11 X 11
სპორტული პორტალი

“ის ძეგლს იმსახურებს“ – გენიოსი, რომელსაც ბევრი არ იცნობს

0
მურატი გაითიშა და ქუჩაში დაეცა, გარშემო არავინაა, იქ რამდენიმე საათი იწვა და ფეხები წაეყინა. საავადმყოფოში მისთვის ფეხების ამპუტირება მოუწიათ. პროტეზების გაკეთება გახდა საჭირო, ექიმება ვინმეს ანალოგის შერჩევა, მაგალითად, მისი მამის შესთავაზეს. –-არა, მე ისეთი მინდა, როგორიც ჩვენს კაპიტანს აქვს!-რომელ კაპიტანს?-ალექსს.მივიდნენ „ფენერბახჩეს“ ვარჯიშზე, ალექსი ერთი საათი გაშეშებული იდგა, სილიკონის კოპიო გაუკეთეს, ერთი წლის შემდეგ მურატი ტრიბუნაზე დახტოდა და ალექსის მიერ „ტრაბზონსპორის“ კარში გატანილ გოლს აღნიშნავდა.altალექსი დაბადების შემდეგ საფენების ნაცვლად გაზეთში გაახვიეს, აკვანის მაგივრად კი მეთევზის ბადეში ჩააწვინეს. როდესაც მშობლები უმუშევრები დარჩნენ, საჭმელი არ ჰქონდათ. ახლოს სასროლეთი მდებარეობდა, იქიდან მოკლული ჩიტები მოჰქონდათ და იკვებებოდნენ. სახლი ოროთახიანი იყო, აბაზანის გარეშე, ტუალეტი – ეზოში. როდესაც ორმო აივსებოდა, ახალს ამოთხრიდნენ. ტელევიზორი ალექსმა პირველად 11 წლისამ ნახა. დილიანად სათამაშოდ თიხიან მოედანზე მიდიოდა, სადაც წვიმიან ამინდში ბაყაყები დახტოდნენ. 10 წლისა „კურიტიბას“ საფეხბურთო სკოლაში შევიდა, მწვრთნელი მირო ბრაზილიის ბანკის მინი-ფეხბურთის გუნდშიც ათამაშებდა, სადაც ავტობუსით მგზავრობის ფულს უხდიდნენ. ერთხელ ვარჯიშიდან ოთხი წლის ძმასთან ერთად სახლში მირბოდა, ბოძს დაეჯახა და შუბლზე 14 ნაკერი დაადეს.1992 წლის ოქტომბერში 17-წლამდე ნაკრებში უხმეს, რომელიც ამერიკის თასისთვის ემზადებოდა. ბავშვები გამხდრები, პატარები და ნელები იყვნენ, მხოლოდ ერთი, „სან-კრისტოვანის“ ჯანღონიანი ბიჭი გამოირჩეოდა, სახელად რონალდო, რომელმაც 5 წლის შემდეგ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. ალექსმა კი ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, ტურნირი გამოტოვა, უკან დაბრუნდა და მხოლოდ მინი-ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა, რადგან იქ ცოტაოდენს მაინც უხდიდნენ. თუმცა, გულდაწყვეტილი დარჩა, რამეთუ მისი თანატოლები დიდ გუნდებში ასპარეზობდნენ: ზე ელიასი „კორინთიანსში“, რონალდო „კრუზეიროში“, ის კი ბურთს პარკეტზე აგორებდა.გაუმართლა. „კურიტიბა“ გაღარიბდა, მწვრთნელმა კარპეჯანმა გუნდი ახალგაზრდებით დააკომპლექტა, ალექსმა პირველივე მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, 17 წლისას კონტრაქტი გაუფორმეს და ხელფასიც დაუნიშნეს, მაგრამ არაფერი მიუციათ, ბუცებიც კი იაპონელებმა აჩუქეს, რომლებიც კლუბში ფეხბურთელების ბარტერზე მივიდნენ. ფეხბურთელთა გაფიცვის შემდეგ კლუბის მმართველი ევანჯელინო წავიდა, ხოლო მის ნაცვლად წარმოშობით ლივანელი ედისონ მუადი მივიდა. ფეხბურთელებმა გასამრჯელო მიიღეს, გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნეს და პრემიებიც დაურიგეს, რომელიც წლიურ ანაზღაურებაზე მეტი იყო. ალექსმა მშობლებს სახლი შეუძინა, თავად კი გუნდთან ერთად სასტუმროში ცხოვრობდა.წარმატებული სეზონის შემდეგ გამართულ საღამოზე მუადმა ალექსს მიმართა: „გინდა შენი მთავარი გულშემატკივარი გაგაცნო?“. შემცბარი ალექსი წამოდგა, მის გვერდით ედისონის ქალიშვილი დაიანა იჯდა, მაგრამ მუადმა მასთან კი არა, თავის მეუღლესთან მიიყვანა. ფლავიამ უთხრა, რომ ალექსის ავტოგრაფზე ოცნებობდა. მაგიდასთან დაბრუნებულ ალექსს მეგობრები მაგრად ეხუმრებოდნენ, რომ ბოსის გოგო „მოხიბლა“, თვითონ კი გაწითლდა და თქვა, ზედაც არ შემომხედაო. „პარანასთან“ ალექსმა გოლი გაიტანა, მაგრამ ორი თითი მოიტეხა და ნამატჩევს ექიმთან შეყოვნდა. შემდეგ ქუჩაში უცნობი გოგონა შეხვდა:-ავტოგრაფი შეიძლება?-რა თქმა უნდა.-ტელეფონის ნომერი?-და თქვენ ვინ ხართ?-დიანას დაქალი. შენი ნომერი მას სურს.ალექსს ცუდი გამოცდილება ჰქონდა – ერთი გოგო შეუყვარდა, იმას კი დამ უთხრა: “ასეთი ბინძური მაწანწალა რად გინდა?” ეს იმაზე მტკივნეული დარტყმა იყო, ვიდრე U17 ნაკრებში მიიღო. საღამოს დაიანამ დაურეკა, ისაუბრეს, გაისეირნეს, მერე ალექსმა მაგრად ითამაშა ბრაზილიის თასზე და „პალმეირასში“ მიიპატიჟეს. როდესაც მუადმა კაბინეტთან ალექსი დაინახა, უთხრა, ჰკითხა:-ფულზე სალაპარაკოდ მოხვედი?-არა, თქვენი ქალიშვილის შესახებ…-მე ყველაფერი ვიცი. შენ 19 წლის ხარ, მაგრამ იცი, ის რამდენი წლისაა?-არ უთქვმს, მაგრამ ვფიქრობ 16-ის“. ედისონს გაეცინა და ალექსს გასეირნება შესთავაზა.ალექსმა გაიგო, რომ გოგო 13 წლის იყო, მამა მათი ურთიერთობის წინააღმდეგი არ გახლდათ, მაგრამ დედის თანხმობა სჭირდებოდათ. ფლავიას სასახლეში მიადგნენ, რამდენიმე BMW ეზოში, აუზი, საოცნებო შენობა, ფლავიამ უთხრა:-ჩვენს ოჯახში თეთრებსა და შავებს, მდიდრებსა და ღარიბებს არ არჩევენ, თქვენ შეგიძლიათ იურთიერთოთ, თუმცა სან-პაულუში ვერ წამოგყვება.alt„პალმეირასში“ ტრანსფერამდე ავტომობილი უნდა შეეძინა. 1996 წელს, როცა დერბიში “ატლეტიკო პარანაენსე” დაამარცხეს, მეტოქის გულშემატკივრებმა ალექსი ავტოსადგურზე იცნეს და ძლივს მოახერხერხა მათგან გაქცევა. ის ზედმეტად ცნობილი იყო იმისათვის, რათა ავტობუსით ემგზავრა. „კოუტუ პერეირას“ სტადიონის წინ გუნდის ორი ყოფილი ფეხბურთელი – დენისონი და ნორბერტო ნახმარ მანქანებს ყიდიდენ. ალექსმა 1992 წელს გამოშვებული Opel Monza შეიძინა, გახარებულმა ქალაქის ცენტრში გააქროლა, მაგრამ პოლიციამ გააჩერა. ავტო მოპარული აღმოჩნდა. შემდეგ Citroën-ი იყიდა და თანგუნდელი დიდუ მაგრად აცინა: „შენ რა, ამ დანჯღრეული მანქანით „პალმეირასში“ აპირებს წასვლას? დაუჯერე გამოცდილ ადამიანს, შენში 3 მილიონი დოლარი გადაიხადეს, ამ თანხის 15% გეკუთვნის, წადი,  თუნდაც ახალი Golf-ი იყიდე“.3 მილიონი! ალექსი შტატ პარანას ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა, იქამდე კი მაგარი სეზონი ჰქონდა: ზედიზედ 4 მატჩში გოლები, გამარჯვება ტულონის ტურნირზე, ჯარიმიდან გატანილი პირველი გოლი (მსოფლიოს ჩემპიონი ტაფარელის კარში), პირველი დოპინგ ტესტი (მასთან ერთად დინეიც შეამოწმეს და სისხლში კოკაინი აღმოაჩნდა, ამის გამო 4 თვე დისკვალიფიკაცია “აირტყა”), ხერხემლის ტრავმა, სათადარიგოთა სკამი, დაბრუნება, ახალი წარმატებები, მიწვევა იაპონიიდან, „კორინთიანსი“, „პალმეირასი“.იაპონიაში გამგზავრება არ უნდოდა, მაგრამ „იოკოჰამას“ მენეჯერები ჩავიდნენ, ამიტომ მწვრთნელს სთოხვა, იმ შეხვედრაში არ ეთამაშეიბინა. „კორინთიანსში“ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მარსელინიო კარიოკა იყო და ხშირად თამაში არ მოუწევდა, „პალმეირასი“ კი სწორედ მაშინ დატოვა პლეიმეიკერმა ჯალმინიამ და მწვრთნელი სკოლარი ოცნებობდა, რომ მისი ადგილი ალექსს დაეკავებინა. კლუბის სპონსორი კონცერნი Parmalat-ი რობერტო კარლოსისა და ფლავიო კონსეისაოს მსგავს ტალანტებს ყიდულობდა და შემდეგ ევროპაში ჰყიდდა. „პალმეირასში“ გადაბარგებამდე ალექსმა მალაიზიაში მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე დადგა წარმოდგენები, ბრაზილიის ნაკრებმა კორეა და ბელგია გააბითურა, 4 მატჩში 20 გოლი გაიტანა,  მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონ არგენტინას გადაეყარა, რომლის ღირსებასაც რიკელმე, აიმარი და კამბიასო იცავდნენ. წააგეს და ერთი კვირა მალაიზიაში უქმად იყვნენ, რადგან ბილეთები “სალესაოს” 1 კვირით გვიან ჰქონდა აღებული, საჩემპიონოდ ემზადებოდნენ.. ალექსი სამშობლოში ზედმეტი 5 კილოგრამით დაბრუნდა, თადარიგში უკრეს თავი და მომავალ ნახევარ წელიწადში რა ფულიც აიღო, დაიანასთან სატელეფონო საუბრებში დახარჯა.altშანსს დაელოდა, „სანტოსს“ გაუტანა, „კორინთიანსთან“ პენალტი მოინადირა, რომლითაც ზინიომ ანგარიში გაათანაბრა. ალექსმა ჟურნალისტებთან პირდაპირ თქვა, რომ მსაჯმა შეცდომით დანიშნა თერთმეტმეტრიანი და მცველმა ბურთზე ითამაშა. სკოლარიმ ვარჯიშზე გვერდით გაიყვანა და აუხსნა, რომ მისი პატიოსანი საქციელი ყოველთვის გამართლებული არ იყო. შემდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო და კლუბის დირექტორმა სებასტიან ლაპოლმა „ბოტაფოგოში“ განათხოვრება დაუპირა, მან კი უპასუხა:-“პალმეირასთან” კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს, არსად არ წავალ.-შენს პოზიციაზე ორი ახალი მოთამაშე ავიყვანეთ – არ მოეშვა სკოლარი.-შეგიძლიათ საერთოდ არ მათამაშოთ, ან წუთები დამითმოთ, ეგ თქვენი პრობლემაა. მე იჯარით არსად არ წავალ!„პალმეირასში“ არასტაბილური სტარტის შემდეგ ჟურნალისტებმა თიკუნი მოუგონეს – ალექსოტანი (ტრანკვილიზატორი ლექსოტანი ადამიანს ძილისადმი მიდრეკილს ხდის და კუნთებს ადუნებს). შეეძლო დრიბლინგით ოთხ მეურვეს გასცდენოდა, შორიდან გაეტანა, მერე თამაშიდან გამოთიშულიყო და მოედანზე ებოდიალა. „მისი დაბალი ტემპი სატყუარაა, უბრალოდ ენერგიას აგროვებს, რათა საჭირო მომენტში აფეთქდეს“, – ამბობდა ნაკრების მწვრთნელი ვანდერლეი ლუშემბურგო.altროდესაც „კურიტიბას“ 17 წლის ახალწვეული იყო, ვეტერანმა ადემირ ალკანტარამ წიგნების კითხვა ურჩია, რათა მატჩების წინ კონცენტრირება მოეხდინა. ასეც მოიქცა, თუმცა „პალმეორასში“ ეს არ მოსწონდათ. ერთხელ ზიკოს ავტობიოგრაფიამ ისე გაიტაცა, რომ როდესაც მეზობელი ოთახიდან თავდამსხმელმა ოსეასმა ორჯერ დაუძახა, ვერ გაიგო და გაბრაზებულმა წიგნი ფანჯარაში გადაუგდო. 1998 წლის ზაფხულში ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, გუნდთან ერთად მერკოსურის თასი (კონტინენტის სამხრეთი ნაწილის კლუბების ტურნირი) მოიგო და 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გამორჩეული მარტო გოლებით არ ყოფილა: როცა კლუბმა ინგლისურის მასწავლებელი დაიქირავა, მხოლოდ ალექსმა და მცველმა როკე ჟუნიორმა მოინდომეს სწავლა.1999 წელს „პალმეირასმა“ ლიბერტადორესის თასი მოიგო, ალექსმა პლეი-ოფში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, ლუშემბურგომ ამერიკის თასზე წაიყვანა, 11-ნომრიანი მაისურათი ათამაშა (რივალდო 10 ნომერი იყო, ხოლო რონალდო 9), იქაც გაიტანა, შემდეგ კონფედერაციათა თასზე მიიღო მონაწილეობა, სადაც რონალდინიოსთან ერთად იმპროვიზირებულად იბურთავა, 4 გოლით მეორე ბომბარდირი გახდა, თუმცა ფინალი მექსიკასთან 3:4 წააგეს.„კომენტატორმა გალვან ბუენომ იმ დღეს თითქმის მოკლა მამაჩემი. ისე საშინლად ილაპარაკა ჩემზე, რომ მამას ტვინში სისხლი ჩაექცა. გადარჩა, მაგრამ სხეულის მარცხენა ნაწილი აღარ ემორჩილებოდა“, – დაწერა ალექსმა ავტობიოგრაფიაში.altტურნირიდან 2 კვირაში “პალმეირასი“ იაპონიაში „მანჩესტერთან“ საკონტინენტთაშორისო თასზე 0:1 დამარცხდა. მაშინ ალექსს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, არა და სუფთა გოლი იყო.შობის წინ დაინაზე დაინიშნა, El Pais-მა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარა და ძალიან გაუკვირდა, რომ 1999 წელს მსოფლიოს ფეხბურთში მესამე ბომბარდირი გახდა. იქ მხოლოდ საერთაშორისო მატჩებში გატანილ გოლებს ითვლიდნენ. მხოლოდ რაულს (რეალი) და რივალდოს (ბარსელონა) ჩამორჩა. ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე არგენტინას თავისი კარიერის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა, ფინალურ ტურნირზე გასვლაში დაეხმარა და „პალმეირასის“ მწვრთნელმა სკოლარიმ ერთკვირიანი შვებულება მისცა. თუმცა, მწვრთნელმა დასვენება არ აცალა, დაურეკა და სთხოვა „სან-პაულუსთან“ დახმარებოდა- არ ივარჯიშო, მოდი, ითამაშე და პლაჟზე დაბრუნდიო, ალექსიც საღამოს თამაშზე მივიდა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.29 ივნისს დაიანზე იქორწინა და Parmalat-ის მთავარმა კლუბმა „პარმამ“ 15 მილიონ დოლარად შეიძინა. იქამდე ერთი წლით ადრე იტალიურის სწავლას შეუდგა. როგორც აღმოჩნდა, კლუბს განაცხადში კიდევ ერთი არაევროკავშირელის შეყვანის უფლება არ ჰქონდა და დროებით სადმე უნდა გაეიჯარებინა. ალექსისთვის მნიშვნელოვანი თავისი 15%-ის მიღება იყო. ისევ დაიწყო რაღაც უცნაური ამბები: ოფშორი ურუგვაიში, სამი ტრანში, საგადასახადოს გვერდის ავლით საქმის გაჩარხვა.altალექსი და მისი აგენტი რონალდო ნუნიესი რესტორანში მიიწვიეს, სადაც უნდა გადაეწყვიტათ, სად გაუშვებდნენ იჯარით. შეხვედრაზე Parmalat-ის პრეზიდენტის შვილი სტეფანო ტანცი და კლუბის ორი დირექტორი იყვნენ. ალექსმა „პალმეირასში“ განათხოვრების ვარიანტი წამოაყენა, მათ კი უპასუხეს, კომპანიის იმიჯზე დარტყმა იქნება, რადგან მაგ კლუბთან კავშირი გავწყვიტეთო, სამაგიეროდ „ვერონაზე“ დაიწყეს საუბარი, რომელიც „პარმას“ ფარმ-კლუბად ითვლებოდა. ალექსი აღშფოთდა: „შეჩერდით! თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ? რა „ვერონა“? გინდათ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა სერია В-ში ირბინოს, ჭკუიდან ხომ არ გადახვედით!“ მოკლედ, ალექსი „ფლამენგოში“ გადაბარგდა და სიდნეიში ოლიმპიადაზე გაემგზავრა.altბრაზილია პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ დამატებით დროში კამერუნთან დამარცხდა. ნამატჩევს გასახდელში ბრაზილიის დელეგაციის ხელმძღვანელი შევარდა და ყვიროდა, რომ სამარცხვინოდ ითამაშეს და იმედები გაუცრუეს. გუნდის სახელით ალექსმა ილაპარაკა:„თქვენ არაფხიზელ მდგომარეობაში ხართ. გამარჯვებების შემდეგ არასოდეს მოსულხართ, ისიც არ ვიცით, რა გქვიათ. აქ დროის სატარებლად ჩამოხვედით. რა უფლება გაქვთ გვიყვიროთ? ჩვენც მშვენივრად გვესმის, რომ ეს წაგება ბევრს კარიერას გაუფუჭებს“.ნაკრებში საშინელი სიტუაცია იყო, მწვრთნელი ლუშემბურგო დაღონებული დადიოდა, ცოტას ვარჯიშობდნენ, ფორმიდან რომ არ ამოვარდილიყვნენ, ალექსი და რონალდინიო ჩოგბურთს თამაშობდნენ. სიდნეიში ვერსად გადიოდნენ, ყველა გაღიზიანებული იყო, ფიზიოლოგმა და ფიტნეს-მწვრთნელმა ერთმანეთს დასცხეს, ლუშემბურგომ ბიჭებს აუხსნა, რა ტაქტიკით უნდა ეთამაშათ, მერე მისი თანაშემწე კანდინიო შევიდა გასახდელში და ფეხბურთელებს უთხრა: „დაივიწყეთ, რაც ლუშემბურგომ გითხრათ“. ყველაფერი მცველ ლუსიოსა და ანხევარმცველ როჟერის ხელჩართული ჩხუბით იმის გამო დასრულდა, რომ ერთმა მეორეს პასი არ მისცა.ერთი თვის შემდეგ „ფლამენგოს“ ავტობუსში დაიმალა, როდესაც გულშემატკივრები გუნდს თავს დაესხნენ და მინები ჩაამტვრიეს. მეკარე კლემერმა უთხრა: “გიჟი ხარ? იტალიიდან რატომ დაბრუნდი ამ ნაგავში?“ „ფლაში“ დენილსონი, პეტკოვიჩი, გამარა, ჟუანი, ჟულიო სეზარი, ედილსონი და ადრიანო თამაშობდნენ, მაგრამ არცერთისთვის პესო არ გადაუხდაით. ვითარება დაიძაბა, როდესაც ბაზაზე ტელევიზიის ჟურნალისტები მივიდნენ, მწვრთნელმა ზაგალომ ვარჯიში შეწყვიტა.altსამრეცხაო არ მუშაობდა, ფეხბურთელები ფორმებს თვითონ რეცხავდნენ და რადგან მეორე კომპლექტი არ ჰქონდათ, ნამატჩევს მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ვერ უცვლიდნენ. „მარაკანაზე“ სამივე სასტარტო მატჩი წააგეს. ქუჩაში გასვლა სახიფათო გახდა. ალექსი სუპერმარკეტში მხოლოდ 04.30 საათზე შეიპარებოდა ხოლმე. ფეხბურთელებმა კონტრაქტების გაწყვეტა დაიწყეს, გუნდში ალექსის ერთადერთი მეგობარი მოცარტი იტალიურ „რეჯინაში“ გადავიდა. ალექსმა კლუბს სასამართლოში უჩივლა, „პალმეირასში“ დაბრუნდა და ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში გაიყვანა. „ის ძეგლის დადგმას იმსახურებს“, – წერდა ჟურნალი Placar-ი.ძეგლის გარდა ალექსი „პარმასგან“ სამ ფულად გზავნილს იმსახურებდა, მაგრამ არ გადაუხადეს და სასამართლო გარჩევები დაიწყო. „პარმას“ მაქინაციები გაირკვა, ჯერ კლუბი ვალის არსებობას უარყოფდა, შემდეგ კი დოკუმენტები წარმოადგინეს, თითქოს ალექსმა ფულზე უარი თქვა. იტალიურმა პოლიციამ დაადგინა, რომ ხელმოწერა გაყალბებული იყო, მაგრამ “პარმამ” საქმე ფიფაში ჩააწყო და “კრუზეიროსთან” ახლადგაფორმებული კონტრაქტის გამო(“პარმასთან” ცალმხრივად გაწყვიტა, თურმე უფლება არ ჰქონდა) ალექსი 2 თვით ფეხბურთიდან მოკვეთეს.  დაინას მუცელი მოეშალა.ალექსი „პარმას“ სპორტულ დირექტორ არიგო საკის შეხვდა, რომელმაც უთხრა: “ჩვენ ვალს ვაღიარებთ, შენ კონტრაქტი აღიარე – შევთანხდით?!” შეთანხმდნენ, მაგამ “პარმას” განაცხადში ვერ შეიყვანდნენ, გვიანი იყო, მალე კი მუნდიალი მოდიოდა – 2 თვის უთამაშებელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ წაიყვანდა?! ადგა და “პალმეირასში” მესამედ დაბრუნდა. პირველივე მატჩში კი “სან პაულუს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა.ამ გოლის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოზე სერამ განაცხადა, რომ „მორუმბის“ სტადიონზე მისი სპეციალური დაფა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ „მორუმბი“ „სან-პაულუს“ არენაა, „პალმეირასს“ მხოლოდ იჯარით ჰქონდა აღებული. უფლება არ მისცეს, გუნდის გულშემტკივრებმა „სან-პაულუს“ ბაზის წინ სარეკლამო ბანერი შეიძინეს და ალექსის დიდი ფოტო გააკრეს, რომელსაც იმ მატჩის კომენტატორის სიტყვები დაურთეს: „ალექსი საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი მცველს გადაუგდო, მეკარეს და დაუჯერებელი გოლი! მადლობა ალექს!“altმაისში კი გაიგო, რომ სკოლარის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ მიჰყავდა. სწორედ იმ სკოლარის, რომელიც ორი წლის წინ გადაყენებისგან გადაარჩინა. მიზეზი 2001 წელს ამერიკის თასზე განცდილი ფიასკო იყო. კოლუმბიაში სამოქალაქო ომი ახალი დასრულებული იყო, წამყვან ბრაზილიელ ფეხბურთელებს გამგზავრება შეეშინდათ, ალექსი გუნდს გაჰყვა და მეოთხედფინალში დამარცხდნენ… ჰონდურასთან. სკოლარიმ ჩათვალა, რომ ალექსი ნელი იყო და აღარ იძახებდა. მუნდიალზე კი სარეზერვო შემტევ ნახევარმცველად 20 წლის კაკა წაიყვანა. ეს დეტალები ალექსმა არ იცოდა, მაინც არ ჰკარგავდა იმედს – “თუ რამეა, შანსი მაინც მაქვს!”. ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გუნდის კაპიტანი ემერსონი ვარჯიშზე კარში ჩადგა, მხარი ამოიგდო და სკოლარიმ მის ნაცვლად რიკარდინიო გამოიძახა. ალექსს გაუკვირდა, ალბათ, რამეთუ რიკარდინიო „კრუზეიროდან“, ისევე როგორც ემერსონი, საყრდენი ნახევარმცველი იყო. არა, სკოლარიმ „კორინთიანსის“ შემტევი რიკარდინიო იხმო. ალექსი გაგიჟდა. იმავე დღეს დაიანამ აცნობა, რომ ისევ დაფეხმძიმდა.მთელი იმ მუნდიალიდან მხოლოდ ინგლისთან მატჩს უყურა, ისიც ნახევარ საათს. სვამდა ან ეძინა. დეპრესიისას ჯერ ბევრს ჭამდა, შემდეგ ლუდის სმა დაიწყო, მერე ღვინის. მოცარტთან წავიდა, დათვრა, დაეძინა და ხმაურმა გააღვიძა – ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.თვენახევრის შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, სადაც „პარმას“ მეკარე ტაფარელი დახვდა, რომელსაც ალექსი სულ სხვანაირი ახსოვდა, მან კი გასუქებული და ჩამქრალი თვალების მქონე ფეხბურთელი იხილა. „ზედმეტი 8 კილო გაქვს, რა მოგიხერხო?“, – ჰკითხა გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ. კონტრაქტი გაუწყვიტეს და იტალიის პროკურატურამ იეჭვა, რომ მისი 15-მილიონიანი ხელშეკრულება ფულის გათეთრებისთვის გამოიყენეს. დაიანას ისევ მოეშალა მუცელი.ლუშემბურგომ „კრუზეიროში“ ახალი გუნდის მის გარშემო აშენება შესთავაზა. დათანხმდა, წონა დააგდო და გუნდი ბოლო ადგილიდან მეცხრეზე გადაიყვანა, შტატის ჩემპიონატზე 9 გოლი გაიტანა, ოქროს მედლები მოაგებინა და ბელუ-ორიზონტეში დადიოდა, სადაც მისი მეუღლე მკურნალობდა. ექიმმა ოთხი დღე განუსაზღვრა, თუ როდის უნდა დაფეხმძიმებულიყო დაიანა – პირველი „ინტერნასიონალთან“ თამაშისას უწევდა. ალექსი ლუშემბურგოს გაეთავისუფლა, მატჩის წინ დაბრუნდა და გამაჯვების გოლი გაიტანა. ორი კვირის შემდეგ „მინეიროს“ სტადიონზე მისი დაფა გააკეთეს და ლუშემბურგომ გუნდის კაპიტნად დანიშნა.altივნისში „კრუზეირო“ თასის ფინალში „ფლამენგოს“ გადაეყარა, ცენტრალური მცველი ედუ დრასენა დისკვალიფიცირებული იყო და ლუშემბურგომ ლუიზაოსთან ერთად 18 წლის გლადსტოუნი დააყენა. გასახდელში მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელს საფენები მიუტანა: “შვილო, დღეს შენ ან ჩაისვრი ან ჩემპიონი გახდები!”. „კრუზეირომ“ 3:1 მოიგო, იმ თვეში მეორე ტიტულს დაეუფლა, ხოლო გლადსტოუნი 2 წლის შემდეგ „იუვენტუსში“ გადავიდა.altორი ტურით ადრე „კრუზეირო“ ჩემპიონიც გახდა, ლუშემბორგო კი არ ცხრებოდა: „94 ქულა და 90 გოლი გვაქვს, იდეალური სეზონისათვის 100 ქულა და 100 გოლი გვჭირდება“. ბოლოსწინა ტურში „კრუზეიროსთან“ (5:2) ალექსმა დუბლი შეასრულა. „ბაიასთან“ მატჩის წინ ლუშემბურგომ გუნდს საღამო მოუწყო, მეორე დღეს კი ზღვაზე წაიყვანა, სადაც მეტოქე გუნდის ფანებმა  მოსთხოვეს მათი გუნდი გავარდნისგან გადაერჩინათ: „ჩვენი გუნდი თუ დამარცხდა, მოგკლავთ“. ალექსმა უპასუხა: „ბიჭებო, თუ 5 გოლს არ გავიტანთ, მწვრთნელი მოგვკლავს“.პირველად “კრუზეიროს” მცველი კრისი ვერ იკავებდა სიცილს გასახდელში: “ალექს, რას შვრები? დაინდე რა!”  -“მე არ ვარ დამნაშავე, ისინი სულ საჯარიმოში არღვევენ თამაშის წესებს.” პირველ ტაიმში მსაჯმა “ბაიას” კარში 4 პენალტი დანიშნა და 4-ვე ალექსმა გაიტანა. ამ ხარხარის დროს ალექსთან ლუშემბურგუ მივიდა:-დამშვიდდი, ხომ? იცი, “კრუზეიროს” ისტორიაში მხოლოდ 1 ფეხბურთელს აქვს შეხვედრაში 5 გოლი გატანილი.-ვის?-რონალდოს. იცი, ერთ ჩემპიონატში “კრუზეიროს” რიგებში ყველაზე მეტი ვინ გაიტანა?-რა ჯანდაბაა, გამოცდაზე ხომ არ ვარ? არ ვიცი!-ალვესმა 4 წლის წინ 22 ბურთი შეაგდო. შენც ახლა ამდენი გაქვს, მაგრამ 2 ტაიმი დაგრჩა.ალექსმა ფელიპე მელუს პასით მეხუთე გოლი გაიტანა, 7:0 მოიგეს, ალექსმა ყველა ტურნირზე 63 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 40 საგოლე პასი გააკეთა, Placar-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, 2 იანვარს კი მეუღლეს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს.დაიწყო ახალი სეზონი, „გოიასთან“ მატჩის წინ დაიანამ დაურეკა და უთხრა, რომ გაცივდა, მშობიარობამდე 2 კვირით ადრე მათ გოგონას სუსტი გულისცემა ჰქონდა და ექიმებს მის გადასარჩენად საკეისრო კვეთა უნდა გაეკეთებინათ. ალექსმა იმ შეხვედრაში (2:2) გოლი გაიტანა და სტადიონიდან პოლიციამ პირდაპირ აეროპორტში წაიყვანა. მეორე დღეს მან მარია ედუარდო იხილა – 2.2 კგ და 40 სმ, რომელსაც ყვითელა ჰქონდა და თვენახევარი საავადმყოფოში ჰყავდათ. თუმცა, ყველაფერი გაცილებით უარესად შეიძლება მომხდარიყო, გაცილებით უარესად.alt„უკეთესი იქნება, თუ თქვენს საათს, ბეჭედსა და ტელეფონს მომცემთ. მოსაცდელ დარბაზსა და გარეთ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი გელით.“, – უთხრა სტამბულის ათათურქის აეროპორტში პოლიციელმა. „კრუზეიროს“ ვარსკვლავები (მაიკონი, გომესი, დეივიდი, ვენდელი, კრისი, ლუიზაო და მწვრთნელი ლუშემბურგო რეალში) ევროპულ კლუბებში აღმოჩნდნენ, ხოლო ალექსი – „ფენერბახჩეში“. პირველ სეზონში 24 გოლი გაიტანა, ჩემპიონატის ვიცე-ბომბარდირი და თურქეთის ჩემპიონი გახდა. ყოველი მატჩის შემდეგ ფანები 15 კილომეტრის მანძილზე მიაცილებდნენ გუნდის ავტობუსს. მესამე თურქულ სეზონში 19 გოლით ბომბარდირი გახდა და მეორედ მოიგო ჩემპიონატი. შეეძინა ქალიშვილი ანტონია. თმები მოუშვა, დღევანდელ მარსელოს დაემსგავსა და ადგილობრივი კომპანიები მისი გაკრეჭვის უფლების მოპოვებისთვის იბრძოდნენ. ერთმა ბანკმა თავის რეკლამაში გაკრეჭისათვის 100 ათასი ევრო შესთავაზა. 200 ათასი მოითხოვა და დათანხმდნენ. ალექსმა ცხოვრებაში ყველაზე ადვილი ფული გამოიმუშავა.ალექსს კონტრაქტი უმთავრდებოდა, პორტუგალიური და გერმანული კლუბები ეპატიჟებოდნენ, „ფენერმა“ კი ყველა სტუმრის დასაფიქსირებლად სახლთან მცველები მიუჩინა. როდესაც გაირკვა, რომ „დორტმუნდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ, ალექსმა ახალი კონტრაქტი და კაპიტნის სამკლავური მიიღო. 2007 წელს მოსკოვის ცსკა-ს სძლიეს და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდნენ.შემდეგ „სევილია“ – 3:2 სტამბულში და გასვლაზე 1:3 პირველი ტაიმის მერე. შესვენებაზე გასახდელში ფეხბურთელებს კლუბის პრეზიდენტმა ილდირიმმა მიმართა: „მეოთხედფინალში გასვლისათვის თითოეულს ნახევარ მილიონს დაგპირდით, ახლა კი მილიონნახევარს გპირდებით“. დეივიდმა გაიტანა, 2:3 და პენალტების სერიაში იმარჯვეს. ღამე აეროპორტში გუნდს 3 ათასი ფანი დახვდა. ილდირიმმა ალექსს სამუდამო კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მან ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ კარიერის „კურიტიბაში“ დასრულება სურდა. მილიონნახევრიანი პრემია კი პრეზიდენტმა ფეხბურთელებს არ გადაუხადა.alt2011 წელს ევროპულ სეზონში რონალდოს, მესის და გომესის შემდეგ მეოთხე ბომბარდირი გახდა, მეოთხედ დაასახელეს თურქეთის საუკეთესო ფეხბურთელად, პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა თურქეთის მოქალაქეობა შესთავაზა, ტელევიზიით კი აჩვენეს, როგორ შეასრულა ალექსის უფროსმა ქალიშვილმა მარია ედუარდამ მატჩის წინ თურქეთის ჰიმნი. ზაფხულში „ფენერი“ ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს და ჩემპიონთა ლიგიდან მოისროლეს. ილდირიმი ციხეში ჩააჯინეს. ლეგიონერთა უმეტესობამ გუნდი დატოვა, ალექსი რა თქმა უნდა, დარჩა და „გალათასარაისთან“ სეზონის მთავარ დაპირისპირებაში მწვრთნელმა აიკუტ კოჯამანმა სასტარტოში არ დააყენა, პრესკონფერენციაზე კი იცრუა, რომ ტრავმირებული იყო. ზაფხულში აიკუტმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ მატჩისას მინიმუმ 12 კილომეტრი უნდა გაერბინათ, ალექსმა კი უპასუხა: „რა მოხდება, თუ 12 კილომეტრს გავირბენ და 40 არაზუსტ გადაცემას გავაკეთებ?“„გაზიანთეპთან“ უკვე განაცხადშიც არ შეიყვანა. 80-იან წლებში კოჯამანს “ფენერბახჩეს” რიგებში 140 გოლი ჰქონდა გატანილი, იმ მომენტში ალექსის ანგარიშზე 136 გოლი იყო და საქმის არსი ყველასათვის გასაგები გახდა. ალექსი სტადიონზე თავის ორი წლის შვილთან, ფელიპესთან ერთად მივიდა, გულშემატკივრები კი მის სახელს სკანდირებედნენ და კითხულოდნენ, რატომ არ ათამაშებდნენ. ილდირიმმა მიკროფონით გუნდის და არა ალექსის ქომაგობისკენ მოუწოდა. „ყურადღების მისაპყრობად შენი შვილი გამოიყენე!“- უთხრა პრეზიდენტმა, ხოლო მან უპასუხა: „ჩემს შვილზე ამბობთ? ვიდრე ციხეში იჯექით, ის ჩემს ყველა მატჩს დაესწრო. მე კი ყურადღებას ჩემი გოლებით ვიპყრობდი“.კონტრაქტი გაწყვიტეს, ქომაგებმა კი ფული შეაგროვეს და მერიისგან სტადიონის წინ ალექსის ბრინჯაოს ქანდაკების დადგმის უფლება მიიღეს. მისი სახლის წინ უამრავი ფანი ილდირიმის ფოტოებს წვავდა და დარჩენას სთხოვდა. ბრაზილიაში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ერდოღანმა დაურეკა: „რაც მოხდა, იმის გამო მინდა ბოდიში მოგიხადოთ. მე თქვენს გულშემატკივრობას გავაგრძელებ“.alt„თქვენ გაქვთ სურვილები პრეზენტაციასთან დაკავშირებით?“ – „არა, უბრალოდ, მინდა მალე დავბრუნდე მოედანზე, ტყუილად ნუ დახარჯავთ ფულს, ჩემს წარდგენაზე მაქსიმუმ 500 ადამიანი მოვა“. მეორე დღეს „კოუტო პერეირას“ სტადიონზე ალექსი ვერტმფრენით დაეშვა და მას 10 ათასი გულშემატკივარი მიესალმა. „კურიტიბას“ მაისურა ბავშვობის კერპმა ტოსტაომ გადასცა. რამდენიმე თვის შემდეგ გუნდი შტატის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა და უფროსმა ქალიშვილმა უთხრა: „სკოლაში დავენიძლავე, თუ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდებით, მათ ემბლემას უნდა ვაკოცო“. 90-იანებში ალექსი ორჯერ გავიდა „კურიტიბასთან“ ერთად ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა. ტიტულები „პალმეირასში“, „კრუზეიროსა“ და „ფენერბახჩეში“ ჰქონდა მოგებული, მშობლიურ გუნდში კი – არა და ქალიშვილის ნათქვამის შემდეგ როგორ უნდა დამარცხებულიყო?altთამაშის წინ ალექსმა თანაგუნდელებს მიმართა: „დღეს „კურიტიბასთან“ ერთად ტროფეის დაუფლების ბოლო შანსი მაქვს. 35 წლის ვარ, მაგრამ ასე არასოდეს მინერვიულია“. გასახდელიდან მოედნამდე 30 წამის სავალია და ალექსის წინ ყველაფერმა გაირბინა: ბაყაყებიანი მოედანი, პირველი ავტომობილი, „პალმეირასთან“ წასვლის შემდეგ დაიანასთან განშორება, „პარმას“ სასამართლოები, მაისურების რეცხვა „ფლამენგოში“, ლოთობა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატისას და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დამარცხება. პირველ ტაიმში ალექსმა დუბლი შეასრულა.შტატის ჩემპიონატის მოგებიდან ნახევარ წელიწადში გამოაცხადა, რომ თამაშს თავს ანებებდა. შვილი 3 დღე არ ელაპარაკებოდა. არავის უნდოდა მისი წასვლა. ალექსი მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ მეუღლის ავადმყოფობამ (ივლისში წარუმატებელი ლიპოსაქციის შედეგად კინაღამ გარდაიცვალა) გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვის გადაწყვეტილება მიაღებინა. სტამბულში ჩაფრინდა, თუმცა ილდირიმი არ შეხვდა ფეხბურთელს, რომელმაც კარიერაში 422 გოლი გაიტანა. ვინც კარიერაში მხოლოდ 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშა, მასზე მეტს მხოლოდ პელემ და ზიკომ მიაღწიეს. გამოსამშვიდობებელ თამაშში კუნთი ასტკივდა, მოედანზე დალასლასებდა, უკანასკნელი სტანდარტულის წინ კი მსაჯმა მოედანზე სპრეით დაწერა – ALEX.საფინალო სასტვენიდან ნახევარი საათის შემდეგ ცარიელი სტადიონის მოედანზე შვილთან ერთად გავიდა, მოედნის ცენტრში დაჯდა და უთხრა: „როგორია? შესაძლოა, შენ ან რომელიმე შენმა მეგობარმა აქ ითამაშოთ, მე კი – აღარასოდეს“.წყარო: Sports.ru
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო