11 X 11
სპორტული პორტალი

ბასილაშვილმა პირველი მოიგო

0

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიაში, სარდინიის მთავარ ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის თავის პირველ შეხვედრაში სლოვაკ იოზეფ კოვალიკთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და საბოლოოდ მაინც შეძლო რეიტინგში 128-ე ადგილზე მყოფი მეტოქის ძლევა (4:6; 6:4; 7:5).

შემდეგ წრეში, მეოთხედფინალში, რომელიც 9 აპრილს გაიმართება, ნიკა რეიტინგის 41-ე ნომერს, გერმანელ იან შტრუმფს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში იოლად (6:4; 6:2) ბრიტანელი ლაიამ ბრეიდი დაამარცხა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო