11 X 11
სპორტული პორტალი

ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ “ანორთოსისს” ქულა მოუპოვეს [VIDEO]

0
კვიპროსის ჩემპიონატზე “ანორთოსისმა” “აპოლონთან” ფრეს მიაღწია – 2:2.მე-10 წუთზე “აპოლონი” დიგინიმ დააწინაურა. 23-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი ბარათით გააძევა მისი თანაგუნდელი გერე. მე-60 წუთზე დიგინიმ მეორედ დალაშქრა ლორიას კარი. 65-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ანგარიში შეამცირა. 79-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ ოქრიაშვილის მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.“ანორთოსისში” გიორგი ლორიამ, ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. “აპოლონში” სათადარიგო იყო გიორგი პაპუნაშვილი.საჩემპიონო რაუნდის მეორე ტურში, 6 მარტს, “ანორთოსისი” “ომონიას” დუპირისპირდება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო