11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსას ჯგუფური საიმიჯო ფოტო და მესის და ლაპორტას ჩახუტება [VIDEO]

0
“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლუბის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და მომსახურე პერსონალს საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა. პრეზიდენტი თითოეულ მათგან მიესალმა და შემდეგ ჯგუფური ფოტო გადაიღეს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა თუ როგორ შეხვდებოდნენ ერთმანეთს მესი და ლაპორტა. ისინი ერთმანეთს ძალიან თბილად მიესალმნენ, გადაეხვიენ და ასე ჩახუტებულნი საკმაო ხანს იყვნენ. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ მესი დიდი ალბათობით “ბარსელონადან” წასვლას გადაიფიქრებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო