11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო სეივი [VIDEO]

0
გრეგორი კუპე საფრანგეთის ნაკრებისა და “ლიონის” მეკარე გახლდათ – ის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და საფრანგეთის ჩემპიონატის 7-გზის გამარჯვებულია. თუმცა, მისი კარიერის მთავარი მომენტი 2001 წელს მოხდა – ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “ბარსელონასთან”, “ნოუ კამპზე” ისეთი ბურთი მოიგერია, რომელიც სამართლიანად შეიძ₾ება ჩავთვალოთ ტურნირის საუკეთესო სეივად.მეორე წუთზე “ლიონის” მცველმა კასაპამ მეკარეს ბურთი უხეიროდ დაუბრუნა – კუპერს ბურთის ხელში დაჭერა არ შეეძლო, ამიტომ გიჟურ ნახტომში ბურთს თავით შეწვდა და ხარიხას მოარტყა. მაგრამ, ასხლეტილ ბურთთან რივალდო გაჩნდა და მეკარის ბაქანის ხაზიდან დაამატა, მაგრამ, ამასობაში კუპე ფეხზე წამოდგა და ეს დარტყმაც მოიგერია. უბრალოდ, ყოჩაღ!“ლიონმა” ის მატჩი მაინც დათმო, შეხვედრის ბოლოს კლუივერტმა და რივალდომ გაიტანეს – 2:0.“ხელში ვერ ავიღებდი, გუნდელის პასი იყო და თავისუფალი დარტყმა დაინიშნებოდა. მორიელივით დარტყმა შემეძლო, მაგრამ ასეთი მოქნილიც არ ვარ. ამიტომ გადავწყვიტე თავით თამაში, რივალდოს დამატება კი უკვე ინსტინქტით მოვიგერიე.ეს მომენტი ჩემმა შვილმა ნახა და აღფრთოვანდა. მსგავსი რამ მხოლოდ ვარჯიშით ხდება, ასე შეგიძლია სიტუაციაში არ დაიბნე, კოორდინაცია და ინტიქტები საჭირო დროს ჩართო,”- გაიხსენა ჩვენი სტატიის გმირმა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო