11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

ქართველი ფორვარდის ულამაზესი გოლი რუსეთის პრემიერ ლიგაში [VIDEO]

0
03.06.21. 663×81 ბანერი

დღეს, 17 აპრილს, რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში გროზნოს “ახმატი” საკუთარ მოედანზე პოდსმოსკოვიეს “ხიმკის” დაუპირისპირდა (აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ხიმკიმ მოუგო კვარაცხელიას “რუბინის” რუსეთის ჩემპიონატის განახლების შემდეგ) და 3:1 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა გიორგი მელქაძემ კი თავი უალამაზესი გოლით გამოიჩინა.

მელქაძე მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა და 2 წუთში “მაკრტელა” დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

24 წლის ფორვარდი რუსეთის მოქალაქეა და “სპარტაკის” საკუთრება გახლავთ. გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 3 გოლია.

182 სმ სიმაღლის სწრაფი ფორვარდი საქართველოს ნაკრებისთვის საინტერესო კანდიდატი უნდა იყოს…

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო