბენფიკას” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გუნდის მაისურით ჩატარებულ პირველ 5-ვე მატჩში გაიტანა გოლი, მერე იყო “გრანადა”, პირველივე თამაშში კუთხური მოაწოდა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ავტოგოლითა და 40 წლის შემდეგ “რეალის” წინააღმდეგ “გრანადას” პირველი გამარჯვებით დასრულდა.შემდეგ ლუის ენრიკეს “სელტაში” შეხვდა და მისი საუკეთესო სნაიპერი გახდა, ნაკრებშიც ითამაშა, თან სელტაში, “ბალაიდოსზე”, მეუღლე ლაურასა და ქალიშვილი ლოლას თვალწინ, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მოსვენებას ის არ აძლევდა, რომ ბაბუა მანუელი, რომელსაც ნოლიტო მთელი ცხოვრება მამად თვლიდა, გულის შეტევით 2008 წელს გარდაიცვალა და პრიმერაზე “ბარსას” ძირითადი გუნდის რიგებში შვილიშვილის დებიუტი ვერ ნახა, ვერც “სეუტას” კარში “კოპაზე” გატანილი ულამაზესი გოლი იხილა, გოლი, რომელსაც მესი ტაშს ფეხზე ამდგარი უკრავდა. “ბავშვობაში ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, როგორც ჩვენს რაიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, მაგრამ ბაბუას წყალობით, მაინც ბედნიერი ვიყავი. მდიდარი ის არაა, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც ცოტა სჭირდება,”- თქვა ნოლიტომ ABC-სთან ინტერვიუში.ამას რაც მოჰყვა ყველამ იცის: “მანჩესტერ სიტი”, “სევილია” და ისევ “სელტა”. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონი 34 წლის ნოლიტომ ორ ყოფილ გუნდს (“სევილიასა” და “გრანადას” უკვე გაუტანა, “ბარსელონასთან” მატჩი კი ჯერ წინაა…წყარო: Marca 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო