11 X 11
სპორტული პორტალი

რაიოლა ჰოლანისთვის მესიზე 2-ჯერ დიდ ხელფასს ითხოვს

0
ერლინ ჰოლანის პირადი აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ კლუბი, რომელიც მის კლიენტს აიყვანს, მზად უნდა იყოს კვირაში1 მილიონი ფუნტი მხოლოდ ხელფასად გადაუხადოს. გარდა ამისა, ფორვარდის სატრანსფერო ფასად 180 მილიონ ევროს მიიჩნევს.ამჟამად ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი ხელფასი, კვირაში ნახევარი მილიონი ფუნტი, ლეო მესის აქვს.აქამდე ვიცოდით, რომ ჰოლანდი მის მსურველ კლუბებს წელიწადში “მხოლოდ” 30 მილიონს, ისიც ევროს, სთხოვდა.რაიოლა ფეხბურთელის მამასთან ერთად “ბარსელონასა” და “რეალს” ეწვია, თუმცა ახალგაზრდა ნორვეგიელი ფორვარდით ორივე მანჩესტერული გრანდია დაინტერესებული.დღეს, რაიოლას მოთხოვნილი ხელფასის გადახდა მარტო “სიტისა” და პსჟ-ს თუ შეუძლიათ, თორე ფინანსურ კრიზისში მყოფი “ბლაუგრანა” ამდენს ვერ “გაქაჩავს”, ფლორენტინო პერესს კი თანხები “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის დასასრულებლად არ ჰყოფნის.მაგრამ, “სიტის” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არსებობს ფასი, რომელზე მეტსაც არცერთ ფეხბურთელში არ გადაიხდიან.ძნელად სავარაუდოა, რომელიმე კლუბმა რაიოლას მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ერლინ ჰოლანს წლიური ხელფასი 60 მილიონი ევრო მისცეს.წყარო: Mirror
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო