11 X 11
სპორტული პორტალი

როგორ იქცა ბომჟი მეფედ – ფაველას შვილის ისტორია

0
– მარკინიო, შეიძლება ღამე შენთან გავათიო? კაზემირომ 5 წლის ასაკში უკვე იცოდა, რომ მეგობრებს სარგებლობა მოჰქონდა. სულ მცირე, ღამის გასათავის შემოთავაზება შეუძლიათ. კარლოსის დედა წინააღმდეგი არ იქნება. ის უფროსია და ღამის გასათევი ადგილიც თავად უნდა იპოვოს; მეორე შვილს კი დეიდასთან უშვებს, მესამეს ბებიასთან, თავად თუ გაუმართლებს, სადმე თავისუფალ დასაწოლს იპოვის. თუ არ გაუმართლა, მოუწევს საიმედო თაღის პოვნა, რომლის კუთხეშიც დაწვება იმის იმედად, რომ მთვრალები ვერ შეამჩნევენ…  მარკინიო, სწრაფთვალება ჭუჭყიანი ბიჭუნა, წინააღმდეგი არაა. ის კარლოსთან ერთად ფაველასკენ მიიწევს, გადაივლიან ხმაურიან გამზირებს: იქ უამრავი რესპექტაბელური თეთრკანიანია, რომლებსაც კონკიების ცუღლუტი მზერა არ მოსწონთ. სხვათა შორის, კარლოსსა და თავად მარკინიოს თავი ზოგჯერ პატრიციად წარმოუდგენია: 4 ხის ფიცარში ცხოვრობს, რომელთა ერთიანობასაც ფაველაში სახლი ჰქვია. – ოდესმე “რეალში” ვითამაშებ,- ამბობს მარკინიო და აქეით-იქით იცქირება ღარიბულ ოთახში, რომელშიც 7 ადამიანია შეყუჟული. კაზემირო ჩუმადაა, საოცნებოდ არ აქვს საქმე, უნდა გამოიძინოს და ძალები აღიდგინოს, რათა დილის შეხვედრა კარგად ჩაატაროს. შეიძლება, იმ მატჩს სკაუტებიც კი დაესწრონ, ამ შემთხვევაში კი მას არასასურველი რეალობიდან თავის დაღწევის შანსი მიეცემა, თუნდაც შტატის ჩემპიონატში შეიძლება მოხვდეს. ეს კი საჭიროა! – სილვასთან უნდა მივიდეს – ღამის გათევა 1 თვეა არ უთხოვია, თუ უარს ეტყვის, ქუჩაში დედასთან ერთად დარჩება. ხვალ ისინი მოედანზე გავლენ, მარკინიო კი მისი საუკეთესო მეგობარია, რომელიც კაზემიროსთან ერთად იმავე გუნდში მოხვედრას ეცდება. ის სწრაფი და ტექნიკურია, მაგრამ კარლოსის წინააღმდეგ თამაში არ მოსწონს. ეს არავის იზიდავს. კაზემირო ყველა მიკროდუელის მოგებისთვის იბრძვის. ის გუნდში ყველაზე ძლიერია, მასთან ბრძოლა კი კედელთან ჭიდილს ჰგავს. კაზემირო უხეშად ეთამაშება, როგორც მტრებს, ისე მეგობრებსაც, ბოლოს და ბოლოს, მას მოდუნების საშუალებას ცხოვრება არ აძლევს. – ეს ხომ სამოთხეა! კაზემირო 11 წლისაა და სულ ახლახანს ჩარიცხეს “სან პაულუს” აკადემიაში. როცა კარლოსს ინტერნატში ოთახზე ესაუბრნენ, არ დაიჯერა. ახლა კი კარის წინ იდგა და იაზრებდა, რომ შეუძლებელი რამ მოხდა: მას საკუთარი ოთახი ექნება. “დასაძინებელი ადგილი გამომიჩნდა. ოთახი მომცეს, რომელში ტელევიზორიც კი იყო, კონდიციონერი და მუსიკა; მაჭმევდნენ. ეს დაუჯერებლად მეჩვენებოდა.” მაგრამ, ეს სიმართლეა და კაზემიროს, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ფეხბურთზე შეუძლია იფიქროს. აი, კვებას კი ვერ მიეჩვია: საჭმელს თავისი თავისა და ძმებისთვის თვითონ ამზადებდა. კაზემიროს სტიპენდია დაუნიშნეს, მაგრამ მას საწოლი და საჭმელი აქვს, რაღაში სჭირდება ფული? კარლოსი თანხას დედას უგზავნის, თვითონ კი საყვარელი კოქტეილისთვის გროშებს იტოვებს.  ცხოვრება ლაგდება, მაგრამ კაზემირო არ ივიწყებს, ამას როგორ მიაღწია. ბედი სისუსტის გამოვლენის უფლებას არ აძლევდა და თავადაც არავის ინდობს. “სან პაულუში” მასზე ძლიერი და დაუნდობელი არავინაა. თანატოლები მის გუნდში მოხვედრას ცდილობენ და უხარიათ, როცა სხვა აკადემიის ბიჭებთან თამაშის დრო მოდის. ოპონენტები კაზემიროსთან ყოველი შეჯახების შემდეგ ძირს ეცემიან. კარლოსს კი აღმერთებენ, ისე, როგორც მაგარი ბიჭები უყვართ გუნდელებსა და გულშემატკივრებს. მწვრთნელები კი სხვა რამეს ხედავენ: კარგი ტექნიკა და არასტანდარტული ჰორიზონტალური გადაცემები. ის 14 წლისაა და ცნობილი ხდება: სკაუტები მისი თამაშის სანახავად ევროპიდან ჩამოდიან. “მას “სან პაულუში” ვხედავდი. ისე ჩანდა, თითქოს ზრდასრული პატარა ბავშვებს ეთამაშებოდა. მათი ტოლი იყო, მაგრამ მასში რაღაც უფრო მეტი იყო… ყოველი მატჩისას კაზემირო მოედნის ცენტრს იპყრობდა. ბრწყინვალე ფიზიკა ჰქონდა, ამავე დროს ნამდვილი ბრაზილიელივით ტექნიკური გახლდათ,”- იხსენებდა ლეგენდარული კაზირაგი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ სკაუტი გამხდარიყო. კაზემირო 16 წლისაა და სკაუტებს ის ავიწყდებათ. კაზირაგი ბოლოს ნებდება. კარლოსის თამაშმა სიზუსტე დაკარგა, დარტყმები ბურთის ნაცვლად მეტწილად ფეხებში მიდის, თვითონ კი ძალიან მოიმატა და მოწინააღმდეგეებს ვეღარ ეწევა. ვიღაცას ეჭვი უჩნდება, რომ ბიჭი შეიცვალა. ტაქსისტები – ბრაზილიაში ფეხბურთელებზე ტაქსისტებიდან იგებენ – ამბობენ, რომ ხელი გართობას მიჰყო. ყოველ ღამეს კაზემირო სმაში ატარებს და ვარჯიშებზე ფეხზე ძლივს დგას. ჯერ მწვრთნელებს დაცოფავს და ეჩხუბება, რომლებმაც გაბედეს და რეჟიმის დაცვა მოსთხოვეს, შემდეგ კი მოედანზე შედის. ახლა უკვე მეტოქეები და მსაჯები იგებენ, რას ფიქრობს კარლოსი მათზე და მათ დედებზე. ყოველ თამაშში ყვითელ ბარათს იღებს, მწვრთნელი კი მუდმივად ცვლის: მის აღზრდას ცდილობს. კარლოსს მეტსახელს არქმევენ – “კაზემარრა”, რომელიც სიტყვა “marrento”-დან მოდის, რაც “ქედმაღალს” ნიშნავს. კაზემირო ყველას ეჩხუბება: მეგობრებს, მოწინააღმდეგეებს, მწვრთნელებს – მერე ჟურნალისტებზეც გადავიდა. ბრაზს ვერ იკავებს, როცა ლუკას მოურას აკადემიის მთავარ ვარსკვლავად თვლიან. კარლოსმა ყველაფერს მიაღწია, რაზეც ოცნებობდა: ფაველების ჯურღმულს თავის დააღწია, დედას სახლი უყიდა – ახლა კი სამყაროში ადგილს ვერ პოულობს…  კაზემირო 19 წლისაა და სამყარო წინანდელზე უფრო ხელგაშლილი ეჩვენება. მწვრთნელებმა მის ტვინში შეაღწიეს, თვითონ კი ახალი მიზანი დაისახა. ხვალ ის სუდამერიკანა U-20-ზე გაემგზავრება; გუნდს ფლანგებზე სწრაფი ნეიმარი და ლუკას მოურა ჰყავს, კაპიტანი კი კაზემიროა. ის ეკვადორთან უმნიშვნელოვანეს თამაშს იხსნის და ნაკრებს ტიტულის მოპოვების შანსებს შეუნარჩუნებს, იშტაზე მოსული ბრაზილიელები კი ურუგვაელ კონკურენტებს მიწასთან გაასწორებენ. კაზემირო მშვიდადაა. კარლოსმა სიამაყე დაიოკა, როცა გააცნობიერა, რომ არაფრისთვის მიუღწევია. მისი სიდიადე ისეთივე მცირეა, როგორც დედამისის სახლი. ის საკუთარ თავზე მუშაობს და ყოველ დღე უფრო ძლიერი ხდება, უფრო სწორიც. “სან პაულუს” “რეალი” მიმართავს, მაგრამ გარანტიას მხოლოდ “კასტილიაში” თამაშზე აძლევს. კარლოსს არ ადარდებს, რომ “სან პაულუს” კაპიტანია და ამ დონეზე უკვე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ეს მისი მეგობრების ბავშვობის ოცნებაა და აუცილებლად უნდა მიაღწიოს. დაინახა რა კაზემირო, ანჩელოტიმ ვერდიქტი გამოიტანა: 16 წლის განმავლობაში არასწორად იყენებდნენ. კარლოსი საყრდენი გახდა, ამ როლს სწრაფად მოერგო, თუმცა “გალაქტიკოს” ძირითადში ადგილი ასე მალე ვერ დაიმკვირდა. “პორტუში” გამგზავრება მოუწია, სადაც თავი ლოპეტეგის შეაყვარა. კარლოსი მისვლიდანვე “დრაკონების” ლიდერობისკენ დაიძრა. მას პორტუგალიაში საუკეთესო ნახევარმცველად ასახელებენ. მადრიდში ბენიტესი მიდის, რომელიც პერესს ეუბნება: “რეალის” თამაშში ერთი სუსტი ადგილია”. “რომელი?” – გულუბრყვილოდ სვამს შეკითხვას ფლორენტინო და პასუხს ისმენს: “კაზემირო “პორტუში” თამაშობს.” ბრაზილიელი მადრიდში ბრუნდება. ის უკვე მილიონერია და ოჯახს უპრობლემოდ შეინახავს. შობას ძმები წერილს უგზავნიან, რომელშიც წერია: “მადლობა, მამა!” ის “რეალშიც” ყველაზე ძლიერია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. კაზემირო პასზეც მუშაობს, პოზიციის შერჩევაზე, ჟურნალისტებს კი ეუბნება, რომ მწვრთნელი ყოველთვის მართალია. ზიდანი კარლოსის პროგრესს ამჩნევს და მას ძირითადში აყენებს…  ის 25 წლისაა და დასახულს მიზანს ისევ მიაღწია. კაზემირო ოჯახსა და საკუთარ თავზე ზრუნვას ახერხებს. ახლა კი “რეალზეც” ზრუნავს. ორი ფეხით მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ფეხბურთს ცვლის, მასში ბალანსსა და წესრიგს ამყარებს. ესპანეთში ბურთს მასზე უკეთ ვერავინ ართმევს. როცა პრობლემებია – კარლოსი კარში დარტყმას იწყებს და “გალაქტიკოს” თამაშში აბრუნებს. წითელ ბარათებზე კი თითქმის მუდმივი ამინისტია აქვს… “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადის, 4 წელში მალე მესამედ მოიგებს, ერთერთ ეპიზოდში კი კაზემირო პიანიჩს მოცელავს. ბოსნიელი ტკივილისგან წრიალებს, კაროლოსი კი მხოლოდ იცინის: ცხოვრება მის მიმართ ყოველთვის დაუნდობელი იყო, ის კი სხვების მიმართ არის ასეთი.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო