11 X 11
სპორტული პორტალი

„მესი კარგი მეზობელია, მაგრამ ხმამაღლა ხვრინავს“- ყველაფრის გადაგდება და მშობლიურ კლუბში დაბრუნება

0

სულ რაღაც 40 წლის წინ ის კოლუმბიური „ატლეტიკოს“ თილისმა იყო, სადაც მამა ხუან რამონი თამაშობდა. მოედნის ცენტრში გარბოდა და კარს უკან ფანებს მიესალმებოდა. „მილიონარიოსთან“ მატჩისას შემთხვევით ბურთი მოედანზე გადაუვარდა და მსაჯი მარიო კანესა გააბრაზა. მან თამაში გააჩერა და 2 წლის სებასტიან ვერონს წითელი ბარათი უჩვენა. 3 წლის შემდეგ მოედნიდან უკვე მშობლიური ლა-პლატადან გააგდეს. „რამდენი წლისაა?“ – იკითხა ბავშთა გუნდის მწვრთნელმა ნეგრო სარისოლამ. – ხუთის? ჩვენთან ხომ ყველაზე პატარები მასზე ორი წლით უფროსები არიან“. – „მაინც აიყვანეთ. არ ვიცი, რა მოვუხერხო, გავლახავ, ალბათ“, – დაიჩივლა სებასტიანის დედამ, სესუილიამ. – სახლში უკვე ყველაფერი დაამტვრია, გაანადგურა ეზო და მეზობლების ფანჯრებს მიადგა“. როდესაც თხოვნა მამამაც გაუმეორა, რომელიც 60-იან წლებში „ესტუდიანტესის“ ლეგენდა იყო, უარი ვერ უთხრეს. სებასტიანი კარისაკენ გაიჭრა, სადაც მომავალი თავდამსხმელი მარტინ პალერმო იდგა, ადვილად გასცდა მცველებს და თანაგუნდელ ომარ ალონსოს შეძახილმა შეაჩერა: „ეი, დამთხეულო, ეს ჩვენი კარია!“

შემდეგ ალონსო ზრუნავდა, რათა ვერონი მოედანზე და ლა ფაველას რაიონში არავის დაეჩაგრა. 2010 წელს ომარი სადგურში პოლიციელის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, მაგრამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს. იქამდე მკვლელობისა და ნარკოტიკების შენახვისთვის სასჯელი მოიხადა. ვერონზე მისი მეგობრის მამა, პატრისიო ერნანდესიც ზრუნავდა.

იტალიიდან დაბრუნებულმა სებასტიანს “ტორინოს” მაისური აჩუქა, იმდროინდელი სერია A-ს ერთერთი საუკეთესო გუნდის. აი,ფეხსაცემელების მხრივ კი ვერონს ნაკლებად გაუმართლა.

“ნათლიაჩემის ქმარს ვენახის ბაღები ჰქონდა. ჩვენთან, მშრომელი კლასის წარმომადგენელ ოჯახთან შედარებით ძალიან მდიდრები იყვნენ, მარამ ყოველ დაბადების დღეზე ერთსა და იმავე ნივთს მჩუქნიდნენ: “ოცელოტის” ბუცებს, არა და მე მე “ადიდასსა” და “პუმაზე” ვოცნებობდი,”- გაიხსენა სებასტიანმა Olé-სთან ინტერვიუში.

ფულის შოვნა სებასტიანმა 13 წლის ასაკში დაიწყო. სკოლაში გაკვეთილებს აცდენდა და დედამ ავტოსახელოსნოში წაიყვანა, რომელსაც უცნაური სახელწოდება ჰქონდა, „ხუანი თუ ხუანი“. დილის 7-დან 2 საათამდე მუშაობდა. თავიდან შენობას გვიდა, შემდეგ საბურავების გამოცვლა ისწავლა და ხელფასთან ერთად კლიენტებისგან ხურდასაც იღებდა. ბონუსების სახით შიშველი ქალების სურათებიც დაინახა – მსხიობები: ბეატრის სალომონი, სილვინ პერესი და სიუზანა რომერო.

რამდენიმე წლის შემდეგ მამამისის რესტორანში ოფიციანტად დაიწყო მუშაობა. იქ ვარჯიშების მერე საღამოთი მიდიოდა, მაგრამ დაწესებულებას მხოლოდ ახლობლები სტუმრობდნენ და ბეზნესი ვერ ააწყვეს. ავტოსერვისი კი დღემდე მუშაობს და როდესაც იტალიასა და ინგლისში თამაშობდა, სამშობლოში დაბრუნებული ვერონი ყოველთვის შეირბენდა. ერთ-ერთი თანამშრომელი, გასტონი, სებასტიანის ქალიშვილის, ლარას ნათლია გახდა.

უფროსმა ვერონმა რესტორანი დაკეტა და „ესტუდიანტესის“ სამ ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგა სათავეში, სებასტიანი კი ორი წლის უფროსებშიც თამაშობდა ხოლმე. მამა 11 ნომრის გარდა ყველა პოზიციაზე აყენებდა, რადგან ეს მისი ნომერი იყო – გუნდში დაახლოებით 300 მატჩი ჩაატარა, „მანჩესტერს“ გოლი „ოლდ ტრაფორდზე“ გაუტანა და 1968 წელს საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. 33 წლის შემდეგ სებასტიანმა „მანიუსთან“ კონტრაქტი გააფორმა და სტადიონზე ის კარი აჩვენეს, სადაც მამამისმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, საკლუბო მუზეუმში კი „ესტუდიანტესის“ ვიმპელი და მატჩის პროგრამა ნახა. იმ შეხვედრის მონაწილე ბობი ჩარლტონმა უთხრა, “დღემდე არ ვიცი, ის მატჩი როგორ წავაგეთ!”

სებასტიანის დებიუტი „ესტუდიანტესში“ „ტექსტილ მანდიოსთან“ შედგა. ის მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე. მეტოქე გუნდის თავკაცი დიეგო მარადონა თამაშს პრეზიდენტის ლოჟიდან უყურებდა, რადგან მწვრთნელის ლიცენზია არ ჰქონდა. ორი თვის შემდეგ დიეგოს პრეზიდენტი შემოელახა და გადადგა. ვერონმა გონსალო გაიტანი შეცვალა, გამარჯვების გოლში მონაწილეობა მიიღო, იმ სეზონში მეტად მოედანზე აღარ გასულა და მისი გუნდი ქვედა დივიზიონში გავარდა. სებასტიანმა ნავთსაყუდელის გამოცვლა გადაწყვიტა, მამამ კი ურჩია მოეცადა, ვინაიდან ახალი მწვრთნელი მისი ყოფილი თანაგუნდელი იყო, რომელიც შემადგენლობის გადახალისებას აპირებდა.

მეორე მწვრთნელმა ედუარდო მანერამ უთხრა, რომ სებასტიანი დარჩენილიყო, ჩემპიონატის პირველ ტურში კი არა, არამედ რიოში „ფლამენგოსთან“ სუპერთასზე ათამაშა (ლიბერტადორესის ტურნირის ყველა გამარჯვებული იღებდა მონაწილეობას). ფეხბურთელებს საკმარისი ფორმა არ ჰქონდათ და ვერონი “მარაკანაზე” მორაგბის ზოლებიანი გამაშებით გავიდა. „ისე ითამაშა, როგორც თავის ეზოში“, – თქვა ნამატჩევს მწვრთნელმა მიგელ ანხელ რუსომ. მეოთხედფინალში გოლი „კრუზეიროს“ მეკარე დიდას გაუტანა. ეს კარიერაში მისი პირველი გოლი იყო. დიდა შემდეგ „მილანისა“ და ბრაზილის ნაკრების გოლკიპერი გახდა.

ვერონს ექსტრემალური სეზონი ჰქონდა, 1995 წლის 12 მაისს „ხიმნასია დე ტირო“ დაამარცხეს და პრიმერაში დაბრუნდნენ, ხოლო გახარებულმა ფანებმა ფეხბურთელებს მაისურები გახადეს და სუვენირებად წაიღეს. 1996 წლის თებერვალში „ბოკაში“ გადავიდა, იქ კი მარადონასა და კანიჯას თანაგუნდელი გახდა, „ნაიკის“ საოცნებო ბუცებიც იყიდა. 4 თვის შემდეგ 7 მილიონ დოლარად „სამპდორიამ“ შეიძინა და თავის პირველ „ფერარიზეც“ მოჯდა .

მარადონა ცდილობდა არ გაეშვა, მას ამას მისი ქალიშვილი დალმა სთხოვდა, მაგრამ როდესაც დატოვება ვერ მოახერხა, სებასტიანსა და კილი გონსალესს (სარაგოსაში გადაბარგდა) „როლექსის“ საათები აჩუქა. დიეგოს მადლობა გადაუხადეს და მაღაზიაში წავიდნენ, რათა გაერკვიათ, საათები პატენტი ხომ არ იყო. იქ უთხრეს, რომ ორიგინალი იყო და ჰკითხეს, ვინ აჩუქა. უპასუხეს, რომ მაინც არ დაუჯერებდნენ. ტრანსფერამდე ორივე „ბოკას“ შემადგენლობაში ჩინეთში გაემგზავრა, გზად ამსტერდამში შეჩერდნენ და მარადონამ წითელი ლამპიონების უბნის ვიტრინაში მარიხუანა დაანახა. კოფიშოპთან გაჩერდნენ და დიეგომ ჰკითხა:

– გინდათ?

ბიჭებმა ცოტა დაიმორცხვეს, მაგრამ დამაჯერებლად უპასუხეს:

-დიახ, თუ შეიძლება.

-რატომ? – იყვირა მარადონამ. – ამ ნაგავს არასდროს გაეკაროთ!

1995 წლის სექტემბერში სებასტიანი მამას ტელეფონით ეწუწუნებოდა, რომ მარტოობა უჭირდა და სახლში სურდა დაბრუნება. იტალიური არ იცოდა, მასწავლებელთან სიარული ეზარებოდა, მეზობელ ოთახში სენეგალელ უმარ დიენგს ვერ ელაპარაკებოდა. მამამ მოთმინებისაკენ მოუწოდა. ვერონმა სეზონის დასაწყისი ჩააგდო, 5-დან 3 მატჩი წააგეს, მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი კი ენდობოდა, თუმცა მისთვის უჩვეულო, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აყენებდა. შემდეგ სებასტიანს „პარმას“ მცველმა ნესტორ სენსინიმ დაურეკა და მასთან ჩასვლა შესთავაზა. აი, იქ გამოადგა „ფერარი“ – გენუიდან პარმაში ერთ საათში ჩავიდა, უქმეები სენსინისთან და ერნან კრესპოსთან გაატარა და ცოტა გაერთო. კრისტიან კარამბეს „ბოლონიასთან“ გაძევების შემდეგ ცენტრში მისი ადგილი დაიკავა და „ატალანტასთან“ სერია А-ში პირველი გოლიც გაიტანა.

1997 წლის ზაფხულში „სამპდორიას“ სათავეში არგენტინელი ლუის მენოტი ჩაუდგა, პირველივე ვარჯიშზე გასარუჯად ტანს ზევით გაიხადა და თანაშემწესთან, როხელიო პონჩინისთან ერთად სიგარეტი გააბოლა. „მწვრთნელო, სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად სირბილი გვჭირდება“, – მიმართა ვერონმა. მან კი უპასუხა, რომ ფეხბურთი ბურთით თამაშია და ბურთით უნდა ევარჯიშათ. სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ მერე „გაიგუდენ“ – უეფას თასიდან გამოვარდნენ, ჩემპიონატზე „მილანთან“ და „ლაციოსთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და გუნდში სერბი ვუიადინ ბოშკოვი დაბრუნდა, რომელმაც 1992 წელს „სამპდორია“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. შედეგი ვერც მან გააუმჯობესა, სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულეს და „პარმამ“ ვერონი 20 მილიონად შეიძინა.

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ახალი დოპინგ-სკანდალის შიშით არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა დანიელ პასარელამ გუნდის ექიმ პეპე სევესოს სთხოვა ფეხბურთელებითვის საიდუმლოდ ტესტები ჩაეტარებინა. ერთი ფეხბურთელის ტესტი დადებითი აღმოჩნდა და ჟურნალისტებმა იეჭვეს, რომ ეს ვერონი იყო. სენტ ეტიენში, სადაც ნაკრები იმყოფებოდა, ვერონმა დოპინგზე „ოლეს“ ჟურნალისტის დასმულ კითხვზე არ უპასუხა. იამაიკასთან დამაჯერებლად იმარჯვეს, ვერონმა ორტეგას საგოლე პასი გაუკეთა და არგენტინულმა გაზეთებმა დაწერეს, რომ გამარჯვება მათმა ფეხბურთელებმა ლიონელ მეძავებთან აღნიშნეს. პრესას ბოიკოტი გამოუცხადეს, ვერონმა ტურნირზე ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, დოპინგი ვერ აღმოუჩინეს და სამი წელი თანამემამულე ჟურნალისტებს არ ელაპარაკებოდა. მხოლოდ ერთი გამონაკლისი დაუშვა, როდესაც ლა-პლატას საავადმყოფოში ავტოავარიის შემდეგ მოხვდა, სადაც თავის მეგობარ გასტონთან ტრაბახობდა, რომ „ლაციოში“ გადასვლის შემდეგ ახალი კაბრიოლეტი იყიდა. ტელევიზიებმა იუწყეს, რომ ვერონი ავტოავარიაში დაშავდა, მან კი განმარტა: „წესრიგში ვარ. უბრალოდ, შევამოწმე შეუძლია თუ არა ჩემს მანქანას ფრენა“.

“ლაციოში” გადსვლამდე კი ფრთები “პარმაში” გაშალა, თუმცა 98/99 წლების სეზონი კარგად ვერ დაიწყეს. მე-6 ტურში “პერუჯასთან” წაგების შემდეგ გუნდის გასახდელში პრეზიდენტი სტეფანო ტანცი შეიჭრა:

“ასე აღარ უნდა გაგრძელდეს! – უყვიროდა ტანცი ბუფონს, კანავაროს, კიეზასა და სხვებს, – ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, თქვენ კი რას აკეთებთ. აი, შენ ვერონ, შენ საერთოდ რა დაგემართა? შენ სანაცვლოდ ამდენი ფული გადავიხადეთ და საშინლად თამაშობ. არ გრცხვენია?”

-მე მეუბნებით?

-კი შენ, კილოობით ფული დავხარჯეთ შენს ტრანსფერში და არაფერს აკეთებ!

-მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, და ეს მინდა ყველამ გაიგოს. სეზონის ბოლოს აქიდან გამარჯვებული წვალ!

მაისში ერთ კვირაში „პარმამ“ უეფას (ვერონმა კიეზას საგოლე პასი გაუკეთა) და იტალიის თასები მოიგო, რის შემდეგაც სებასტიანს სტეფანო ტანცის ეწვია:

-გუნდიდან მივდივარ!

-ჩვენ ზრდა გვინდა განვაგრძოთ, გვჭირდები.

-გახსოვთ, უკვე გითხარით, აქიდან გამარჯვებული წავალ მეთქი!

-მაგრამ, მე შენი გაშვება არ შემიძლია…

ვერონი არ დათანხმდა, ის ვერ კრესპომ გადაიბირა და „ლაციომ“ მასში 30 მილიონი დოლარი გადაიხადა. სამართლიანობისათვის მებრძოლმა ვერონმა მხარზე ჩე გევარას პორტრეტი გამოისახა, მაგრამ არ გაითვალისწინა, ამას როგორ აღიქვამდნენ რომაული კლუბის ულტრამემარჯვენე ფანები. მათ ტატუს არა მარტო თამაშისას, არამედ ვარჯიშის დროსაც დაფარვა მოსთხოვეს, შემდეგ საერთოდ მოშორება, რაც ვერონმა არ გააკეთა. მაშინ ფანებმა მისი შურცხმყოფელი ბანერების გამოფენა დაიწყეს, რაზეც ფეხბურთელმა პირველ 5 ტურში 4 გოლით უპასუხა.

2000 წლის 14 მაისს „ლაციომ“ „რეჯინა“ გაანადგურა, 25 წლის მანძილზე პირველად გახდა ჩემპიონი, ვერონმა კი იმ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. სეზონის დასრულებამდე „ინტერთან“ თასის ფინალი რჩებოდა. ქუჩაში სამი ფანი შეხვდა და დაუძახეს: „კიდევ გაქვს ჩეს ტატუ? გვაჩვენე“.

„სახელო ავიწიე, ისინი კი ცოტა ხანი გაჩუმდნენ, სვირინგს უყურებდნენ. უცებ კი აკოცეს. ამის არ მჯეროდა. შემდეგ კი მითხრეს: “ყველაფერი რიგზეა ვერონ, გპატიობთ!“, – დაწერა ვერონმა წიგნში „მხარე В„

იტალიის პროკურატურისგან პატიებას 7 წელი ელოდა, 2000 წელს დაკითხვაზე 6 საათი იმყოფებოდა, როდესაც არკვევდნენ, თუ როგორ მიიღო იტალიური პასპორტი. „იუვენტუსთან“ სათასო მატჩის შემდეგ სახლში ოჯახთან ერთად ტელევიზორს უყურებდა და პროკურატურა ჩხრეკის ორდერით მიადგა. გაყალბებულ იტალიურ პასპორტს ეძებდნენ. ვერონმა „ლაციოს“ დირექტორს დაურეკა, ყურმილში კი უცნაური რამ გაიგონა: „შეინარჩუნე სიმშვიდე და არაფერი არ უთხრა“.

კლუბმა იმას მიაღწია, რომ პასპორტის გაყალბებაში ახალგაზრდა თარჯიმანი მარია ელენა ტედალდი დაადანაშაულეს, ვინაც დოკუმენტები გააფორმა. მას 15-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი წლის შემდეგ კი არგენტინელების (მაქსი ლოპესი, გაბი მილიტოსა და სხვების) პასპორტების გაყალბებისათვის ისევ დააპატიმრეს. „მანჩესტერი“ იწვევდა, ვერონს იტალიის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ 30-თვიანი პატიმრობის საფრთხე იყო და ალექს ფერგიუსონის მიწვევას დათანხმდა. მეუღლე ფლორენსიამ უთხრა, რომ რადგან ინგლისურის მასწავლებელი იყო და ბრიტანეთში არ გაუჭირდებოდათ. „იუნაიტედს“ ეს სიამოვნება 40 მილიონი დოლარი დაუჯდა.

2001 წლის 12 ივლისს „ოლდ ტრაფორდზე“ ფერგიუსონთან სურათების გადაღებისას მასთან ქალი მივიდა, რომელსაც 14 წლის შვილი გარდაეცვალა და მაისურზე ავტოგრაფის გაკეთება სთხოვა. უთხრა, რომ მაისურის საფლავში ჩატანება სურდა.

„მანჩესტერში“ კარგი სტარტი გამოუვიდა, შემოდგომაზე 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, შემდეგი წელიწადნახევარი კი მხოლოდ საჩემპიონო ავტობუსში ინციდენტით იყო დასამახსოვრებელი. მიკროფონი აიღო და დაიყვირა: „არ-გენ-ტი-ნა!“ ავტობუსში მისი თხოვნით ასული „ბრისტოლის“ თანამემამულე მორაგბე აგუსტინ პიშოტიც კი შოკში ჩავარდა, როცა მიკროფონისთვის გაჩაღებული ჩხუბი იხილა.

2002 წელს ნაკრების მწვრთნელ მარსელო ბიელსას დაუმალა, რომ აქილევსის მყესის პრობლემა ჰქონდა, ცუდად იასპარეზა ინგლისთან და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ჯგუფიდან ვერ გავიდნენ და გულშემტკივრებმა ღალატში დაადანაშაულეს: 2003 წლის სექტემბერში „მონუმენტალის“ სტადიონზე ჩილესთან 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩისას უსტვინეს და სკანდირებდნენ: „ბორომ, ბომბონ, ბორომ, ბომბონ, უნდა ითამაშოს სავიოლამ და არა ვერონმა“. „მონუმენტალი“ „რივერ პლეიტის“ სტადიონია, რომლის შემადგენლობაში სავიოლა ორჯერ გახდა არგენტინის ჩემპიონი.

„მანჩესტერმა“ ბექჰემი „რეალს“ მიჰყიდა და გუნდის ვეტერანებმა ფერგის ვერონის შენარჩუნება სთხოვეს, მაგრამ არგენტინელს თავისმა საყვარელმა მწვრთნელმა ერიქსონმა დაურეკა და უთხრა, რომ ევრო 2004-ის შემდეგ ინგლისის ნაკრებს დატოვებდა, „ჩელსის“ ჩაიბარებდა და რომან აბრამოვიჩის გუნდში გადასვლა ურჩია (სხვათა შორის, სწორედ ერიქსონმა დაარწმუნა აბრამოვიჩი ეყიდა “ჩელსი” და არა “ტოტენჰემი”) ვერონი გადავიდა, ერიქსონი – ვერა.

თავის მეორე პრემიერლიგურ გუნდში კარგი დებიუტი გამოუვიდა, აბრამოვიჩის ეპოქის „არისტოკრატებში“ პირველი გოლი გაიტანა (ლივერპულთან), მეორე ტურში მის მიერ ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში „ლესტერის“ მცველმა ნალისმა ჩაჭრა, შემდეგ კი ზურგი ასტკივდა – მალთაშუა თიაქარი, ოპერაცია და ნახევარი წელი ფეხბურთის გარეშე. ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ლონდონში მისი სახლის პირველ სართულზე 35 წლის მშენებელი უეინ ჰარლი გადაძვრა, დანით მთელ ოჯახს ემუქრებოდა, ფლორენსიას ნიშნობის ბეჭედი წაართვა, სახლში მთელი ერთი საათი ფულსა და ძვირფასეულობას ეძებდა. როცა წავიდა, მაგარი მთვრალი იყო და ავტომობილით ბოძს შეეჯახა, დააპატიმრეს და ოთხჯერ ქურდობისათვის ნასამართლევს არასრულწლოვანი ბავშვების დაშინებისა და მორიგი ძარცვისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ვერონების ოჯახმა ლონდონში ცხოვრება შეუძლებლად მიიჩნია და 2004 წელს არგენტინელი „ინტერში“ გადავიდა, რომელსაც „სამპდორიასა“ და „ლაციოში“ მისი ყოფილი გუნდელი მანჩინი წვრთნიდა, თუმცა მალე იქაც ვერ იგრძნო თავი კარგად. „გუნდში 8 არგენტინელი, 2 ურუგვაელი და 1 კოლუმბიელი ვიყავით, ესპანურად ვსაუბრობდით, იტალიელები თავს უცხოელებად გრძნობდნენ, ეს არ იყო სწორი“. კიდევ უფრო გაუფუჭა ხასიათი „იუვესთან“ მატჩის წინ მომხდარმა შემთხვევამ: „მოედანზე გასვლის წინ დავინახეთ, რომ მეტოქე გუნდის ხელმძღვანელები ლუჩანო მოჯი და რობერტო ბეტეგა მსაჯთა ოთახში ისე შევიდნენ, რომ ამის დამალვა არც უცდიათ. ლუიშ ფიგუ ამ ამბავს ჟურნალისტებს მოუყვა, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ დამარცხების გამო თავს იმართლებდა“, – იხსენებს ვერონი.

ჯერ კიდევ „ინტერში“ თამაშისას ვერონმა „ესტუდიანტესის“ დახმარება დაიწყო: საწვრთნელ ბაზაზე რემონტის ფული გადაიხადა, ახალგაზრდული გუნდისთვის ტრენაჟორები და ფორმები შეიძინა და მილანურ კლუბთან კონტრაქტის დასრულებამდე ნახევარი წლით ადრე სპორტულ დირექტორ ლელე ორიალის განუცხადა, რომ არგენტინაში ბრუნდებოდა. „გაგიჟდი, შენც კარგად მიგდის საქმეები და გუნდსაც, ხელშეკრულების 3 სეზონით გახანგრძლივება უნდა შემოგთავაზოთ. შენთან ერთად ყველას დავამარცხებთ“, – შეიცხადა ორიალიმ. სებასტიანმა კი მიუგო, რომ ევროპაში 10 წელია არიან და ოჯახს სამშობლოში დაბრუნება სურდა.

ეს ამბავი „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტმა აგილარმა შეიტყო, მილანში ჩავიდა და ვერონს თავის გუნდში თამაში შესთავაზა, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. სებასტიანმა მამის 11 ნომერი აიღო და „ესტუდიანტესის“ ახალ მწვრთნელ სიმეონესთან(ის ვერონთან კონსულტაციის შედეგად დანიშნეს) ერთად 1983 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა ჩემპიონატი. ქვეყნის პრეზიდენტ ნესტორ კირშნერს შეხვდა და კლუბის სტადიონის რეკონსტრუქცია სთხოვა. პრეზიდენტი ერთი პირობით დათანხმდა: „თანახმა ვარ, ოღონდ „რასინგთან“ არ ითამაშებ, შევთანხმდით?“ კირშნერი „რასინგის“ ქომაგი იყო. „ვნახოთ, პრეზიდენტო, ვნახოთ“, – უპასუხა ვერონმა. 2006 წლის 25 ნოემბერს „რასინგთან“ ითამაშა, გუნდს ზედიზედ მეათე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა და ოქროს მედლების მოპოვებას მიუახლოვა.

2 წლის შემდეგ „ესტუდიანტესის“ ხელმძღვანელობის მიზეზით გამოწვეული არეულობის გამო გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა, აშშ-ში მეუღლესთან ერთად გადაფრინდა და „დი სი იუნაიტედთან“ მოლაპარაკება დაიწყო, ბავშვებისთვის სკოლაც შეარჩია, მაგრამ როდესაც ბარგის წასაღებად ლა-პლატაში ჩავიდა, თანაგუნელები დაუხვდნენ: „მთელი წელი ლიბერტადორესის თასზე გასასვლელად ვიბრძოდით, ახლა ერთად უნდა ვიყოთ“.

ნახევარი წლის შემდეგ ლიბერტადორესის თასის ფინალში „კრუზეიროს“ ნახევარმცველმა ენრიკემ ვერონს იდაყვით წარბი გაუხეთქა. ის ექიმთან მივიდა და უთხრა, რომ სისხლი შეეჩერებინა. ანესთეზიის გარეშე ორი ნაკერი დაადეს და თამაში გააგრძელა. საპასუხო მატჩი „მინეიროს“ სტადიონზე იყო, სადაც დიდას ადრე გოლი გაუტანა. მაურო ბოსელის საგოლე გადაცემა გაუკეთა და „ესტუდიანტესმა“ 1970 წლის შემდეგ პირველად მოიგო ტურნირი. 1970 წელს 11 ნომრით გამარჯვებული მისი მამა გახდა, ახლა კი – შვილი.

ისე მოაწონა მარადონას თავი, რომ სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანა. ისინი დამეგობრდნენ და დიეგომ სებასტიანს გაუმხილა, რომ ძაღლმა ბელამ წამლის მიღების შემდეგ ისე უკბინა ტუჩზე, რომ კოსმეტიკური ოპერაციის გაკეთება მოუწია. ძაღლი ნახევარი წლის მერე თირკმლის უკმარისობით მოკვდა.

ნაკრებში დაბრუნებას ახალი სპონსორული კონტრაქტები მოჰყვა – Adidas-ს, Yogurísimo-ს და Philips-ს მოელპარაკა, რომ „ესტუდიანტესის“ ახალგაზრდული გუნდები ეკიპირებით, რძის პროდუქტებითა და ტელევიზორებით მოემარაგებინათ.

მუნდიალის წინ შეკრებაზე ლიონელ მესიმ შესჩივლა: „სება, ვერ გავიგე, „ბარსელონაში“ რატომ გამომდის ყველაფერი, ნაკრებში კი – არა“. – „იმიტომ, რომ ნაკრებისგან განსხვავებით „ბარსელონა“ გუნდია, მაგრამ ჩვენ ერთი თვე გვაქვს იმისათვის, რათა გუნდი გავხდეთ“. ისინი პრეტორიაში სასტუმროს ერთ ნომერში ცხოვრობდნენ, ერთმნეთს პინ-პონგს ეთამაშებოდნენ. როდესაც პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მესი როგორი მეზობელი იყო, უპასუხა: „კარგი, თუმცა ძალიან ხმამაღლა ხვრინავს“. პირველი გოლი არგენტინამ ვერონის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა და მეოთხედფინალიდან გამოვარდა, სებასტიანს მარადონასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და იმისათვის, რათა ისევ გუნდი გამხდარიყო, კიდევ 4 წელი დასჭირდა. ნაკრებს უკვე ალეხანდრო საბელია ედგა სათავეში, რომლის ხელმძღვანელობით ვერონმა ლიბერტადორესის თასი მოიგო.

ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების მერე „ესტუდიანტესის“ პრეზიდენტის არჩევნები მოიგო (ხმების 75% მიიღო) და გულშემატკივრებს დაპირდა, რომ თუ მშენებარე არენის ლოჟების აბონემენტების ნახევარზე მეტს შეიძენდნენ, მოედანზე დაბრუნდებოდა. თან, ამ თანამდებობაზე ყოფნისას 1 პესოც არ აუღია!

ფანებმა აბონიმენტები შეიძინეს და სებასტიანმა „ესტუდიანტესთან“ ერთსეზონიანი ხელშეკრულება გააფორმა. ითამაშა ჩემპიონატ და ლიბერტადორესის თასზე ლუკას როდრიგესთან და სანტიაგო ასკასიბართან ერთად, რომლებიც ასაკით მასზე ორჯერ უმცროსები იყვნენ. 2017 წელს ეკვადორის „ბარსელონასთან“ ფაკუნდო სანჩესს საგოლე გადაცემა გაუკეთა – 42 წლის ასაკში. ახლა კი მისი შვილი, დეიან ვერონიც “ესტუდიანტესში” თამაშობს. ალბათ არ გაგიჭირდებათ გამოცნობა, რა ნომერი აწერია 20 წლის ბიჭს ზურგზე…

წყარო: OLE

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო