11 X 11
სპორტული პორტალი

გრიგალავას მასზე უფრო ძლიერი გუნდელი ჰყავს – მასაც ქართული ფესვები აქვს [PHOTO]

0

დღეს, 18 აპრილს, ტულას “არსენალმა” რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში “ტამბოვი” 4:0 გაანადგურა. შეხვედრა შეუცვლელად საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ ჩაატარა, “ტამბოვის” რიგებში კი სრულად ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ზურაბ გიგაშვილმა.

თუმცა, მოედანზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კლუბის პრეზიდენტი გურამ აჯოევის ვაჟის, ასევე გურამ აჯოევის გამოსვლა იყო, რომელმაც მიმდინარე წელს პირველად ითამაშა. სხვათა შორის, გურამი ის თანაგუნდელია, რომელთან ერთადაც გია გრიგალავას ცსკა-ს მწვრთნელებთან კონფლიქტი მოუვიდა.

მატჩის კომენტატორები აღფრთოვანებული იყვნენ პუბლიკის ოვაციებით: “ჩემ უკან რაც ხდება, ეს პიროვნების კულტის გამოვლენაა. მთელი ტრიბუნა ყვირის: გურამ! გურამ! გურამ!” და მამაც კმაყოფილი იყო.

მეორე კომენტატორმა კი თქვა:

“უყურებ აჯოევს და ფიქრობ რა თქვა მის ძალაზე, ალბათ, ეს ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც გია გრიგალავასთვის ჯანში წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია,”- თქვა დიმიტრი ბაჟენოვმა.

გურამ გურამის ძეს თავი არაფრით გამოუჩენია, რამდენჯერმე გაირბინა, გუნდელს ბურთის მიღება არ აცადა და კედელში დადგა, ეს იყო და ეს.

გურამ აჯოევი უფროსი თბილისში 1961 წელს დაბადებული ყოფილი ფეხბურთელია. ეთინიკურად ქურთი აჯოევი “ნორჩი დინამოელის” აღზრდილია. სხვადასხვა დროს თამაშობდა რუსთავის “მეტალურგში”, ქუთაისის “ტორპედოში”, მოსკოვის “სპარტაკსა” და “დინამოში” , უთამაშია თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში, ახლა კი ტულას “არსენალის” პრეზიდენტია.

უმცროსი გურამი კი 26 წლის გახლავთ, ამპლუით ფორვარდია, რუსეთის პრემიერ ლიგაში 15 მატჩი აქვს ჩატარებული – ჯამში 43 წუთი, გოლი კი არ გაუტანია. ან რაში სჭირდება რო?!

წყარო: Sports

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო