11 X 11
სპორტული პორტალი

ძიუდოისტების ოქრო, ორი ვერცხლი და ბრინჯაო

0
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. -90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ლაშა ბექაურისა და ბექა ღვინიაშვილის ჭიდილში უფრო მარჯვე ახალგაზრდა ბექაური გამოდგა, რომელმაც ჯერ ვაზარი აუღო თანამემამულეს, ბოლოსკენ, როდესაც ღვინიაშვილი გამუდმებით უტევდა, კონტრილეთით სუფთა გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. -100 კგ წონის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ძალიან ძლიერი ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი გახლდათ, რომელმაც ნახევარფინალში სწორედ ილია სულამანიძე დაამარცხა, ვინც მანამდე ბრინჯაოს მედლისათვის ფრანგ ალექსანდრ იდირს დაეჭიდა, დამატებით დროში ვაზარით დათმო შეხვედრა და უმედლოდ დარჩა. ლიპარტელიანი კი ბელგიელმა კონტრილეთზე დაიჭირა, იპონზე დასცა და ჩემპიონი გახდა. ვარლამს კი ვერცხლის მედლით მოუწია დაკმაყოფილება. გურამ თუშიშვილს ბრინჯაოსათვის ნიდერლანდელ როი მაიერთან მოუწია შეხვედრა, რომელსაც ორ წუთში ორი ვაზარით “გაუმასპინძლდა” და ბრინჯაოს მედალი ირგუნა. ამ წონაში ჩემპიონი რუსი ინალ ტასოევი გახდა  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო