11 X 11
სპორტული პორტალი

ხვიჩა ტოპ ლიგისთვის მზად ჯერ არაა – “რუბინის” გენდირექტორი

0
ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა “ბიზნეს ონლაინთან” საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.“ნათელია, რომ ხვიჩა ჩვენს გუნდში გამორჩეული გახლავთ, თითქოს ის სხვა ლიგიდანაა. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ტოპ ლიგების დონეს ჯერ არ შეესაბამება, სულ მცირე, პრემიერლიგისას მაინც. აი, ესპანეთსა და იტალიას, შესაძლოა.რუსეთში გაცილებით დაბალი დონეა, იქ 2-3 კაცი მოტყუება გაცილებით რთული იქნება. მცველები უფრო ძლიერები არიან, ჯანმრთელები, მათ მარტივად ვერ გაექცევი.ამიტომ, დასაწყისისთვის საჭიროა ხვიჩამ “ხორცი” შეიბას, ასევე გარკვეული დრო ადაპტაციასაც უნდა დაუთმოს. ჯერ სიძლიერე არ ჰყოფნის, ფიზიკურად განსაკუთრებით გამორჩეული არაა. მიარტყამენ რამდენჯერმე და სულ ტრავმები უნდა ჰქონდეს.რა თქმა უნდა, სათამაშო ინტელექტით სუსტი არაა, მაგრამ გადაცემების სიზუსტეში მოიკოჭლებს (2 პასიდან ზუსტად 1-ს აკეთებს).წინ ბიჭებს თამაში მოქმედ ჩემპიონ “ზენიტთან” ელით. ეს რუსეთის ტოპ გუნდია და კვარაცხელიამ ასეთ თამაშებში უნდა წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები,”- განაცხადა საიმანოვმა.წყარო: Bussiness Online
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო