11 X 11
სპორტული პორტალი

კაცნაკლულებმა რუმინეთსაც მოვუგეთ და რაგბი ევროპაც ისევ ჩვენია

0

საქართველო-რუმინეთი 28:17

რაგბი ევროპის მეხუთე ტურის ეს შეხვედრა ბორჯღალოსნებმა ძალიან კარგად დაიწყეს. თითქმის ყველა კომპონენტში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ეს შედეგშიც აისახა, მე-15 წუთისათვის ანგარიში 10:0 იყო, რომელიც საჯარიმო ლელოთი და აბჟანდაძის ჯარიმით მოაინაგრეს. თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა მამუკაშვილის გაძევებამ, რომელიც მაღალი ბოჭვისათვის დაისაჯა. რუმინელებმა ამით მაშინვე ისარგებლეს, ლელო დაგვიდეს და გარდასახვაშიც ზუსტნი იყვნენ. ცოტა ხანში ქართველებმა თამაში დაალაგეს, ბურთსაც დიდხანს ფლობდნენ და შეიძლება ითქვას, თამაშის სადავეები დაიბრუნეს, ხოლო ტაიმის ბოლოს ხანგრძლივადაც შეუტიეს, ლელო ვერა, მაგრამ კიდევ ერთი ჯარიმა მიითვალეს აქტივში.

მეორე ტაიმი რუმინელთა ზუსტი ჯარიმით დაიწყო. სიტუაცია ძალიან დაიძაბა და იმარჯვა გიგაშვილმა, რომელმაც კარგად წაიკითხა სიტუაცია და მეტოქე დაალელოვა, რასაც აბჟანდაძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. რუმინელებმა მთელი ძალები მოიკრიბეს და ათ წუთში მოლით დაცვა გაგვინგრიეს, დაგვალელოეს და სხვაობა ისევ სამ ქულამდე დაიყვანეს, თუმცა აშკარად დაიღალნენ, პოზიციური შეცდომა დაუშვეს და აფრასიძის ორიგინალური რეიდის შემდეგ ტაბუცაძემ ფლანგური გარღვევით ლელოთი ანგარიში 25:17 გახადა. რუმინელები გატყდნენ, უპირატესობა მთლიანად ბორჯღალოსანთა ხელში გადავიდა და შეცვლაზე შესულმა ბაბუნაშვილმა ზუსტი არეკნით მსუყე წერტილი დაუსვა ამ დრამატულ მატჩს.

ამ მოგებით საქართველო კიდევ ერთხელ გახდა რაგბი ევროპის გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასიც დაინარჩუნა.

 

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო