11 X 11
სპორტული პორტალი

დღეს, ევროპის ტოპ კლუბები “რეალისა” და “მანჩესტერის” თაოსნობით სუპერლიგის შექმნის გამოცხადებას აპირებენ

0

მადრიდული სპორტული გამოცემა Marca წერს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია განცხადებ ევროპის სუპერლიგის შექმნაზე გაკეთდეს.

ამისი მიზეზი კი ხვალ, 19 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც უეფამ, შეიძლება, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცოს. ამის საპასუხოდ სუპერლიგის მომხრეები “რეალისა” და “მანჩესტერის” თაოსნობით სპეციალური განცხადების გავრცელებას აპირებენ, რომლის მიხედვითაც, ახალი ლიგა შეიქმნება.

მადრიდელები ფინანსურ კომპანია Key Capital-თან ერთად მაქსიმალური კონფიდენციალურობით სუპერლიგის პროექტზე მუშაობდნენ. ტოპ კლუბები ამ საქმის კურსში იყვნენ. როგორც The Times წერდა “ლივერპულმა”, “არსენალმა”, “ჩელსიმ” და “ტოტენჰემმა” ტურნიში მონაწილეობის კონტრაქტსაც კი მოაწერეს ხელი. პსჟ-მ, “ბაიერნმა” და “იუვენტუსმა”, ჯერჯერობით, მიმდინარე პროცესიდან დისტანცია დაიჭირეს.

ევროპის ეროვნული ჩემპიონატების წარმომადგენლებსა და უეფას სუპერლიგის იდეა არ მოსწონთ. ლიგის ხელმძღვანელები სპეციალურ სანქციებზეც კი მუშაობენ, მაგალითად სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან შემოსული თანხიდან 30-50 მილიონი ევროს დაკლებაზე. უეფაში მუშაობა სავარაუდო რეაქცის საპასუხოდაც მიმდინარეობს.

წყარო: Marca

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო