11 X 11
სპორტული პორტალი

ადოლფ ჰიუტერი ბუნდესლიგის რეკორდსმენია

0
“გლადბახმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი მარკო როზე მომავალი სეზონიდან “დორტმუნდს” ჩაუდგება სათავეში, გამოაცხადა რომ მისი შემცვლელი დაიბევა. ეს 51 წლის ავსტრიელი ადოლფ ჰიუტერი გახლავთ, რომელიც ახლა “აინტრახტს” წვრთნის. ახალ კლუბთან ის სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ათვლა ამ ზაფხულიდან დაიწყება. საყურადღებოა, რომ მასში მიონხენგლადბახელები ფრანკფურტელებს 7.5 მილიონ ევროს (5 მილიონი ბონუსებად) გადაუხდიან, რაც ბუნდესლიგაში მწვრთნელის ტრანსფერის სარეკორდო თანხაა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო