11 X 11
სპორტული პორტალი

ზიდანი კვარაცხელიაზე: სად რეალი, სად ლივერპული?

0
ქართულ პრესაში რა არ დაიწერა, ხვიჩა კვარაცხელია სად არ გაუშვეს. დღეს “ლივერპული” და კლოპიც დააინტერესეს. ამაზე კი მადრიდში ძალიან გაბრაზდნენ და ყველაფრისთვის ფარდა რომ აეხადა, ზინედინ ზიდანი დაგვიკავშირდა. მოგეხსენებათ, “რეალი” ის გუნდია, ტრანსფერს თუ ვინმეს შესთავაზებს, ფეხბურთელს სხვა ვარიანტები ავიწყდება. მოკლედ, ზიზუმ ჩვენი “აუდიო დღიურის” ფორმატში, კომენტარი გააკეთა.კლოპი “ლივერპულში” დარჩება თუ არა თვითონ არ იცის და კვარაცხელიაზე რას იტყოდა? არა, ხვიჩა მე ვინისიუსის შემცვლელად მჭირდება. აზარის იმედი მქონდა და რაც აქ ჩამოვიდა, ბუასილური ასთმა დაემართა. ხვიჩას სანახავად მარტვილში ჩავალ, ამბობენ, სამეგრელოში ყველაზე ლამაზი კუთხეაო და ელარჯზე კიდე მე ვგიჟდები. ხო და “ბაიერნიო”, “სევილიაო”, ისა ესაო, რა უნდა მანდ კვარას? ბოლოს და ბოლოს, სად “რეალი”, სად თუნდაც “ლივერპული”? მბაპე და ჰოლანი – ორივე მომწონს, მაგრამ საბაზრო ღირებულებაც მაღალია. სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციამ ბევრი წაიღო, ახალგაზრდა ფლორენტინო მაგ ფასად ახალ გალაკტიკოს შექმნიდა. ერთი გული იმაზე მწყდება, კვარა ლივერპულთან 1/4-ფინალში რომ არ მეყოლება, ისევ ვინისიუსი უნდა ვათამაშო და მაგისი იმედი როგორ შეიძლება გქონდეს? მარკეტში ყავაზე რომ გააგზავნი, პლოცკო მოაქვს. მოკლედ, ქართველ ჟურნალისტებს გადაეცით, შეწყვიტონ ჭორების წერა, ხვიჩა “რეალში” მოდის,” – ზიდანმა გაღიზიანება ვერ დამალა. 
ინიესტამ ისტორიაში საუკეთესო უწოდა, როდესაც „რეალში“ გადავიდა, პეპი ატირდა, გენიოსი იყო, მაგრამ სიზარმაცის გამო უდიდესი ვერ გახდა
 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო