11 X 11
სპორტული პორტალი

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა კარანტინი დაარღვია და კინაღამ კაცი მოკლა [VIDEO]

0

33 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუის ადრიანო, რომელმაც სახელი “შახტარსა” და “მილანში” თამაშით გაითქვა, ახლა, კარიერის მიწურულს, “პალმეირასში” თამაშობს. მას შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან და სახლში, იზოლაციაში გადავიდა, მაგრამ დაარღვია და დედა სუპერმარკეტში წაიყვანა. თავად მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ როდესაც პარკინგიდან გამოსვლა დააპირა, მოახლოებული ველოსიპედისტი ვერ შენიშნა და შეჯახება მოხდა. დაშავებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. აი, ლუის ადრიანოს კი კლუბისგან სასჯელი არ ასცდება, ხოლო პოლიცია რა დასკვნას დადებს, ეს ცალკე საკითხია.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო