11 X 11
სპორტული პორტალი

რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების პრესკონფერენცია რუმინეთთან მატჩის წინ

0
რუმინეთთან ხვალ გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა „მიხეილ მესხზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 28 მარტს 15 საათზე, „მიხეილ მესხზე“ დაიწყება და მას გულშემატკივართა მესამედი დაესწრება.

ეს ფაქტორი დადებითად აისახა გუნდის განწყობაზე. შარიქაძე ამბობს:

„მთელი სიამოვნება, რაც სპორტსმენობას შეეხება გულშემატკივრებთანაა დაკავშირებული. მათი ემოცია და ატმოსფერო, თითოეული მოთამაშისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს და შეგვიძლია გულშემატკივრის გახარება“.

აღნიშნულით კმაყოფილია მაისაშვილიც:

„მაყურებელი რაგბს ალამაზებს, განსაკუთრებით ისეთი მაყურებელი, როგორიც ჩვენ გვყავს. განებივრებულები ვართ მათი მხარდაჭერით და მოუთმენლად ველოდებით თამაშის დაწყებას“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი და გულშემატკივარს სანახაობრივ რაგბის პირდება:

„გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ასევე ტაქტიკურად და ტექნიკურად. ეს ბოლო კვირაა და ვიმუშავეთ იმ დეტალების სრულყოფაზე, რაც წინა თამაშებში არ გამოგვივიდა. ვისურვებდი, რომ ბიჭებმა შეძლონ ემოციისა მართვა და მეტი ყურადღება მიაქციონ შეტევების დაბოლოებას. სხვა მხრივ მზად ვართ და თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, ლამაზი და სანახაობრივი თამაში გამოგვივა“.

მაისაშვილს წინა მატჩთან შედარებით განხორციელებულ ცვლილებებზეც კითხეს:

„არსებულ მდგომარეობაში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. დაგვაკლდებიან ტრავმირებული მოთამაშეები. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ბექა საღინაძე, რომელმაც წინა ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. პირველ ხაზში მუდმივად გვაქვს როტაცია. შეთანხმების თანახმად, კლუბს დაუბრუნდა გურამ გოგიჩაშვილი და დებიუტი ექნება ახალგაზრდა ბურჯ ნიკა აბულაძეს“.

rugbi.ge

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო