11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

რას შესთავაზებს ლაპორტა მესის?

0
03.06.21. 663×81 ბანერი
მართალია, ლეო მესიმ და მამამისმა გადაწყვიტეს, რომ სეზონის დასრულებამდე კლუბთან კონტრაქტის თაობაზე არ დაილაპარაკონ, მაგრამ მედიისათვის ცნობილი გახდა თუ რა შეთავაზებას ამზადებს ბლაუგრანას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა. მისთვის მიუღებელია ხელშეკრულების მხოლოდ 1 წლით გახანგრძლივება და 2+1-წლიან კონტრაქტს ამზადებს, რომელშიც პირველ წელს ლეო ახლანდელ 75 მილიონ ევროს (ხელფასი+ბონუსები+საიმიჯო შემოსავლები) ვერ მიიღებს, მაგრამ მომდევნო წლებში დაკლებულის ანაზღაურება მოხდება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება პანდემიის დასრულებასა და კლუბის შემოსავლების ზრდაზე. კონკრეტულად რა თანხას მიიღებს პირველ წელსაც კი მესი, არ სახელდება და ძალიან საეჭვოა ის და მამამისი ხორხე ამას დათანხმდნენ. თუმცა, ვნახოთ.წყარო:www.espn.co.uk
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო