11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

კაცი ღირსების გარეშე – ანიელიმ მოატყუა პრეზიდენტი, თუმცა უღალატა ოჯახის წევრს!

0
03.06.21. 663×81 ბანერი

ანდრეა ანიელისა და ალექსანდრ ჩეფერინის, პარტნიორული ურთიერთობის გარდა, მეგობრობაც აკავშირებთ. უფრო სწორად, აკავშირებდათ და თან იმდენად ახლო, რომ უეფას ფუნქციონერი იტალიელის შვილის ნათლიაა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, რომელიც ფეხბურთში მოხდა, შეიძლება ეკრანიზაციის, ნოველის ან თეატრალური დადგმის შთაგონების წყაროც იყოს. ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში, ერთმანეთს მეტად ემოციური ამბები ცვლიდა, ისეთი, რომ ინდივიდუალური პასაჟები ყურადღების მიღმა რჩებოდა.

ასეთია ანდრეა ანიელის სწრაფი “თვითგამორკვევა”. მან უეფას აღმასრულებელი კომიტეტი და ECA (ევროპის კლუბების ასოციაცია) მიატოვა და ფლორენტინო პერესის ბანაკში გადაბარგდა. რამდენიმე საათში.

გარდა იმისა, რომ ანიელი უმცროსი იუვეს პრეზიდენტია და მსოფლიოშიც ერთერთი უმდიდრესი ადამიანი, რატომ მიენდო მას ამდენი და ასეთი მნიშვნელობის თანამდებობები? როგორ მოხდა, რომ მან იმ ხალხს უღალატა, სადაც მუშაობდა და მხარი მდიდრებსა და ღარიბებში უფრო დიდი უფსკრულის გაჩენას დაუჭირა?

თითქმის 100 წელია, იუვენტუსი ანიელების ოჯახს ეკუთვნის – მრგვალი თარიღი 2023 წელს უწევს. 90-ანი წლებიდან ანდრეა, მამასთან, უმბერტო ანიელისთან ერთად უკვე “ბებერი ქალბატონის” მატჩებზე დადის. ამ ფოტოზე, ანდრეასთან ერთად, ჯონ ელკანია (იუვეს ფუნქციონარი), სტადიონი კი დელე ალპი – 1995 წელი.

Image უმცროსმა ანიელიმ იუვენტუსის პრეზიდენტის სავარძელი 2010 წელს დაიკავა. 4 წლით ადრე, ცნობილი კალჩოპოლის სკანდალი მოხდა – იუვე უმაღლესი დივიზიონიდან დააქვეითეს და კლუბი ისეთმა ფეხბურთელებმა დატოვეს, როგორებიც: ზლატანი, ტურამი, კანავარო, ვიერია და ძმაბროტა არიან. კლუბმა, სპორტულთან ერთად, დიდი ფინანსური დარტყმაც მიიღო, ტურინელები ჩემპიონთა ლიგაში ხომ ვეღარ თამაშობდნენ…

უნდა ვთქვათ, რომ მოცემულ სიტუაციას ანდრეამ თავი შესანიშნავად გაართვა. 2012 წლიდან მოყოლებული, სკუდეტო ყოველთვის იუვენტუსისაა. ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს 2-ჯერ იყვნენ, თუმცა ფინალში ჯერ ბარსელონასთან, შემდეგ კი რეალთან დამარცხდნენ. მისი ხელმძღვანელობით, შემოსავალი გაორმაგდა, თუმცა მაინც ორჯერ ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ბარსელონასი. რატომ ხდება ასე? ტურინელები ტელევიზიებიდან ნაკლებ შემოსავალს იღებენ და მთავრობის მხარდაჭერაც არ აქვთ.

ანიელის მოუწია ინოვატორი გამხდარიყო – ლოგო შეცვალა, ბრენდი განაახლა, რათა ახალგაზრდების ინტერესი გაეღვივებინა, ცნობილ ფეხბურთელებთან კონტრაქტი გააფორმა, ერთერთი რონალდუა, რომელსაც 5 “ოქროს ბურთი” აქვს.

“ჩვენ უფრო მასშტაბური და პოპულარული უნდა გავხდეთ,” – თქვა ანიელიმ ლოგოს პრეზენტაციაზე.

არ ვფიქრობთ, რომ იუვენტუსის ასაკოვან გულშემატკივრების კლუბის მთლიანი განახლება მოსწონებოდათ, თუმცა ანდრეას ბოლო ხრიკი მათთვის მაინც ყველაზე მტკივნეული იყო: სუპერლიგის შექმნა ნიშნავს, რომ კომერციული ინტერესების გამო, კლუბი მდიდარ ისტორიაზე უარს ამბობდა. ახალი ლიგა, რა თქმა უნდა, ჩრდილო-ამერიკული მოდელით შეიქმნა, რომელშიც ლიგიდან გავარდნა შეუძლებელია, სამაგიეროდ ფულის მთები დგას.

საფეხბურთო გრინჩის სტატუსს ანიელი მშვენივრად ერგება. იტალიელი ჩეფერინისთან ორმაგ თამაშს თამაშობდა, 4 წლის განმავლობაში მისი ნდობით სარგებლობდა და ზურგს უკან სუპერლიგას ქმნიდა. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ეს ორი ადამიანი ისეთი ახლო მეგობარი იყო, რომ ადნრეას შვილის ნათლია სწორედ ჩეფერინია.

უეფას აღმასრულებელ კომიტეტში ანიელი 2015 წელს მოხვდა, როდესაც პლატინის ნაცვლად, პრეზიდენტი ჩეფერინი გახდა. ხმები დადიოდა, რომ ანდრე პრეზიდენტთან მეტისმეტად მორჩილი იყო. ამის გამო, ჩეფერინის განცხადების გაკეთებაც კი მოუწია.

ასევე, დადიოდა ჭორები, რომ ანიელიმ უეფას პრეზიდენტისთვის ფერარის ტური სპეციალურად დაგეგმა, რადგან ერთხელ სლოვენიელმა თქვა, რომ მდიდრულ მანქანაში არასდროს მჯდარა. ასევე ამბობდნენ, რომ “მეგობრები” ერთად პირადი თვითმფრინავით ერთად მგზავრობდნენ – ალექსანდრმა ეს ინფორმაცია უარყო. ჭორები იმაზეც დადიოდა, ანიელიმ ჩეფერინის შვილი ანგარების გამო მოანათლინაო – რასაც პრეზიდენტმა “პატივი” უწოდა.

“საფეხბურთო ჭორები ალოგიკური და სულელურია. დღეს წერენ, რომ ანიელის ჩვენი მეგობრობის წყალობით გავლენის სფეროები აქვს. ხვალ დაწერენ რომ ყველაფრის თავში პსჟ არის, რადგან ყველაზე მეტს ხარჯავს. ზეგ იტყვიან, რომ რეალს ყველაფერში ვეხმარებით, რადგან, ბოლო დროს, ლიგა 4-ჯერ მოიგეს,” – ახლა ჩეფერინის ნაკლებად ეცინება, რადგან მეგობარმა ის ფულზე გაყიდა.

“24 წელი კრიმინალებს ვიცავდი, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს. შეიძლება, ანიელი ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც იყოს. არ მინდა პირად საკითხებზე ვისაუბრო, მაგრამ არასდროს მინახავს ადამიანი, იმდენს იტყუებოდეს, რამდენსაც ის. ეს წარმოუდგენელია.

ცხოვრებაში ყოველთვის სასარგებლოა, იცოდე ვინ ვინ არის. ახლა მსოფლიოში ყველამ ყველაფერი იცის: პარასკევს მხარი რეფორმებს დაუჭირეს, თუმცა ზურგს უკან შეთანხმება უკვე გამოფრმებული ჰქონდათ,” – თქვა ჩეფერინიმ.

16-ში ანდრეამ უეფას რეფორმებს მხარი დაუჭირა. 17-ში მეგობარს უთხრა, რომ სუპერლიგის შექმნაზე საუბარი მხოლოდ ჭორებია. 18-ში ახალი ტურნირის შექმნა გამოაცხადა.

საერთოდ, ანიელების ოჯახისგან ბევრი რამე გასაკვირი არ არის. თითქოს, ანდრეამაც ამ გზას არ “უღალატა”, იუვენტუსი მსოფლიო გრანდიდან კინაღამ ჩვეულებრივ ბიზნესად აქცია. იტალიელმა მეგობრობისგან ყველაფერი შეიშნო, კარგ ადგილას დაინიშნა, ყველაფერი გააკონტროლა და როცა დრო მოვიდა, მეგობარს ზურგშიც დაარტყა. უეფა არავის უყვარს, მაგრამ ისე გამოვიდა, ამ ორს შორის, გულშემატკივრების უმრავლესობა მაინც უეფასკენ იყო. საბედნიეროდ, უეფამ მოიგო.

წყარო: Eurosport

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო