11 X 11
სპორტული პორტალი

პრესკონფერენციაზე უცებ ამღერდა – “სოსიედადის” მწვრთნელის უმაგრესი საქციელი [VIDEO]

0
გუშინ, 3 აპრილს გამართულ ესპანეთის თასის ფინალში “რეალს სოსიედადმა” “ბილბაოს” 1:0 მოუგო და 1987 წლის შემდეგ პირველ ტიტულს დაეუფლა.გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იმანოლ აგუასილმა, რომელიც ბავშვობიდან “სოსიედადის” ფანია, 8 წელი კლუბის მაისურით ითამაშა და სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ სან-სებასტიანში აქვს გატარებული, სიხარული ემოციურად გამოხატა და პრესკონფერენციაზე ჩანტი შეასრულა:“ეს ყველაფერი შენთვის, გიპუსკოა(მხარე ბასკეთში)! ყველასთვის, ვისაც გული “რეალისთვის” უძგერს! შეუტიე “რეალ”! “რეალ”! მიდი,მიდი (ბასკურად)!” 49 წლის აგუასილი “რეალ სოსიედადში” 1988 წელს მივიდა, 1 წლის შემდეგ რაც კლუბმა თასი ბოლოჯერ მოიგო. 2018 წლიდან იმანოლი გუნდის მთავარი მწვრთნელია.
“რეალ სოსიედადში” განათლებას ფეხბურთზე ნაკლებად არ აფასებენ, საოცარი აკადემია აქვთ და გუნდში მეცნიერი ფეხბურთელიც ჰყავთ
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო