11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოს ნაკრები ივნისში ნიდერლანდებს და რუმინეთს შეხვდება

0
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა , რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები, ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის, ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.ვილი სანიოლის გუნდი, ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივნისს, საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.gff.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო