11 X 11
სპორტული პორტალი

ბასილაშვილმა ტაი ბრეიკზე 6 შეცდომა დაუშვა და დუბაის ტურნირს დაემშვიდობა

0

ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 36-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის 500-იანი კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდა და სამწუხაროდ, 3 სეტში დამარცხდა – 6:4, 3:6, 6:7.

პირველ სეტში მეტოქეს ბრეიკპოინტიც კი არ ჰქონია, ნიკამ მეტოქის მოწოდებაზე 1 გეიმი მოიგო, რაც სეტის საკუთარ სასარგებლოდ დასასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა – 6:4.

მეორე სეტში კი ფრიცმა 1-დან 1 ბრეიკ პოინტი გამოიყენა, ნიკომ კი 4 ბრეიკ პოინტის გამოყენება ვერ შეძლო და სეტში დამარცხდა – 3:6.

მესამე სეტში ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებაზე სტაბილური იყო, მოგების შანსიც არ ჰქონია ფრიცს, თავად კი, სამწუხაროდ 3 ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენა და გადამწყვეტი სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა 6 უნებლიე შეცდომა დაუშვა, სეტიცა და მატჩიც წააგო.

შემდეგი ტურინირი, რომელზეც ნიკოლოზი გამოვა მაიამის პრესტიჟული მასტერსია.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო