
დავიდსი გასული საუკუნის ბოლო წლებსი მსოფლიოში საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ, სათვალის ტარება კი გლავკომის გამო დაიწყო
90-იან წლებში „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გადიოდა, ხოლო დავიდსი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველთა შორის შედიოდა. თავისი კარიერის პიკზე დავიდსს სუსტი წერტილებიც კი არ ჰქონია. მოედანზე მისი გადაადგილების სითბური რუკა მარჩელო ლიპის გულს ათბობდა. არასტანდარტული, ლამის ქუჩური ტექნიკა და არასტანდარტული მოქმედებები დავიდსს საშუალებას აძლევდა ტოლ-სწორად ეთამაშა და თვით რონალდინიოს ფინტებსაც კი გამკლავებოდა. მისი ფიზიკური მონაცემები და სისწრაფე მეტოქეებს თითქმის შანსს არ უტოვებდა.დავიდსი ზიდანთან სინერგიაში მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი გახლდათ. ის არსებულ ფორმატში ვერ ეტეოდა: საყრდენი ნახევარმცველისათვის შეუფერებლად ძალიან ბევრს უტევდა, მაგრამ ამით დაცვას არ აზარალებდა, რადგან კარგად გრძნობდა თამაშის მიმდინარეობასა და რიტმს. 1998 წელს ის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში მოხვდა, ხოლო თავის პოზიციაზე საუკეთესოდ ცნეს. აი, ერთი წლის თავზე კი კინაღამ კარიერის დასრულება მოუხდა.



დავიდსმა „ნაიკთან“ დადო კონტრაქტი. მან და ბექჰემმა ფეხბურთის კომერციალიზაციაში ახალ ერას ჩაუყარეს საფუძველი
ეპოქა იცვლებოდა. ისედაც ორიგინალური გარეგნობის დავიდსი, სათვალეებით მთლად განსხვავებულად გამოიყურებოდა. ყველას მოუნდა მსგავსი სათვალე ეტარებინა და მსოფლიოში სპორტული სათვალეების ბუმი დაიწყო. რამდენიმე კომპანიამ დაიწყო ამგვარი სათვალეების მასობრივი წარმოება და დიდი მოგებაც ნახეს.„ნაიკმა“ სწრაფად აუღო ალღო შექმნილ სიტუაციას და ედგარი Nike Tarj Pro-ს სახე გახდა. ამ ცნობილი სასპორტო ნაწარმის კომპანიამ დაიწყო დავიდსის ცნობილი სათვალეების ანალოგების წარმოება, რომლებიც მინიმალურად თუ ზღუდავდნენ პერიფერიულ მხედველობას და 2003 წელს „დავიდსის სათვალეებმა“ ბაზარი წალეკა.

ინიესტამ ისტორიაში საუკეთესო უწოდა, როდესაც „რეალში“ გადავიდა, პეპი ატირდა, გენიოსი იყო, მაგრამ სიზარმაცის გამო უდიდესი ვერ გახდა