
ბიჭი, რომელსაც სიყვარული სჭირდება


შემდეგ: ლიბერტადორესის თასი, ეკვადორი, კიტო და შესვენებაზე გასვლის წინ გაცუდებული პენალტი. გუნდების მოედნიდან გასვლისას ტელეოპერატორი წაიქცა, ედმუნდომ კი ჩართულ კამერას ფეხი ჰკრა. მაგარი ვიდეო გამოვიდა, ჟურნალისტებმა უჩივლეს და ორი დღე ეკვადორში დარჩენა მოუწია. ოღონდ, ის ორი დღე ციხეში კი არა, არამედ სასტუმროს კაზინოში „პალმეირასის“ მეკარეების მწვრთნელ ვალდირ დე მორაესთან ერთად გაატარა.
მალე ჟურნალმა Placar-მა ედმუნდოს ფოტოსესია გამოაქვეყნა, რომელიც დათვის ბელს ეფერებოდა და აღიარებდა: „მე ბანდიტი კი არა, ბიჭი ვარ, რომელსაც სიყვარული სჭირდება“.სახიფათო გასტროლები და 3 ცხედარი

გაძევება შემდეგ მატჩში სათამაშოდ
„ფლამ“ ის ერთი წლით „პალმეირასის“ მთავარ მეტოქეს, „კორინთიანსს“ მიანათხოვრა, რომელიც ედმუნდომ რამდენიმე თვის წინ დატოვა. ასეთ გამომწვევ გადასვლაზე ნებართვა „კორინთიანსის“ ფანატთა ლიდერ პაულო სერდანს სთხოვა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ კარგად მიიღებდნენ და სან-პაულუში მშვიდად შეძლებდა სიარულს. როდესაც ამაში დარწმუნდა, თვალზე კურცხალი მოადგა – რამდენიმე თვე უხელფასოდ ყოფნის, ტრავმისა და ავტოავარიის შემდეგ.წააგეს შტატის ჩემპიონატი „პალმეირასთან“? არა უშავს. მწვრთნელი ედუარდო ადომირი ტურნირისას ფეხბურთელებს ლიბერტადორესის თასისთვის მოსამზადებლად დასვენების საშუალებასაც კი აძლევდა.აპრილის შუა რიცხვებში „ბოტოფაგოსთან“ თამაშის ნაცვლად ედუარდომ ოჯახში წასვლა დაგეგმა, შაბათს მომღერალ ლეონარდოსთან შეყოვნდა და თვითმფრინავზე დააგვიანა. მატჩამდე საათნახევრით ადრე გაეღვიძა, „პაკაემბუს“ სტადიონზე მივიდა და თამაში მოითხოვა.ბუცები ქალაქის მეორე ბოლოში „კორინთიანსის“ ბაზაზე ჰქონდა, ნაცნობი მოტოციკლისტი გააგზავნა, მიატანინა და მეორე ტაიმში მარსელინიოს პასით გამარჯვების გოლი გაიტანა. შემდეგ ჩილეს „უნივერსიდადთან“ ანგარიში გახსნა. საერთოდ, უგოლოდ იშვიათად ტოვებდა მოედანს (22 გოლი 29 მატჩში), მაგრამ მეოთხედფინალი „გრემიოსთან“ წააგეს, კლუბმა გვარიანი თანხა იზარალა და ედმუნდოს კონტრაქტის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა.View this post on Instagram


საფრანგეთში რისხვა დაიმსახურა

„ფიორენტინა“ ცალ ფეხზე ეკიდა


ფლორენციიდან ნეაპოლამდე

ძირავდა, მაშველი კი არ იყო

გამოვარდნა და სიკვდილი

2016-ში სამუშაოდ Fox Sports-ში გადავიდა და შეიძლებოდა მედელინში სამხრეთ ამერიკის თასზე სხვა კომენტატორის ნაცვლად წასულიყო. ის კომენტატორი „ინტერნასიონალის“ რიგებში ბრაზილიის 1979 წლის ჩემპიონი მარიო სერჟიო იყო, სამუშაოთი უმაყოფილო გახლდათ და სხვა ტელეკომპანიაში აპირებდა მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ საბოლოოდ მედელინში ის გაფრინდა და არა ედმუნდო და „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელებთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.„მე ცხოვრებისგან ახალი შანსი მივიღე და ამით იმათ გამო ვსარგებლობ, ვინც ჩემთან ერთად აღარაა. დავკარგე ძმა, დედა, მამა და ამას ვერასოდეს შევეგუები. ოდესღაც მათ მოვცილდი, რათა ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია, ახლა კი მთელ ჩემს დიდებას, კარიერასა დ ფულს მათთან ერთად ყოფნისთვის მივცემდი“, – წერს ედმუნდო თავის წიგნში „მხეცის ინსტიქტში“.View this post on Instagram