11 X 11
სპორტული პორტალი

კვარაცხელიას მიმართ უდიდესი ინტერესი გაჩნდა – ხვიჩამ რონალდუსაც გაადაასწრო

0
გუ­შინ, 28 მარტს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბებს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბამ მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა.შე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თველ­მა ვუნ­დერ­კინდმა თავი გო­ლი­თა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრიბ­ლინ­გე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნა.კარ­გი მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გერ­მა­ნულ­მა პო­პუ­ლა­რულ­მა სა­იტ­მა transfermarkt-მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტრანსფე­რე­ბის ვებ-გვერ­დია, 24 სა­ათ­ში ყვე­ლა­ზე ნახ­ვად ფეხ­ბურ­თლებს შო­რის 1-ლი ად­გი­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­ა­ნი­ჭა.მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლებს ერ­ლინ ჰო­ლა­ნი და კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ იკა­ვე­ბენ.ვებ-გვერ­დი კვა­რა­ცხე­ლი­ას 10 მი­ლი­ონ ევ­როდ აფა­სებს, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ფა­სე­ბი ბო­ლოს გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ნახ­ლდა. სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი დიდი ხა­ნია წე­რენ, რომ ხვი­ჩას შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ყა­ზა­ნის “რუ­ბინ­ში” თა­მა­შობს, ტოპ კლა­სის ევ­რო­პუ­ლი ლი­გე­ბის კლუ­ბებს სურთ.ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ფეხ­ბურთში ეს­პა­ნეთ­თან და­მარ­ცხდა. მატ­ჩი სტუმ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ან­გა­რი­შით 1:2 დას­რულ­და.თა­მა­შის პირ­ვე­ლი გოლი ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ი­ტა­ნა. შემ­დეგ ეს­პა­ნე­ლებ­მა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რეს, მატ­ჩის ბოლო წუ­თებ­ზე კი მას­პინ­ძლე­ბის კარ­ში კი­დევ ერთი გოლი გა­ი­ტა­ნეს. თა­მა­შის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ფეხ­ბურ­თის ეს­პა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით კომ­პლი­მენ­ტებს არ იშუ­რებ­დნენ. მატჩს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ეს­პა­ნუ­რი მე­დი­აც.
AS: მოუქნელობა ხვიჩამ ერთხელ გამოავლინა, თავხედი ქართველები “უმომავლო” ბერძნებს არ გვანან
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო