11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

მოვიგეთ, ისევ გაჭირვებით [VIDEO]

0
03.06.21. 663×81 ბანერი
 რაგბი ევროპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებს, ალბათ ამ გათამაშების ყველაზე ძლიერ მეტოქესთან მოუხდა შეტოქება. პორტუგალიასთან მატჩისგან განსხვავებით, გამომდინარე შემადგენლობიდან, იმედი გვქონდა რომ ბორჯღალოსნები უფრო დალაგებულად ითამაშებდნენ და დასაწყისი თითქოს ამას გვიქადდა, რადგან ეგრევე აფრასიძის ლამაზი გარღვევის შემდეგ ჯალაღონიამ ესპანეთი დაალელოვა და აბჟანდაძემაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სამწუხაროდ, ორ წუთში თითქმის იმავეთი გვიპასუხეს მასპინძლებმა და ანგარიში გაგვითანაბრეს. ამის შემდეგ მოედანზე მძიმე ბრძოლა დაიწყო ორმხრივი შეცდომებით და შესვენებამდე გუნდებმა მხოლოდ თითო ზუსტი ჯარიმები გაცვალეს.მეორე ტაიმში ესპანელები ჯარიმით პირველად დაწინაურდნენ, მაგრამ იმარჯვა შარიქაძემ, ხაზი გაჭრა და ბოლო პასით ტაბუცაძემ ლელო დადო. მართალია, აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა, მაგრამ მორიგი ჯარიმა კი ზუსტად სეასრულა. ჩვენების 6-ქულიანი უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ესპანელებმა ჯარიმით სხვაობა კვლავ 3 ქულამდე დაიყვანეს. მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ, მოლში წინანდებურად წინააღმდეგობა ვეღარ გაგვიწიეს და მესამე ლელო ბრეგვაძემ დადო, გარდასახვაში აბჟანდაძე ისევ ზუსტი იყო და სხვაობა 9 ქულა გახდა. თითქოს ესპანელები უნდა გატეხილიყვნენ, მაგრამ მთელი ძალები მოიკრიბეს და თითქმის უწყვეტად გვიტიეს, თუმცა მხოლოდ ჯარიმით ანგარიშის შემცირება მოახერხეს და სულ ეს იყო.ორი თამაშის შემდეგ ბორჯღალოსნები 9 ქულით გათამაშების ცხრილს სათავეში უდგანან.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო