11 X 11
სპორტული პორტალი

UFC-ის მებრძოლი ირმებს შიშველი ხელებით ახრჩობს, სივკდილისთვის მზადაა და კვერცხებში ბურღიც “გაირჭო” [VIDEO]

0

26 წლის მსუბუქწონოსანი ბრაის მიტჩელი ყველა სტერეოტიპს ანგრევს – კარიერაში, ნოკაუტით ერთი გამარჯვების და UFC-ში მხოლოდ 5 შეხვედრის მიუხედავად, მას გულშემატკივრების არმია ჰყავს, UFC-ის ერთერთ ღონისძიებაზე ბონუსიც მიიღო და დეანა უაითიც ყურადღებაც მიიპყრო.

მეტ სტეილთან გამარჯვება მან ტვისტერის ილეთით მოახერხა, რომელიც იმდენად იშვიათია, რომ UFC-ის ისტორიაში ის მხოლოდ მეორე მებრძოლია, რომელმაც მეტოქეს ორთაბრძოლა ამ გზით დაუმთავრა (პირველი კორეელი ზომბი იყო).

1:18-წუთამდე

მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ბლოკში არასდროს უბრძოლია 2019 წელს საუკეთესო “საბმიშენისთვის” UFC-სა და სპორტული მედიისგან პრემია მიიღო.

ოქტომბერში მიტჩელმა ანდრე ფილი დაამარცხა, რომელსაც მაქს ჰოლოვეიმ ყველაზე რთული მეტოქე უწოდა.

 

მიტჩელი ფერმაში ცხოვრობს და დიდი დეპრესიის გამეორების ეშინია. ამიტომ ნადირობს და საკვებს თავად მოიპოვებს ხოლმე

მიტჩელი სერონეს მსგავსად კოვბოის ქუდს არ ატარებს და როი ნელსონის მსგავსად არც გრძელი წვერი აქვს, მაგრამ არკანზასის ფერმაში ცხოვრობს, ყოველთვის დასვრილი ფეხსაცმელები აქვს და სანადიროდ თუ სათევზაოდაც ხშირად შეხვდები. ამას გასართობად არ აკეთებს, რასაც მოინადირებს, მას საკვები ღირებულებისთვის იყენებს.

თავად ხუმრობს, რომ “დიდი დეპრესიის” (აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი) შიში აქვს, შეიძლება სარჩოს მოძიება ყველას თავად დასჭირდეს, მას კი შიმშილით სიკვდილი არ ელოდება. ერთერთ ინტერვიუში მოჰყვა, ირემი შიშველი ხელებით როგორ დაახრჩო, თუმცა მაინც წუხს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ შესაძლოა იარაღის ტარება გაამკაცროს და ნადირობა ვეღარ შეძლოს.

შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ბრაისი გვიან ჩაერთო – საშუალო სკოლაში, ის თავისუფალი ჭიდაობის სექციაში ჩაეწერა, სადაც წარმატებას მალევე მიაღწია და შტატში მეორე ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, ის ასეთ პროფესიაზე არ ფიქრობდა და თავს ქუჩის მებრძოლად განიხილავდა. თინეიჯერობისას, ის ბრაზის შემოტევებს ებრძოდა, მაგალითად: ერთხელ, ფლეისთეიშენის თამაშისას მეგობარზე ისე გაბრაზდა, რომ კარი წიხლით გაანგრია.

მისი მწვრთნელის, ვილი მაკგლოფინის დამსახურებაა, რომ მიტჩელმა აზროვნება შეცვალა – მეტად მშვიდი, მოკრძალებული და დისციპლინირებული გახდა. დედის გაზრდილს, მამა არასდროს უნახავს, მწვრთნელი კი პირველი მამაკაცი იყო, რომელმაც მასზე იზრუნა. ვარჯიშის შემდეგ, მიტჩელი ხშირად მწვრთნელის შვილებთან ერთად კინოში მიდიოდა და თავს დიდი ოჯახის წევრად გრძნობდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მიტჩელი ჰარდინგის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკლუტეტზე აბარებს, პარალელურად კი MMA-ში მიდის. 18 წლის, მონაწილეობას რეგიონალურ ტურნირებში იღებს, სადაც არც ერთ შეხვედრას აგებს: მიყოლებით 8 გამარჯვება(ყველა მსაჯების გადაწყვეტილებით) და V3 Fights-ის ჩემპიონიც გახდა.

მეცხრე გამარჯვების შემდეგ, ძალების დასამტკიცებლად ის რეალით შოუ TUF (The Ultimate Fighter)-ში წავიდა, სადაც ნახევარფინალამდე მივიდა და ბრედ კატონასთან წააგო, რომელიც, საბოლოოდ, სეზონის გამარჯვებული გახდა. აქ ვერ გამარჯვების მიუხედავად, UFC-ის პერსონალმა ის მაინც შეამჩნია და კონტრაქტი შესთავაზა. თუ UFC-ში კატონამ 3-დან ორი ორთაბრძოლა წააგო და კონტრაქტი გაუწყვიტეს, მიტჩელმა 3-დან 3 მოიგო და ორგანიზაციის ერთერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლიც გახდა.

ნოკაუტით UFC-ში ჯერ არ მოუგია, მაგრამ მის ბრძოლებს მოსაწყენს ვერ დავარქმევთ: დინამიური და მოქნილია, პოზიციებს ხშირად იცვლის და ფეხებითაც კარგად მოძრაობს, სხვადასხვა ტექნიკას ფლობს. მისი ბრძოლის სტილში ჯიუ-ჯიცუს გავლენა იგრძნობა, უფრო სწორად თავისუფალი სტილით მოჭიდავის, რადგან “თეიქდაუნის” შემდეგ, ის კონცენტრაციას მოწინააღმდეგის კონტროლზე არ აკეთებს, არ ცდილობს ორთაბრძოლა მალე დაამთავროს.

მიტჩელის გამარჯვებები მახრჩობელა და მტკივნეულ ილეთებს ითვლის, მაგრამ როცა ტვისტერი გააკეთა, არა მხოლოდ დეანა უაითის, არამედ მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ის ინტერვიუზე მიიწვიეს და საბრძოლო ისტორიებთან ერთად, სხვა ბევრი ამბავიც გაიხსენა.

“ვარჯიშს ვაპირებდი, მაგრამ *ვერებში ბურღი გავირჭე. დაფა თავს ზევით მქონდა, ბურჭი კი შარვალში გავუშვი, აისხლიტა და ჩემს კვერცხებში აღმოჩნდა. სერიოზულად ვამბობ. ცხადია, ფოტოს ვერ გამოვაქვეყნებ, მაგრამ რომ მომარჩენენ, ვარჯიშს განვაახლებ,”- თქვა ახალგაზრდამ.

ტრუსების ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.

თუ ტრუსისა და ბურღის ისტორია დიდად არ გავრცელებულა, მიჩელს ცნობადობა Reebok-თან (UFC-ის მებრძოლთა ეკიპირების მწარმოებელი) გამართულმა სასამართლო დავამ მოუტანა. ეს საქმე მებრძოლის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

მიტჩელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კამუფლაჟით ბრძოლა – ბრაისი ამბობს, რომ ეს აჩვენებს მის მზადყოფნას მოკვდეს ბრძოლის დროს

 

მის ბრძოლებს ორი რამ სულ თან ახლავს – დასრულების შემდეგ არკანზასს ყოველთვის სიყვარულში გამოუტყდება ხოლმე და Reebok-ს ეკითხება, მისი კამუფლაჟ შორტები სად არის.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფერმაში მცხოვრები მიტჩელი ძალიან დიდ დროს კამუფლაჟის ტანსაცმელში ატარებს და UFC-ში მისვლამდე ყველა ბრძოლა ასეთ შორტებში აქვს ჩატარებული. მაგრამ UFC-ში მებრძოლებს საკუთარი ეკიპირების ტარების უფლება არ აქვთ: მათ სტანდარტული ფორმის ტარება უწევთ. ამასთანავე, ორგანზაცია ეკიპირების გაფორმების უფლებასაც არ აძლევს, სწორედ ამას აპროტესტებს მიტჩელი.

კომუფლაჟის მიმართ სიყვარულს მიტჩელი ისე ხსნის, რომ სამოსი მის ბრძოლის დროს სიკვდილისთვის მზადყოფნას განაპირობებს და იმ ადგილსაც, საიდანაც წარმოშობით არის. ბრაისისთვის ოქტაგონზე საკუთარი შორტებით გამოსვლის უფლებას ხორხე მასვიდალმაც კი დაუჭირა მხარი.

ფრაზა, “Reebok, სადაა ჩემი კამუფლაჟ შორტები” მემე გახდა და უაითმა აქიდან შეიტყო. ის Reebok-ს მოელაპარაკა და 31 ოქტომბერს მისთვის სპეციალური კამუფლაჟ შორტები დაამზადებინა. ბრაისმა დიდი მადლობა გადაიხადა და თქვა, რომ ფილისთან ბრძლის წინ წარმოიდგინა, რომ ოქტაგონისკენ Reebok-ის სტანდარტული შორტებით დაიძრებოდა, ხოლო შესვლის წინ მათ გაიხდიდა და კამუფლაჟ შორტით შევარდება, რის შემდეგაც დაცვასთან ჩხუბს მოაწყობდა.

არაა გამორიცხული, რომ უაითი მიტჩელისა და Reebok-ის დაპირისპირებაშიც ჩაერთო, რადგან ოქტომბრის დასაწყისში ახალგაზრდა მებრძოლის მიმართ ყურადღება “თვითერში” სხვა მხრივ გამოხატა.

ინტერნეტში არკანზასში მდებარე პატარა ავტოსალონის რეკლამა გამოჩნდა, რომელშიც მიტჩელმა მთავარი როლი ითამაშა. ვიდრე რგოლი 80-იანების სტილშია გაფორმებული:

 

“როცა ბურღი კვერცხებში ვიტაკე, საავადმყოფოში პიკაპით წასვლა მომიხდა. “ქორვეტი” რომ მყოლოდა, უფრო ადრე მივიდოდი,”- თქვა მიტჩელმა.

უაითს ისე მოეწონა სარეკლამო რგოლი, რომ მებრძოლს ისტორიაში საუკეთესო რეკლამაში მონაწილეობა მიულოცა. ბრაისმა კი მოკრძალებულად უპასუხა, ბიჭებს მანქანების გაყიდვაში მინდა დავეხმარო და ხალხის გაცინება ვცადეო.

არკანზასელი, უბრალო სოფლელი ბიჭის იმიჯმა ფანებიც მიიზიდა, მიტჩელს, რომელსაც UFC-ში დებიუტი მხოლოდ და მხოლოდ 2019 წელს ჰქონდა, ინსტაგრამზე უკვე 200 000 გამომწერი ჰყავს.

მიტჩელმა ფილი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. უცნობია ფილიმ რამდენი გამოიმუშავა, აი ბრაისმა კი მთელი ფული დედას მიუტანა, რადგან ქალბატონს არ სჯეროდა, რომ მის შვილს პროფესიონალი მებრძოლობა შეეძლო და ამით ფულსაც იშოვიდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო