11 X 11
სპორტული პორტალი

ჩელსი სუპერლიგიდან გადის? თუ არადა, სახელწოდებაც შეიძლება ჩამოართვან და “სტემფორდ ბრიჯიდანაც” გაუშვან

0
ხუთშაბათს შედგება ორგანიზაცია Chelsea Pitch Owners-ის სხდომა, რომლის თავმჯდომარე ამ გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერია. განიხილება საკითხი კლუბს და საფეხბურთო გუნდს, რომელმაც გადაწყვიტა ევროპულ სუპერლიგაში გაერთიანება, აეკრძალოს “ჩელსის” სახელით ასპარეზობა და აღარ მისცენ უფლება სტადიონ “სტემფორდ ბრიჯზე” ითამაშოს. საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციის დამაარსებელმა კენ ბეიტსმა 1992 წელს 10 მილიონ ფუნტად კომპანია  Chelsea Village-დან იყიდა კლუბის სახელწოდება და არენის გამოყენების უფლება. მჟამად ეს ორგანიზაცია 13 ათასი “ჩელსის” ფანს აერთიანებს, რომლებიც 23 ათასი განცალკავებული აქციის მფლობელები არიან და ამდენად, მათ გადაწყვეტილებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თითქოს “ჩელსის” ხელმძღვანელობა უკვე ამზადებს დოკუმენტებს სუპერლიგის დასატოვებლად. იმავეს აპირებს თურმე “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “ატლეტიკო”. წყარო:  dailystar.co.uk
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო