11 X 11
სპორტული პორტალი

ფლიკმა ბაიერნის დატოვება გადაწყვიტა

0

“ბილდის” ამ ინფორმაციამ მიუნხენის “ბაიერნის” ფანობა შეძრა. გამოცემა ამტკიცებს, რომ “რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ძალიან უკმაყოფილოა შექმნილი მდგომარეობით და სეზონის დასრულებისთანავე მოითხოვს პოსტიდან განთავისუფლებას. კონკრეტულად რითაა ფლიკი უკმაყოფილო, ცნობილი არ არის, თუმცა საქმეში ჩახედული ხალხი ვარაუდობს, რომ მთავარ მწვრთნელს სპორტულ დირექტორთან ჰასან სალიჰამიჯიჩთან მეტად განსხვავებული შეხედულება აქვს შემადგენლობის დაკომპლექტებაზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირს ძალიან უნდა ფლიკს ამ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრები ჩააბაროს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო