11 X 11
სპორტული პორტალი

კვარაცხელიას უმაგრესი საგოლე გადაცემა “სპარტაკთან” მატჩში [VIDEO]

0
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის განახლებული სეზონის პირველივე მატჩში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა და სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს მოსკოვის “სპარტაკის” კარში გაატანინა.გარდა საგოლე გადაცემისა, ხვიჩამ პირველ ტაიმში სპარტაკელ ზობნინს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რომელიც ტაიმის მიწურულს მოედნიდან გააძევეს კიდეც. შემდეგ კი ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ისევ მაგარი პასი გაუკეთა, მაგრამ ამჯერად სერბმა ვერ ივარგა.მატჩის 90-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი “სპარტაკის” საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ჩეხი კრალი ჩამოიშორა და დაარტყა: მოსკოველთა მეკარე მაქსიმენკომ მოიგერია, დესპოტოვიჩმა კი დამატებაზე დუბლი შეასრულა და “რუბინმა” 2:0 მოიგო და 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.სრული მატჩი:
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო