11 X 11
სპორტული პორტალი

გლეიზერები “მანჩესტერს” ყიდიან, კონორ მაკგრეგორი ყიდვას აპირებს

0

ბრიტანული პრესის მიხედვით, ევროპის სუპერლიგის იდეის ფაქტობრივი ჩავარდნის შემდეგ გლეიზერების ოჯახი “მანჩესტერ იუნაიტედის” გაყიდვას აპირებს.

გასაკვირი არ არის და მყიდველიც ძალიან მალე გამოჩნდა: “წითელი ეშმაკების” შესყიდვის სურვილი UFC-ის ყოფლმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა გამოთქვა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყიდვას ვაპირებ. რას მეტყვით?!”- დაწერა კონორმა “თვითერის” საკუთარ გვერდზე.

თუმცა, რამდენად ეყოფა ირლანდიელს “წითლების” შესაძენად ფული, ესაა მთავარი. მისი ქონება, დაახლოებით, 120 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, რაც “ეშმაკების” საყიდლად საკმარისი არ უნდა იყოს. თუმცა, კონორს ფული სხვადასხვა ბიზნესში აქვს ჩადებული, რომელთაგან რა წილი ეკუთვნის, საჯარო არ არის. ზოგიერთი ბრიტანული გამოცემა(დეილი მეილი, სანი) ვარაუდობს, რომ მაკრეგორი ნახევარ მილიარდ ფუნტზე მეტ ქონებას ფლობს. ეს უკვე მნიშვნელოვანი კაპიტალია…

თუმცა, კონორის განცხდებების სერიოზულობასა და ავანტიურისტულ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, უბრალოდ “თემა შემოაგდო”.

წყარო: კორონ მაკრეგორის თვითერი

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო