11 X 11
სპორტული პორტალი

ქეცბაია: იმედია, თასის ფინალი აქ ჩემი ბოლო მატჩი იქნება

0
“აპოლონთან” ნამატჩევს (1:1) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “ანორთოსისის” მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს:“მიზნის მისაღწევად ყველაფერი არ გამოგვივიდა და მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მწვრთნელმა უნდა აიღოს. სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ გუნდმა ზედიზედ მეორე სეზონში ვერ მოახერხა ჩემპიონატის მოგება. თუმცა, ვაჩვენეთ, რომ არცერთი გუნდი ჩვენზე უკეთესი არ არის. ყოველთვის რაღაც არ გვყოფნიდა, დღესაც იგივე მოხდა, ბედმა ზურგი გვაქცია.
აპოელ-თან თასზეორი რთული მატჩი გვაქვს, იმედია, წარმატებას მივაღწევთ და ხასიათს გამოვიკეთებთ. ვამაყობ იმით, რომ ორი წელიწადი ამ ბიჭებთან ერთად ვიმუშავე. წელს ჩვენი ოცნება გრძელდება. იმედია, ჩემი ბოლო თამაში აქ თასის ფინალი იქნება”
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო