11 X 11
სპორტული პორტალი

რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და რამდენი ადგილით დაწინაურდება რეიტინგში

0

საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-იანი კატეგორიის ტურნირის ფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (დოჰას ტურნირის მოქმედი ჩემპიონი) 2 სეტში (7:6, 6:2) დაამარცხა და კარიერაში მე-4 ტიტული მოიგო.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ნიკოლოზს დოჰას შეჯიბრებამდე მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდა მონაგები, ისიც მსოფლიოს ტოპ 250 რეიტინგის მიღმა მყოფ ორ თურქ ჩოგბურთელთან, ხოლო ყატარში კი სრული ტრანსფორმაცია ვიხილეთ.

შეჯიბრის მიმდინარეობისას ნიკოლოზმა მსოფლიოს 41-ე ჩოგან, ავსტრალიელ მილმანს 3 სეტში სძლია: 2:6, 6:4, 6:2.

მეორე წრეში კი ბასილაშვილი ვეტერან ჯაზირის 2 სეტში გაუსწორდა: 6:2, 6:2.

მესამე წრეში კი კარიერის უდიდესი გამარჯვება მოიპოვა და თვით როჯერ ფედერერს მოუგო: 3:6, 6:1, 7:5.

ნახევარფინალში კი ახალგაზრდა და პერსპექტიული ამერიკელი, მსოფლიოს 33-ე ჩოგანი ტეილორ ფრიცი 2 სეტში დაამარცხა: 7:6, 6:1.

საბოლოოდ, ნიკოლოზმა კარიერაში მე-4 ტურნირი მოიგო, საპრიზო თანხად 69 520 დოლარი გამოიმუშავა, 250 სარეიტინგო ქულაც მიიღო და განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს 34-ე ჩოგანი იქნება.

თუმცა, ამის გარდა, განსაკუთრებული ის გახლავთ, რომ როგორც იქნა, ნიკოლოზმა კორტს გარეთ არსებული პრობლემები გადალახა და ისეთი ჩოგბურთი აჩვენა, რაც კარიერაში არ უთამაშია. ნიკოლოზი საოცრად ცოტა შეცდომას უშვებდა, ძალიან მომთმენი იყო, რაც აქამდე არ სჩვეოდა და შეტევისთვის სწორ დროს არჩევდა. მესამეც, ასეთ კარგად ნიკოლოზს აქამდე არასდროს მოუწოდებია, უმირესი ოდენობის ორმაგი შეცდომები, ბევრი ეისი და ძალიან ძლიერი მოწოდება – ეს ნიკოლოზისაგან ნამდვილად სიახლე იყო, სასიამოვნო სიახლე.

ამ პროგესის გარეშე ვერანაირად ვერ დაამარცხებდა რობერტო ბაუტისტა აგუტს, რომელმაც ფინალის გზაზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ტურნირის პირველი ნომერი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. შემდეგ მსოფლიოს მე-8 ჩოგან ანდრეი რუბლოვს მოუგო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო