11 X 11
სპორტული პორტალი

ორი ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის შანსი

0
ლისაბონში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეა. საქართველოს ნაკრებიდან 7 მონაწილე ჭიდაობდა. +78 კგ კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი პირველივე დუელში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. +100 კგ-ში გურამ თუშიშვილმა თურქ ერდოგანს ორი ვაზარით, ხოლო შემდეგ ებრაელ სასონს პირველივე წუთზე იპონით სძლია. 1/2-ფინლში რუს ტასოევთან აქტიურად ჭიდაობდა, მაგრამ ფეხი დაუცდა და მეტოქემ შებოჭა. ასე რომ, გურამს ბრინჯაოს მედალი თუ შეხვდება ამავე წონაში ლევან მატიაშვილმა უკრაინელ გორდიენკოსთან მოგების შემდეგ, ჩეხ კრპალეკთან ბოჭვით წააგო, რის შემდეგ რეპეშაჟშიც დათმო შეხვედრა ნიდერლანდერ მაიერთან. -100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანმა ოთხივე ბრძოლა ჩვეულ, აკადემიურ სტილში წარმართა: ვაზარით მოუგო თურქ სიმლანარს, სამი გაფრთხილებით პოლონელ ჟუროვსკის, იპონზე დასცა ფრანგი იდირი და ნახევარფინალში “გოლდენ სკორში” ვაზარით სძლია აზერბაიჯანელი ილიასოვი და ფინალში გავიდა. სავსებით შესაძლებელი იყო ვარლამის მეტოქე ფინალში ჩვენი ილია სულამანიძე ყოფილიყო, ვინაც ნიდერლანდელი კორელი, ხორვატი კუმრიჩი და აზერბაიჯანელი კოცოევი დაამარცხა. 1/2 ფინალში ძალიან ძლიერ ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან თავიდან ვაზარით აგებდა, თუმცა გაათანაბრა და მოსაგებადაც შეუტია, მაგრამ რისკმა არ გაუმართლა და მეტოქემ მეორე ვაზარი აუღო. ამრიგად, ლიპარტელიანი ოქროსათვის, ხოლო სულამანიძე ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებენ. -90 კგ წონაში. ბექა ღვინიაშვილმა ოთხივე შეხვედრა: ესტონელ კალიულაინდთან, რუმინელ გრეტთან, უნგრელ ტოტთან და რუს იგოლნიკოვთან ულამაზესი იპონებით მოიგო. ლაშა ბექაურმა ასევე იპონებით გაიმარჯვა იტალიელ ალექსის მატიუსთან, ებრაელ ლი კოხმანთან და სერბ მაიდოვთან. ნახევარფინალში კი თურქ მიქაელ გზანკსაც სძლია და ქართული ფინალი გველის.      
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო