11 X 11
სპორტული პორტალი

ხვიჩა კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთის რეკორდი დაამყარა!

0
გერმანულმა საიტმა Transfermarket-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ საგრძნობლად იმატა.ამჟამად საიტი ქართველს 15 მილიონ ევროს აფასებს, იქამდე კი ხვიჩას სატრასნფერო ფასი 10 მილიონი ევრო გახლდათ.კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. აქამდე 10 მილიონად მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია იყო შეფასებული.აღსანიშნავია, 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში სატრანსფერო ფასები გაცილებით დაბალი იყო, სწორედ ამიტომ ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებული კახა კალაძის მაქსიმალური სატრანსფერი ფასი 8.5 მილიონი ევრო გახლდათ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძისა და კი 6 მილიონი.ხვიჩა კვარაცხელია “რუბინშიც” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რუსეთის ლიგაში კი ხვიჩაზე მაღალი სატრანსფერო ფასი 4 ფეხბურთელს აქვს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო