11 X 11
სპორტული პორტალი

“დასაჯეთ ეს კრიმინალები” – ნევილის ბრწყინვალე გამოსვლა Sky Sports-ის ეთერში [VIDEO]

0

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი გარი ნევილი, რომელიც ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტი გახლავთ, ტელეკომპანიის ეთერში ქვეყნის წამყვანი კლუბების მიერ ევროპის სუპერლიგის იდეის მხარდაჭერაზე გააკეთა კომენტარი.

“ზიზღით ვარ აღვსილი, ჩემი რეაქცია ეს არის. 40 წელია “მანჩესტერ იუნატედის” ფანი ვარ და ძალიან, ძალიან აღშფოთებული ვარ, განსაკუთრებით “მანჩესტერითა” და “ლივერპულით”. “ლივერპული” ხომ ხალხის გუნდია, მისი ჰიმნი “You never walk alone” არის?! “მანჩესტერი” კი 100 წლის წინ მუშებმა დააარსეს. და ისინი ისეთი ლიგაში აპირებენ გაწევრიანებას, რომლიდან არც კი გამოვარდებიან? ეს ხომ უდიდესი სირცხვილია!

ჩვენ, ამ ქვეყანაში ძალაუფლება პრემიერ ლიგის წამყვან კლუბებს უნდა წავართვათ – მათ შორის ჩემს კლუბსაც.

ეს მხოლოდ და მხოლოდ სიხარბეა, გაუმაძღრობა, ისინი თვითმარქვიები არიან. ვგულისხმობ “მანჩესტერის”, “ლივერპულის”, “ჩელსის”, “სიტის” მფლობელებს, მათ ჩვენი ქვეყნის ფეხბურთთან შეხება არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ როცა 100 წელზე მეტ ისტორიას ითვლის ფანების კლუბების მიმართ სიყვარული. ჩვენ გულშემატკივრები უნდა დავიცვათ.

მე ფეხბურთიდან დიდი სარგებელი მივიღე. ვიშოვე ფული, ჩავდე ფული, ფეხბურთში ფულის არსებობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს პრინციპები, ეთიკა? ეს სპორტი სამართლიანი ხომ უნდა იყოს?! “ლესტერი” თუ ჩემპიონი გახდება, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

“მანჩესტერი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაშიც კი არ არიან. საერთოდ “არსენალმა” “ფულემს” ვერ მოუგო, რა სუპერ კლუბზეა საუბარი? და ამათ უნდათ ღვთით ბოძებული უფლება, რომ საუკეთესოთა შორის იყვნენ? ეს ხომ სასაცილოა.

სიმართლე უნდა ვთქვათ, მოვიდა დრო, რომ დამოუკიდებელმა რეგულატორებმა ამ კლუბებს ძალაუფლება გამოგლიჯოს. საკმარისია უკვე!

მათ მხოლოდ ერთი მოტივი აქვთ – გაუმაძღრობა. ჩამოაწერეთ ყველა ქულა, გაუშვით ლიგის ფსკერზე და აღარ მისცეთ ფული. რასაც ისინი აკეთებენ ეს კრიმინალია, კრიმინალური დანაშაული ჩადენილი ამ ქვეყნის საფეხბურთო ფანების მიმართ. აქ შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რადგან, ფეხბურთი მსოფლიოს უდიდესი სპორტია, ფეხბურთი ამ ქვეყნის უდიდესი სპორტია.დასაჯეთ ეს კრიმინალები!

“იუნაიტედი” და ყველა, “დიდი 6” კლუბიდან პრემიერ ლიგის წინააღმდეგ წავიდა, ისინი ვინც ხელი მოაწერეს ახალი ტურნირის შექმნას და მათ უნდა რცხვენოდეთ.

ამიტომ, კონტრაქტზე ხელმომწერ ყველა კლუბს ჩამოაწერეთ ქულები, ყველას ყველა ქულა. თან ამას (ახალი შეჯიბრების შექმნაზე ხელის მოწერას) სეზონის შუაში რომ აკეთებენ, ეს ცალკე ხუმრობაა.!”

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო