11 X 11
სპორტული პორტალი

ფეხბურთელებმა დაიჩოქეს და ისე ითხოვეს – როგორ შეაჩერა დროგბამ სამოქალაქო ომი

0
დიდიე დროგბას, როგორც ფეხბურთელს, ბევრი მაგარი მომენტი ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, სტემფორდ ბრიჯზე 9 წლის განმავლობაში ითამაშა.მხოლოდ იმ მატჩის გახსენება რად ღირს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბაიენრთან რაც გააკეთა და ლურჯებს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.ჯერ კიდევ 2000-ან წლებში, კოდ დიუვარის გმირმა მოახერხა და სამოქალაქო ომი შეაჩერა. დეტალებს BBC მოგვითხრობს.2005 წლის 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კოტ დიუვარი სუდანს ეთამაშებოდა. იცოდნენ, რომ კამერუნზე უკეთესი შედეგი უნდა დაეფიქსირებინათ, რომელიც იმავე ღამეს ეგვიპტეს ხვდებოდა.კოტ დიუვარმა ეს მატჩი მოიგო. იმ გუნდში პრემიერლიგის ვარსკვლავები: დროგბა, ზოკორა, ებუე და კოლო ტურე თამაშობდნენ. კამერუნისა და ეგვიპტეს მატჩი 1:1 მიმდინარეობდა, როდესაც, ბოლოს, პენალტის დარტყმის უფლება კამერუნელებმა მოიპოვეს.პიერ ვომემ პენალტი გააფუჭა და კოტ დიუვარი მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვდა. აი, იღბალი.ფეხბურთელებმა ეს ყველაფერი ძალიან ემოციურად აღნიშნეს. თუმცა, მალევე, მათი ყურადღება დროგბას სიტყვამ მიიპყროImage“კოტ დიუვარის მოქალაქეები, კაცებო და ქალებო. ჩრდილოეთით, სამხრეთით, ცენტრში, დასავლეთით, დღეს დავამტკიცეთ, რომ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეგვიძლია.ჩვენ დაგპირდით, რომ ეს ზეიმი ხალხს გააერთიანებდა – დღეს მუხლმოდრეკილნი გთხოვთ,” – და ფეხბურთელებმა დაიჩოქეს, – “აფრიკის ქვეყანაში, რომელშიც ამდენი სიმდიდრეა, სამოქალაქო ომი არ უნდა მძვინვარებდეს. გთხოვთ, იარაღი დაყარეთ და არჩევნები ჩაატარეთ.”შემდეგ ფეხბურთელები წამოდგნენ და ამღერდნენ: “ბედნიერება გვინდა, ამიტომ სროლა შეწყვიტეთ”ამ სიტყვებმა უზარმაზარი ეფექტი მოახდინა და ორ მტრულად განწყობილ ბანაკს მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდომისკენ უბიძგა, რომელზეც, საბოლოოდ, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.ეს დასასრული არ არის.Imageერთი წლის შემდეგ, მან გამოაცხადა, რომ ნაკრები, მადაგასკარის წინააღმდეგ, აჯანყებულთა დასაყრდენ არეალში, ჩრდილოეთით, ბუაკში, ითამაშებდა.ეს ერის გაერთიანების მცდელობა იყო. კოტ დიუვარმა 5:0 მოიგო, დროგბამ მეხუთე გაიტანა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმი მოეწყო.დროგბას ლიდერობით, კოტ დიუვარის ნაკრებმა ქვეყანას მშვიდობა მოუტანა. სადავო არჩევნების გამო, ძალადობა 5 წლის შემდეგ მაინც დაიწყო. პრეზიდენტის, ლორენ გბაგბო ჰააგაში ომის დანაშაულის გამოც გაასამართლეს, თუმცა, საბოლოოდ, გამართლდა.დროგბამ დაამტკიცა ფეხბურთს რა შეუძლია. 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო