11 X 11
სპორტული პორტალი

რუმენიგე: “უფრო მეტი ფულისთვის კი არა, ნაკლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ”

0

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ სუპერ ლიგას რატომ არ შეუერთდნენ, ამის მიზეზი განმარტა

“სუპერლიგის ნაწილი იმიტომ არ გავხდით, რომ არ გვინდოდა ვყოფილიყავით. ბუნდესლიგაში თამაში მოგვწონს. ბედნიერნი ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვმონაწილეობთ და, ასევე, გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობაც არ გვავიწყდება, რომელთა უდიდესი უმრავლესობა სუპერლიგის წინააღმდეგია. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა ფეხბურთთან გვაკისრია. 

სუპერლიგის იდეა უფრო მეტი ფულის შოვნაა. პანდემიიდან გამოწვეული ვალების დაფარვას კლუბები ასე ცდილობენ, მაგრამ გზა, უფრო და უფრო მეტი გადავუხადოთ ფეხბურთელებსა და აგენტებს, არასწორია. პირიქით, გვჭირდება რომ ხარჯები შევამციროთ და მაგიდაზე რაც შეიძლება ნაკლები თანხა დავდოთ. გამონაკლისის გარეშე, ყველას ხარჯებში გადაჭარბება გვაქვს. დროა, ნაკლებად ქედმაღლურად ვითამაშოთ. 

თუ სუპერლიგამ მაინც იარსება, სპორტული ინტერესს, შესაძლოა,ზიანი მიადგეს, ამაზე არავინ დავობს. შესანიშნავი გუნდების გარეშე, კონკურენცია ისეთი ვეღარ იქნება,” – თქვა კალემ.

მოგეხსენებათ, რუმენიგემ უეფაში ანიელის ადგილი დაიკავა და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი გახდა…
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო