11 X 11
სპორტული პორტალი

აქ “ჩაქუჩა” უნდა ყოფილიყო – საუნდერსი კანელოს მაისში შეხვდება

0

28 თებერვლის გამთენიისას მექსიკელმა საულ “კანელო” ალვარესმა თურქი ავნი ილდირიმი უპრებლემოდ, მე-3 რაუნდში დაამარცხა და საშუალო წონაში WBA და WBC ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

კანელოს მომავალი მეტოქე ბრიტანელმა მოკრივე ჯო ბილი საუნდერსი იქნება, რომელიც WBO ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ფლობს საშუალო წონაში.

კანელო ალვარესი მსუბუქ წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი იყო, თუმცა მექსიკელმა მსუბუქიდან პირველ მძიმე წონაში გადასვლა გადაწყვიტა და რუსი კოვალიოვის დამარცხებით WBO ვერსიით მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ისე გამოვიდა, რომ საულ ალვარესმა 1 წონითი კატეგორია გამოტოვა – საშუალო წონა.

ამის გამოყენება სათავისოდ ჯო ბილი საუნდერსმა სცადა და კანელოს ბრძოლა შესთავაზა. მაშინ ეს ბრძოლა არ შედგა და კანელომ საშუალო წონაში ქელამ სმითი დაამაცხა და 2 დივიზიონის ქამარიც ასე მოიპოვა.

ახლა კი კანელოსა და საუნდერსის ბრძოლა შეთანხმებულია და ის ამა წლის 8 მაისს გაიმართება.

დასანანი ჩვენთვის ის გახლავთ, რომ საუნდერსის ნაცვლად, შესაძლო იყო, აქ ავთანდილ ხურციძე ყოფილიყო. “ჩაქუჩას” უკვე შეთანხმებული ჰქონდა საუნდერსთან ბრძოლა და 20 დღე აკლდა მის გამართვამდე, როცა ქართველი მოკრივე დაიჭირეს.

მართალია, საუნდერსს კარიერაში ბრძოლა არ წაუგია, თუმცა ხურციძის დაჭერის შემდეგ 6-ჯერ გავიდა რინგზე (4-ჯერ მშობლიურ ბრიტანეთში) და 4-ჯერ 12 რაუნდი დასჭირდა გასამარჯვებლად, 1-ხელ 11 და მხოლოდ 1 ბრძოლაში გაიმარჯვა შედარებით ადვილად. ხურციძის სტილის მოკრივეს კი არ შეხვედრია. ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ავთანდილი საუნდერსს დაამარცხებდა, თუმცა…

თუმცა ახლა საუნდერსი კანელო ალვარესთან საბრძოლველად ემზადება და დიდი იმედი აქვს, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოკრივეს დაამარცხებს. კანელო კი კარიერაში მხოლოდ 1-ხელ დამარცხდა, ისიც 22 წლის ასაკში და ისიც, თავად ფლოიდ მეივეზერთან, რომელიც მას შემდეგ მუდმივად არიდებდა თავს მექსიკელთან ჩხუბს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო